კორონავირუსით” გამოწვეულ ფორსმაჟორულ სიტუაციაში მოიმატა  თუ არა კორუფციის რისკებმა და რა მიმართულებებზე  დაიხარჯა მნიშვნელოვანი თანხები-TI

კორონავირუსით” გამოწვეულ ფორსმაჟორულ სიტუაციაში მოიმატა თუ არა კორუფციის რისკებმა და რა მიმართულებებზე დაიხარჯა მნიშვნელოვანი თანხები-TI

access_time2020-07-08 13:00:08

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში (2020 წლის 21 მარტიდან 22 მაისამდე) განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვები შეისწავლა. კვლევის მიზანი იყო დაედგინა, „კორონავირუსით” გამოწვეულ ფორსმაჟორულ სიტუაციაში რამდენად მოიმატა კორუფციის რისკებმა და რა მიმართულებებზე  დაიხარჯა მნიშვნელოვანი თანხები.

 

  • საგანგებო მდგომარეობის პერიოდში სულ 557 მლნ ლარის ჯამური ღირებულების 1,495 ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა. შემდგარი ტენდერების ნახევარზე მეტში მხოლოდ ერთი მიმწოდებელი მონაწილეობდა2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გამოცხადებული ტენდერების რაოდენობა თითქმის განახევრდა, თუმცა შემცირდა კონკურენციაც.

 

  • ყველაზე მეტი - 460 მლნ ლარის ჯამური ღირებულების 266 ელექტრონული ტენდერი სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე გამოცხადდა.

 

 

  • საგანგებო მდგომარეობის პერიოდში გამარტივებული შესყიდვის გზით 127.2 მლნ ლარის ჯამური ღირებულების 11,316 კონტრაქტი გაფორმდააქედან 57 მლნ ლარი გადაუდებელი აუცილებლობის საფუძვლით, ხოლო 29.2 მლნ ლარი სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების საფუძვლით დაიხარჯა. შესყიდვის დაჩქარებისთვის აღნიშნული საფუძვლების გამოყენებას კანონი უშვებს, მაგრამ პრობლემას მათი ხშირად გამოყენება წარმოადგენს.
  • სხვადასხვა წლებში „ქართული ოცნებისდა სალომე ზურაბიშვილის შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა საგანგებო მდგომარეობის დროს პირდაპირი შესყიდვის გზით ჯამში 45 მლნ ლარზე მეტი ღირებულების კონტრაქტები მიიღესრაც აღნიშნულ პერიოდში პირდაპირი შესყიდვებით დახარჯული თანხის 35%-ია. მათ შორის:

 

 კვლევაში ცალკე გამოვყავით ის შესყიდვები, რომლებმაც ყურადღება მიიქციეს სხვადასხვა საეჭვო გარემოებების გამო. ძირითადად, ეს გარემოებები მმართველი პარტიის და მისი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის შემომწირველების სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობასთანაა დაკავშირებული. ჩვენ მიერ შესწავლილი კონტრაქტებიდან გამოვლინდა, რომ „ქართული ოცნების“ შემომწირველებთან დაკავშირებულმა 25-მა კომპანიამ საგანგებო მდგომარეობის დროს გამარტივებული შესყიდვის გზით ჯამში 45 მლნ ლარამდე ღირებულების 68 კონტრაქტი მიიღო (დანართი 1), რაც აღნიშნულ პერიოდში პირდაპირი შესყიდვებით დახარჯული თანხის 35%-ია. აღნიშნული 25 კომპანიის მფლობელებმა 2016- 2020 წლებში „ქართულ ოცნებას“ ჯამში 2.3 მლნ ლარზე მეტი შეწირეს.

 

შპს „ყვარლის ედემი“

 

შპს „ყვარლის ედემის“ მფლობელებმა და დირექტორმა 2020 წლის 20 და 23 მარტს „ქართულ ოცნებას” ჯამში 65,000 ლარი შესწირეს და რამდენიმე დღეში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისგან გამარტივებული შესყიდვის გზით 277,300 ლარიანი კონტრაქტი მიიღეს. სასტუმროს 2013-2019 წლებში 400,000 ლარის ღირებულების გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის კონტრაქტები აქვს გაფორმებული, თუმცა აქამდე ერთი კონტრაქტით მაქსიმუმ 76,000 ლარი ჰქონდა მიღებული.

