კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის დასრულების შემდეგ ენერგეტიკული პროექტების გააქტიურება უნდა მოხდეს

კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის დასრულების შემდეგ ენერგეტიკული პროექტების გააქტიურება უნდა მოხდეს

access_time2020-05-04 10:50:20

 „ენერგეტიკაში მშენებლობის ტემპები არ ჩერდება და ვფიქრობ, რომ უნდა გაიზარდოს კიდეც“, - ამის შესახებ „კომერსანტს“ ენერგეტიკის ყოფილმა მინისტრმა დავით მირცხულავამ განუცხადა. მისი ინფორმაციით, დღესდღეობით მიმდინარე პროექტები არ გაჩერებულა. როგორც ენერგეტიკოსი აღნიშნავს, ინტენსიურად მიმდინარეობს მტკვარი ჰესის, ნენსკრა ჰესის მშენებლობა. ასევე ინტენსიურად გრძელდება ჰესების მშენებლობა სვანეთში, აჭარასა და გურიაში. დავით მირცხულავა აცხადებს, რომ კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის დასრულების შემდეგ ენერგეტიკული პროექტების  გააქტიურება უნდა მოხდეს.

 

„ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების კონცეფციასაც უნდა გადავხედოთ, რომელიც ეკონომიკური უსაფრთხოების და ეროვნული უსაფრთხოების შემადგენელი ნაწილია. ჩვენ ენერგეტიკული დამოუკიდებლობის პარამეტრები უნდა გავაუმჯობესოთ.ეს ნიშნავს იმას, რომ ელექტროენერგიის იმპორტის მოცულობა ნელ-ნელა შევამციროთ. პოსტ-პანდემიური ეკონომიკა მსოფლიოში ისეთ ცვლილებას განიცდის, რომ განახლებადი ენერგეტიკის განვითარება იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, იმ ქვეყნებისთვის, რომელთაც ამის რესურსი გააჩნია. საბედნიეროდ, ჩვენ ეს რესურსი გვაქვს. პირველ რიგში, რა თქმა უნდა ეს არის ჰიდრო ენერგეტიკა, რომლითაც საკმაოდ მდიდრები ვართ, ასევე ასათვისებელი იქნება  ქარის და მზის ენერგია. იმ ქვეყნებს, რომლებსაც ენერგო რესურსები გააჩნიათ, სექტორში ძალიან დიდ თანხის ინვესტირებას მოახდენენ“, - განმარტავს დავით მირცხულავა.

 

ენერგეტიკის ყოფილმა მინისტრის განცხადებით, ჰიდროენერგეტიკა მომავალი 10-15 წლის განმავლობაში იქნება სწორედ ის სფერო, სადაც ინტენსიურად უნდა მოხდეს ინვესტიციების მოზიდვა. დავით მირცხულავას განმარტებით, ამ შემთხვევაში სახელმწიფოს როლი იქნება გადამწყვეტი, რათა სექტორში შესაბამისი საინვესტიციო კლიმატი შეიქმნას.

 


„ხშირად ვაკრიტიკებდი ორი-სამი წლის წინ არსებულ გრძელვადიანი ელექტროენერგიის შესყიდვის ხელშეკრულების  გაფორმების პრაქტიკას, რადგან ეს შორს იყო თავისი სრულყოფილი ფორმისგან და ბევრი უარყოფითი ფაქტორი ჰქონდა, რომელიც ბუნებრივია იწვევდა დიდ კრიტიკას. თუ დაუკვირდებით, 2013 წლიდან ინტენსიურად დაიწყო ინვესტიციების შემოდინება ჰიდროენერგეტიკაში, ეს იყო როგორც უცხოური, ასევე ქართველი ინვესტიციები. მშენებარე და ექსპლოატაციაში შესული ელექტროსადგურების რაოდენობამ შთამბეჭდავ რიცხვს მიაღწია,2017 წლის შემდეგ მორატორიუმი გამოცხადდა, რაც მომენტალურად აისახა ჩვენთან და ახალი მშენებლობები ჰიდროსადგურების მიმართულებით შემცირდა.  აუცილებელია, გარკვეული კლიმატის შექმნა, უნდა არსებობდეს სტიმულირების მექანიზმი, რათა ინვესტორებისთვის რისკები შემცირდეს და შესაბამისად, უფრო მეტი ინვესტიცია იყოს ამ სფეროში მოზიდული. ჩვენს ქვეყანას ამის პოტენციალი გააჩნია“, - აცხადებს დავით მირცხულავა.

 

დავით მირცხულავა აღნიშნავს, რომ რეგიონალური თანამშრომლობა ენერგეტიკაში კარგია, ხშირ შემთხვევაში  კი აუცილებელიცაა, თუმცა საქართველომ  დამოუკიდებელი ენერგეტიკის პარამეტრები უნდა გააუმჯობესოს.

 

„ჩვენი ენერგეტიკული დამოუკიდებლობის პარამეტრები მნიშვნელოვნად უნდა გავაუმჯობესოთ. ევროკავშირის ქვეყნების მაგალითს თუ განვიხილავთ, იქაც რეალურად გაერთიანებული სისტემაა, მაგრამ თითოეული ქვეყანა ნაბიჯ-ნაბიჯ მაინც ცდილობს საკუთარი ენერგეტიკული დამოუკიდებლობის პარამეტრების გაუმჯობესებას.ამას ცდილობს პორტუგალიაც. გარდა ამისა, 2050 წლისთვის ქვეყანაში შიდა წვის ძრავაზე ალბათ მანქანებიც აღარ იქნება, ადამიანები უკვე ჰიბრიდზე გადადიან, შემდეგ უკვე ელექტრომობილებზე გადავლენ, ამიტომ ჩვენ გვაქვს იმის საშუალება, რომ უფრო სტაბილური, პროგნოზირებადი ინფრასტრუქტურული საფუძველი ჩვენი ეკონომიკის შემდგომი განვითარების“, -აცხადებს ენერგეტიკოსი.

 

ბაჩო ადამია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up