კორონავირუსის საწინააღმდეგო ახალი ულტრაიისფერი ნიღბები მალე საქართველოსაც ექნება - თამაზ მჭედლიძე

კორონავირუსის საწინააღმდეგო ახალი ულტრაიისფერი ნიღბები მალე საქართველოსაც ექნება - თამაზ მჭედლიძე

access_time2020-11-11 13:30:48

კურორტ „ბიოლის“ დამფუძნებელი თამაზ მჭედლიძე ახალი ტიპის ულტრაიისფერი ნიღბების წარმოებას უკვე ჩინეთში იწყებს. პირველადი წარმოების ნიღბები , რომლის შესახებაც ცოტა ხნის წინ ბიზნესმენმა „კომერსანტთან“ ისაუბრა, ახლა მხოლოდ უკრაინაში იყიდება, თუმცა პროდუქციის განახლებული და მოდერნიზებული ვარიაცია მალე საქართველოსაც ექნება.

 


ულტრაიისფერი ნიღბების წარმოება ველნეს კურორტ „ბიოლის“ დამფუძნებელმა თამაზ მჭედლიძემ რამდენიმე თვის წინ დაიწყო. როგორც მან „კომერსანტს“ განუცხადა, კორონავირუსის საწინააღმდეგო ულტრაიისფერი მრავალჯერადი ნიღბების წარმოება უკრაინაში დაიწყო და ქართველ მომხმარებელზეც იყო გათვლილი, თუმცა როგორც ბოლო ინტერვიუში ბიზნესმენი აღნიშნავს, საქართველოში მისი შემოტანა ვერ მოხერხდა და ამჟამად უკრაინაში იყიდება.

 

მანვე განმარტა, რომ ამჟამად ახალი ტიპის, გაუმჯობესებული მრავალჯერადი ნიღბების წარმოებას ჩინეთში იწყებს პარტნიორებთან ერთად, რომლის შემოტანა საქართველოშიც იქნება შესაძლებელი და მისი ფასი 40 დოლარამდე განისაზღვრება.

 

ულტრაიისფერი ნიღბების წარმოება ჩვენ დავიწყეთ უკრაინაში იმიტომ, რომ ყველაზე მარტივად მივიღეთ  ნებართვა, თუმცა გამოჩნდა პრობლემა და იყიდება მხოლოდ უკრაინაში, საქართველოში წამოღება კი ვერ მოხერხდა.  


ხლა უფრო დავხვეწეთ ჩვენი პროდუქტი და თანამედროვე ნიღბების წარმოებას ვიწყებთ. მგონი წავიღებთ ჩინეთში და იქ დავიწყებთ წარმოებას, რომ პრობლემა არ იყოს საქართველოში წამოღების .  იქიდან კი მთელ მსოფლიოში შეგვეძლება ნიღბების გატანა.

ნიღბების ფასი იქნება 40 დოლარამდე და მისი განსაკუთრებულობა იმაშია, რომ აქვს  ნტილიატორი, რომელიც გეხმარება სუნთქვაში და ყველაფრისგან დაცული ხარ.

40 დოლარიანი ნიღბები დიდი ისკის მქონე ადგილებისთვის არის გათვლილი.

ხლა პროცესში ვართ, ასევე გვინდა დინამიკის  ჩაყენება, რომ საუბრისას ხმა კარგად ისმოდეს და მაქსიმალურად მორგებული იქნება არსებულ გამოწვევებს.

უკრაინაში რასაც ვყიდით, დიდებია ,  ელემენტებზეა და ცოტა მძიმეა. იმას ყიდულობს ის ხალხი ვინც მოგზაურობს,“ - ამბობს თამაზ მჭედლიძე.

 

ნიღბების პირვანდელ ვერსიას, საჰაერო ლაბირინთი აქვს, სადაც ულტრაიისფერი სხივებია, თუ ადამიანი კორონავირუსს შეისუნთქავს, ნათება მის სტრუქტურას დაარღვევს და ვირუსი უარყოფითად ვეღარ იმოქმედებს ორგანიზმზე. ნიღაბი მრავალჯერადია და მისი მუშაობის დროთ  10 000 საათია განსაზღვრული. მისივე განმარტებით, პროექტში დაახლოებით 100 ათასობით დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. ოფიციალურ მწარმოებლად კი ქართული მხარის დაკვეთით, უკრაინული ქარხანა ითვლება.

 

შეგახსენებთ, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა თამაზ მჭედლიძემ შპს „მედგრუპ ჯორჯიას“ კუთვნილი სამედიცინო ველნეს კურორტ ბიოლის მშენებლობა კოჯორში 2013 წელს დაიწყო. კურორტს ხარისხიანი და ნატურალური კვების პროდუქტებით საკუთარი ფერმა და სათბური  უზრუნველყოფს.

თამაზ მჭედლიძე  რუსეთში კლინიკების ქსელი „მედის“  მფლობელიცააა.


მარიამ მორგოშია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up