ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის და წამლების შესაქმენლად გლობალური კაპმანიის ფარგლებში უკვე 9.5 მილიარდ ევროზე მეტი შეგროვდა. ამის შესახებ Deutsce Welle ევროკომისიის თავმჯდომარე, ურსულა ფონ დერ ლაიენზე დაყრდნობით წერს.
„არაჩვეულებრივი შედეგია, მარათონის „გლობალური პასუხი“ პირველ მსხვილ ეტაპს მივაღწიეთ, რომელსაც ევროკომისია ხელმძღვანელობს“, - დაწერა მან Twitter-ზე.
ჯერ კიდევ 4 მაისს, ფონ დერ ლაიენმა დონორთა საერთაშორისო ონლიან-კონფერენცია გამართა. აშშ-მა ღონისძიებაში მონაწილეობაზე უარი თქვა. პირველ ეტაპზე 7.4 მილიარდი ევრო შეგროვდა. ამ ინიციატივის მიზეზი - გლობალურ დონეზე ვაქცინების და წამლების შესაქმენლად კვლევების კოორდინაციაა. პრეპარატების შექმნისთანავე ისინი ყველა სახელმწიფოსთვის იქნება ხელმისაწვდომი, მათ შორის ყველაზე ღარიბებისთვის.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
Imedinews.ge