 

შპს „ყვარლის ედემის“ დირექტორმა, ალექსანდრე მაღრაძემ 2020 წლის 20 მარტს „ქართულ ოცნებას“ 5,000 ლარი შეწირა. „ქართული ოცნების” შემომწირველია შპს „ყვარლის ედემის“ 50%- იანი წილის მფლობელი შპს „ზიმოც“. კომპანიის სახელით 2019 წლის სექტემბერში „ქართულ ოცნებას“ 100,000 ლარი შესწირეს. „ქართული ოცნებისთვის“ ცალ-ცალკე აქვთ შეწირული თანხა „ზიმოს“ წილის მფლობელებსაც:

 

● მიმდინარე წლის 20 მარტს შპს „ზიმოს“ დირექტორმა და წილის მფლობელმა ზურაბ კიკნაძემ 25,000 ლარი შეწირა. 2019 წლის მაისში კი - 60,000 ლარი.

● კომპანიის წილის კიდევ ერთმა მფლობელმა, ილია ქავთარაძემ 2020 წლის 20 და 23 მარტს „ქართულ ოცნებას” ჯამში 13,000 ლარი შესწირა.

● წილის კიდევ ერთმა მფლობელმა ლევან მარშანიამ 2020 წლის 23 მარტს „ქართულ ოცნებას” 5,000 ლარი შეწირა.

● წილის კიდევ ერთმა მფლობელმა გია უროტაძემ 2020 წლის 20 და 23 მარტს 17,000 ლარი შეწირა „ქართულ ოცნებას”. 2019 წლის მარტში 10,000 ლარი აქვს შეწირული.

შპს „ყვარლის ედემთან“ დაკავშირებულ პირებს 2019-2020 წლებში ქართულ ოცნებისთვის სულ 235,000 ლარი აქვთ შეწირული. კომპანია „ზიმოს“ კი 2012-2019 წლებში პირდაპირი შესყიდვის

გზით 19 მლნ ლარის ღირებულების 49 კონტრაქტი აქვს სახელმწიფო უწყებებთან გაფორმებული.

 

შპს „ზიმო“ აქტიურად მონაწილეობდა ბიძინა ივანიშვილის ხეების გადატანაში, ხოლო სახელმწიფო

 

შესყიდვებით აღებულ ვალდებულებებს დაგვიანებით ასრულებდა. 2013-2017 წლებში საბიუჯეტო ორგანიზაციებსა და კომპანია „ზიმოს“ შორის გაფორმებულ 16 ხელშეკრულებაში ცვლილება 65-ჯერ შევიდა.

 


სს „თ & დისტრიბუშენ“

 

სახელმწიფო შპს-მ „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა” პირდაპირი შესყიდვის გზით, სს „თ & რ დისტრიბუშენიდან“ 200,000 ლარამდე ღირებულების სიგარეტი შეიძინა. კონტრაქტები პირველ და 23 აპრილს გაფორმდა. 2015-2020 წლებში აღნიშნულ კომპანიას სულ 875,000 ლარამდე ჯამური ღირებულების 15 კონტრაქტი აქვს მიღებული პირდაპირი სახელმწიფო შესყიდვით.

 

სს „თ & რ დისტრიბუშენის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ რაფიელ სურამელაშვილმა 2016-2017 წლებში „ქართულ ოცნებას“ 105,000 ლარი შესწირა, კომპანიის საბჭოს წევრმა ნიკა ზაუტაშვილმა ამავე პარტიას და სალომე ზურაბიშვილს 130,000 ლარი შესწირა, კიდევ ერთმა წევრმა და კომპანიის დირექტორმა ზურაბ აღნიაშვილმა კი სხვადასხვა წელს ჯამში 145,000 ლარი გაიღო იგივე სუბიექტების სასარგებლოდ. კომპანია „თ & რ დისტრიბუშენს“ საკუთარი სახელით 2016-2017 წლებში „ქართულ ოცნებას“ 115,000 ლარი შესწირა.

 


ამ კომპანიამ და მასთან დაკავშირებულმა ყველა პირმა ერთად ჯამში 495,000 ლარი შესწირეს „ქართულ ოცნებას“ და სალომე ზურაბიშვილს.

