კორონავირუსის ქრონიკები  - გერმანია იტალიის გზით მიდის

კორონავირუსის ქრონიკები - გერმანია იტალიის გზით მიდის

access_time2020-03-17 19:30:49

დღეს ცხოვრება იტალიაში ფანტასტიკურ ფილმს მოგვაგონებს, თუმცა, გერმანია უკვე ახლოსაა იტალიაში არსებულ სიტუაციასთან - თუ არ იქნება მიღებული გადაუდებელი ზომები,  გერმანია იტალიის ბედს გაიზიარებს.

 

წარმოვიდგინოთ, რომ ანგელა მერკელი მიმართავს ქვეყნის მოსახლეობას, და აცხადებს  - ამოქმედდა პროგრამა „გერმანია რჩება სახლში“, რომელიც პირველ ეტაპზე იმოქმედებს 2 კვირის მანძილზე.  ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე წყდება სკოლების და უნივერსიტეტების მუშაობა, გადაიდება ყველა სხდომა, კონფერენცია, კონგრესი, თუ ოფიციალური შეხვედრა.

 

ასევე იკეტება ბიბლიოთეკები და არქივები, ჩერდება კულტურული ცხოვრება, არ იმუშავებს არც ერთი მუზეუმი, გამოფენა. შეწყდა წარმოდგენები თეატრებში და ოპერაში, დაიხურა კინოთეატრები და გადაიდება კონცერტები.

 

ეს არაა ყველაფერი - ასევე დაიხურა რესტორნები, ბარები, კლუბები. ქვეყანაში აიკრძალა ღვთისმსახურება, ქორწილები და სამგლოვიარო ცერემონიები. გაუქმდა ყველა სპორტული ღონისძიება, დაიხურა სპორტული დარბაზები და აუზები.

 

ყველა მაღაზია გერმანიაში იკეტება, მუშაობის უფლება აქვთ მხოლოდ სასურსათო მაღაზიებს და აფთიაქებს.

 

მთავრობის გადაწყვეტილებით ასევე ცხადდება კომენდანტის საათი  - გარკვეული დროის შემდეგ მოქალაქეებს ეკრძალებათ გარეთ გასვლა, ასევე მათ მოუწევთ უარის თქმა დღესასწაულების აღნიშვნაზე და მეგობრულ წვეულებებზე.

 

ბინების დატოვება მხოლოდ გარკვეულ შემთხვევებში ნებადართული - ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ან პროდუქტების ყიდვისთვის. სახლიდან გასვლისას,  მოქალაქეებმა უნდა დაიცვან ერთმანეთთან მინიმალური დისტანცია - 1,5 მეტრი, ასევე აკრძალულია ქუჩაში ერთად დგომა.

 

მეტიც, უნებართვოდ მოგზაურობა ქვეყნის ტერიტორიაზე ისჯება პატიმრობით.

 

არაფერი მსგავსი ჯერ გერმანიაში არავის სმენია, და ასეთი მკაცრი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ის სავარაუდოდ არ იქნებოდა მხარდაჭერილი მოსახლეობის 90%-ის მიერ.


 

კიდევ უფრო ნაკლებად მოსალოდნელია, რომ გერმანელები მორჩილად შეასრულებენ ყველა ამ მითითებას: დახურავენ ყველა მაღაზიას, დარჩებიან სახლებში და მშვიდად შეეგუებიან მათი კონსტიტუციური უფლებების ასეთი უხეშ ხელყოფას.

 

თუმცა, იტალიაში ეს რეალობაა. 3 კვირის მანძილზე ქვეყნის ხელისუფლებამ დააწესა დასავლური დემოკრატიებისთვის უპრეცედენტო შეზღუდვები  - კათოლიკურ იტალიაში ღვთისმსახურება არ იყო აკრძალული და წმინდა პეტრეს ტაძარი არ დახურულა შუა საუკუნეებში შავი ჭირის დროსაც კი.

 

დღეს ევროპა ყურადღებით უნდა დაუკვირდეს იტალიელების ქმედებებს, და სათანადოდ შეაფასოს მათ მიერ გამოვლენილი თვითორგანიზების და ბოლო წუთში მასშტაბური კრიზისის თავიდან აცილების უნარი.

 

ბოლო დღეებში იტალიაში დაფიქსირდა კორონავირუსით დაავადებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობის მკვეთრი ზრდა. ჯანდაცვის სისტემა აღმოჩნდა კოლაფსის საფრთხის წინაშე.

 

თუ მაღალგანვითარებული ლომბარდიის მოწინავე კლინიკებში შეინიშნება ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში საწოლი ადგილების დეფიციტი, მაშინ რისი თქმა შეიძლება იტალიის სხვა, შედარებით ღარიბ რეგიონებზე, და ასევე ევროპის დიდ ნაწილზე?

 

სწორედ გადაადგილების აკრძალვა აფერხებს დაავადების სწრაფ გავრცელებას, და აძლევს საავადმყოფოებს პაციენტების სრულფასოვანი მკურნალობის შესაძლებლობას.

 

თუმცა, არავინ იფიქროს, რომ გერმანია ძალიან შორსა ამ საშინელი რეალობისგან - გერმანიაში დღეს იმდენივე დაავადებულია, რამდენიც იყო იტალიაში სულ რაღაც 10 დღის წინ.

 

გერმანია ჩამორჩება იტალიას მხოლოდ 10 დღით, და არ არსებობს არავითარი წინაპირობა იმისა, რომ გერმანიაში ვირუსი გავრცელდება უფრო დაბალი ტემპებით, ვიდრე იტალიაში.

 

წესით, გერმანელები კარგად უნდა დააკვირდნენ რა ხდება მათ სამხრეთით, და გააკეთონ შესაბამისი დასკვნები.

 

თუმცა, ამის ნიშნები ჯერ არ ჩანს - მეტიც, დღეს გერმანელები გულიანად დასცინიან იტალიელების საორგანიზაციო კულტურას და ეს მაშინ, როდესაც საჭიროა სწრაფი მოქმედებები იმისთვის, რომ გაკეთდეს ის, რაც ვერ გააკეთა იტალიამ ეპიდემიის დასაწყისში.

 

თანაც, არ დაგვავიწყდეს, რომ იმ დროს იტალიელებს არ ჰქონდა არანაირი მაგალითი, რომლის გამოყენებაც შესაძლებელი იყო ვირუსთან ბრძოლის სტრატეგიის დამუშავების პროცესში.

 

 

წყარო : ipg-journal.de

 

თენგიზ აბლოთია

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up