რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის თქმით, კორონავირუსის საფრთხის გავრცელების გამო, კრემლში სპეციალურ ზომებს იღებენ.
კერძოდ, როგორც „რია ნოვოსტის“ კორესპონდენტი იუწყება, სახელმწიფო საბჭოს პრეზიდიუმის და მეცნიერებისა და განათლების პრეზიდენტის საბჭოს ერთობლივი გაფართოებული სხდომის დაწყებამდე, დამწრეებს სიცხე სპეციალური სენსორებით გაუზომეს.
სიცხე გაუზომეს ჟურნალისტებსაც, რომლებიც ადგილზე მივიდნენ. როგორც ცნობილია, სხდომას დღეს ვლადიმერ პუტინიც ესწრება.
ipn.ge