 

შპს „ჯი-თი გრუპი“

 

საგანგებო მდგომარეობის პერიოდში კომპანია „ჯი-თი გრუპთან“ პირდაპირი შესყიდვის წესით 13 კონტრაქტი გაფორმდა, რომელთა ჯამური ღირებულება 10 მლნ ლარზე მეტია. აქედან ყველაზე მნიშვნელოვანი არის 3 მლნ ევროს ღირებულების კონტრაქტი, რომელიც „ჯი-თი გრუპთან“

 

თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ავტობუსების შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურებისთვის გააფორმა. გამარტივებული შესყიდვის წინაპირობა 2019 წელს თბილისის მერიისთვის 65 მლნ ლარის ღირებულების 220 ავტობუსის მიწოდება იყო. კონტრაქტში აღნიშნული ინფორმაციის თანახმად, 3 მლნ ევრო სწორედ აღნიშნული ავტობუსების მომსახურებას მოხმარდება. ზოგადად, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” კანონი უშვებს გამონაკლისს, საქონლისა და მომსახურების ხარისხის შენარჩუნების გარანტიიდან გამომდინარე, გამოიყენო პირდაპირი შესყიდვა და იმ კომპანიისგან მიიღო მომსახურება, რომლისგანაც ძირითადი საქონელი შეიძინე. ამ შემთხვევაში ავტობუსები იყო ძირითადი საქონელი.

 

გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტების გარდა, საკვლევ პერიოდში „ჯი-თი გრუპმა“ მარნეულის მუნიციპალიტეტის მიერ ავტობუსების შესყიდვაზე გამოცხადებული 1.3 მლნ ლარიანი ერთი ტენდერიც მოიგო. ამ ტენდერში კომპანიას მხოლოდ ერთი კონკურენტი - შპს „აზია სერვისი” ჰყავდა, რომელმაც უფრო დაბალი ფასი შესთავაზა, მაგრამ სატენდერო კომისიამ ტექნიკური დოკუმენტაციიდან გამომდინარე დისკვალიფიკაცია მისცა და საბოლოოდ „ჯი-თი გრუპთან“ გააფორმა კონტრაქტი.

 

შპს „ჯი-თი გრუპის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან გოგსაძემ 2016 წელს 38,000 ლარი

შესწირა „ქართულ ოცნებას“. კომპანიის მფლობელმა გიორგი გველესიანმა კი 2016-2018

წლებში ჯამში 120,000 ლარი შესწირა იმავე „ქართულ ოცნებას“.

 

2020 წლამდე კომპანიასთან 3.5 მლნ ლარამდე ღირებულების პირდაპირი სახელმწიფო

შესყიდვის კონტრაქტებია გაფორმებული, ხოლო ელექტრონული ტენდერებიდან „ჯი-თი გრუპს” 100 მლნ ლარზე მეტი აქვს მიღებული.

 

შპს „მზიური“ და შპს „ალფა“

 

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტომ 4,232,800 აშშ დოლარის

ღირებულების გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტები გაუფორმა შპს „მზიურს“ და შპს „ალფას“.შპს „მზიურთან“ გაფორმებული 1,424,400 აშშ დოლარის (4,531,444 ლარი) ხელშეკრულება 1,5 მილიონი ლიტრი ზეთის რუსეთის ფედერაციიდან შესყიდვას, ხოლო შპს „ალფასთან“ დადებული ხელშეკრულება 2,808,400 აშშ დოლარის (8,934,363 ლარი) ღირებულების 5 ათასი ტონა შაქრისა და 400 ტონა მაკარონის რუსეთის ფედერაციიდან და ბელარუსიდან შესყიდვას ითვალისწინებს.

 

საგანგებო მდგომარეობის პირობებში მსხვილი პირდაპირი შესყიდვის მიღებამდე შპს „მზიურს” სახელმწიფო შესყიდვების დიდი გამოცდილება არ ჰქონდა – მას არც ერთ ელექტრონულ ტენდერში არ აქვს მონაწილეობა მიღებული და 2012 წლიდან დღემდე მხოლოდ 13 მცირე პირდაპირი კონტრაქტი აქვს გაფორმებული.

 

კომპანია „მზიურის“ დირექტორმა შოთა ბასილაშვილმა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა დიმიტრი რამიშვილმა „ქართულ ოცნებას“ ერთი და იმავე ოდენობის თანხა, ფაქტობრივად, ერთდროულად შესწირეს. 2018 წლის 13 დეკემბერს სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ თითოეულმა 30,000 ლარი გაიღო, ხოლო 2017 წლის 11-12 სექტემბერს თითოეულმა 50,000 ლარი შესწირა „ქართულ ოცნებას”.

