კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, 16 ოქტომბრიდან ლონდონში შეზღუდვები გამკაცრდება.
დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივნის, მეტ ჰენკოკის განცხადებით, 16 ოქტომბერს ადგილობრივი დროით 23:00 საათიდან ლონდონსა და ესექსის საგრაფოს განგაშის მაღალ დონეზე გადაიყვანენ.
„მივმართავ მათ, ვინც ჩვენს დედაქალაქში მუშაობს. მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რაც ერთხელ უკვე გააკეთეთ, თუმცა ახალ კიდევ ერთხელ უნდა შევაჩეროთ ვირუსი“, - განაცხადა ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანმა.
თავის მხრივ, ლონდონის მერმა, სადიკ ხანმა ლონდონელები გააფრთხილა, რომ წინ რთული ზამთარი ელოდებათ.
აღსანიშნავია, რომ ლონდონის 11 უბანში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 100 ათასს მოსახლეზე 100 შემთხვევას აღემატება.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 654 644 შემთხვევა გამოვლინდა, 43 155 ადამიანი კი გარდაიცვალა.
imedinews.ge