საქართველოში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. რის შემდეგაც ქვეყანაში დაინფიცირებულთა რაოდენობა 38-მდე გაიზარდა, ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
კარანტინის რეჟიმში ქვეყნის მასშტაბით 1130 ადამიანი იმყოფება, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ კი 81 ადამიანი რჩება.