 

გამარტივებული შესყიდვით შერჩეულმა მეორე კომპანიამ შპს „ალფამ“ 2016 წელს 120,000 ლარი შესწირა „ქართულ ოცნებას“. შპს „მზიურის” მსგავსად, შპს „ალფა“-საც სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის დიდი გამოცდილება არ აქვს, კერძოდ, 2014-2019 წლებში მას ოთხი მცირე პირდაპირი კონტრაქტი ჰქონდა გაფორმებული.

 

შპს „ლოჭინი“

 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2020 წლის 31 მარტს პირდაპირი შესყიდვის გზით შპს „ლოჭინთან“ 750,000 ლარიანი კონტრაქტი გააფორმა. აღნიშნული კომპანიის 33% წილის მფლობელი ავთანდილ ნაცვლიშვილი „ქართული ოცნების“ შემომწირველია. 2017 წლის სექტემბერში მან პარტიას 10,000 ლარი შესწირა.

 

 

შპს „ლოჭინს“ 2017-2020 წლებში პირდაპირი შესყიდვის წესით 1.2 მლნ ლარის ღირებულების 3 კონტრაქტი გაუფორმდა. 2012-2020 წლებში კი მას ელექტრონული ტენდერებიდან 13 მლნ ლარზე მეტი აქვს მიღებული. კომპანია ძირითადად რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ ტენდერებს იგებს.

 

შპს „ეი-ბი ემ“

 

საგანგებო მდგომარეობის პერიოდში შპს „ეი-ბი ემ“-მა პირდაპირი შესყიდვების გზით 3.1 მლნ ლარის 5 კონტრაქტი მიიღო, მათ შორის, ყველაზე მაღალი ღირებულების - 2,867,200 ლარიანი კონტრაქტი 18 მაისს ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა გაუფორმა. ხელშეკრულების თანახმად კომპანიამ „კორონავირუსისთვის“ საჭირო სადიაგნოსტიკო ნაკრები და რეაქტივები უნდა მიაწოდოს.

 

8 აპრილს, პირდაპირი შესყიდვის გზით, ლაბორატორიული რეაქტივების შესაძენად შპს „ეი-ბი ემ“-თან 200,300 ლარიანი კონტრაქტი გააფორმა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ.

 

2016 წლის აგვისტოში შპს „იე-ბი ემ“-ის დირექტორმა ალექსანდრე ხეთერელმა „ქართულ ოცნებას“ მაქსიმალური თანხა, 60,000 ლარი შესწირა.

 

შპს „ეი-ბი ემ“-ს 2014-2020 წლებში პირდაპირი შესყიდვის წესით ჯამში 8 მლნ ლარის ღირებულების 162 კონტრაქტი გაუფორმდა. ამავე პერიოდში კომპანიას 4 მლნ ლარამდე ღირებულების ელექტრონული ტენდერები აქვს მოგებული, უმეტესობა უკონკურენტოდ.

 

 შპს „ჯეოსტარი“


 7 მაისს თავდაცვის სამინისტრომ პირდაპირი შესყიდვის გზით 110 ათას ლარიანი კონტრაქტი გაუფორმა შპს „ჯეოსტარს“, რომლის ერთ-ერთ მფლობელს - არჩილ მაზიაშვილს 2016 წელს 55,000 ლარი აქვს შეწირული „ქართული ოცნებისთვის”. აღნიშნული კონტრაქტის გაფორმებამდე ამ კომპანიას 29 ათას ლარამდე საერთო ღირებულების პირდაპირი კონტრაქტები ჰქონდა მიღებული. კომპანიას ელექტრონული ტენდერი (78,000 ლარის ღირებულების) ერთხელ, 2018 წელს აქვს მოგებული.

 

შემომწირველის მონაწილეობის გარდა, ეს შემთხვევა იმითაც არის საინტერესო, რომ სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში აღნიშნული კონტრაქტი (CMR200066091) აღარ იძებნება.კონტრაქტი წვერის საპარსი მოწყობილობების შესყიდვას უკავშირდებოდა.


ვრცლად იხილეთ ბმულზე 




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up