კორონავირუსის პირობებში აეროპორტებისა და საჰაერო ტრანსპორტისთვის განახლებული რეკომენდაციები გამოქვეყნდა

კორონავირუსის პირობებში აეროპორტებისა და საჰაერო ტრანსპორტისთვის განახლებული რეკომენდაციები გამოქვეყნდა

access_time2020-07-05 13:30:24

საჰაერო ხომალდიდან ჩამოსვლისას მგზავრებს სიცხეს გაუზომავენ, ამის შესახებ აღნიშნულია მოთხოვნებში, რომელიც მოფრენის შემდეგ ტერმინალთან უნდა გაითვალისწინონ. შესაბამისი, განახლებული რეკომენდაციები ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„იმ შემთხვევაში თუ მგზავრს დაუფიქსირდა სიცხე, მისი მომსახურება/ გადაყვანა განახორციელეთ არსებული პროტოკოლის დაცვით; მგზავრებს შორის უზრუნველყავით უსაფრთხო დისტანციის (არანაკლებ 1.5 მეტრი) დაცვა.

განსაკუთრებით, თერმული სკრინინგის, საზღვრის კვეთის და ბარგის მიღების პროცესში; მგზავრების ყოფნა დასაშვებია მხოლოდ ნიღბით; მომსახურე პერსონალი აღჭურვეთ ინდივიდუალური დამცავი საშუალებებით (პირბადე, ხელთათმანი, საჭიროების შემთხვევაში სათვალე/დამცავი ფარი); ეკიპაჟის წევრებისთვის, შშმ პირებისთვის და ბავშვიანი მგზავრებისთვის უზრუნველყავით ცალკე კორიდორი; ტერმინალში უზრუნველყავით მგზავრებისა და მომსახურე პერსონალის დაშვება მხოლოდ ნიღბებით (გამონაკლისი შეიძლება იყოს 6 წლამდე ბავშვი).

ავტოსატრანსპორტო საშუალებების მომზადება: უზრუნველყავით ეკიპაჟების სწავლება პანდემიის დროს მგზავრების მომსახურების უსაფრთხო პროცედურებთან დაკავშირებით; მოაწყვეთ დროებითი დამცავი გამჭვირვალე ბარიერი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის კაბინასთან;

მძღოლები აღჭურვეთ ნიღბებით, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ხელთათმანებით; გააფრთხილეთ მგზავრები, დახურულ სივრცეებში ატარონ ნიღაბი; რეგულარულად დაასუფთავეთ მძღოლის კაბინა და ავტობუსის სამგზავრო სალონი სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით, ყოველდღიურად, დღეში რამდენჯერმე ყოველი რეისის მომსახურების შემდეგ);

დასუფთავებისას, განსაკუთრებული ყურადღებით დაამუშავეთ კარის შიდა და გარე სახელურები,
საჭე და სასიგნალო მოწყობილობების დაფა; სატრანსპორტო საშუალების სალონის დასუფთავებისას დაამუშავეთ სავარძლების თავის საყრდენი მოწყობილობა და სავარძლების სამკლაური (ხელის დასასვენებელი ადგილი);


რეგულარულად გაანიავეთ სამგზავრო სალონი; ყოველი მარშუტის დასრულების შემდეგ განახორციელეთ ავტობუსების სველი წესით დასუფთავება/დეზინფიცირება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის № 01-123/ო ბრძანების ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციისა და მართვის უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ N6 დანართის შესაბამისად.

აეროპორტების მომზადება: ზემოაღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით საქართველოს საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორებმა უნდა უზრუნველყონ: ტერმინალში მგზავრთა მომსახურების სივრცეების მარკირება, აგრეთვე, მოსასვენებელი სავარძლების ნაწილის ანულირება სათანადო დისტანციის დაცვის მიზნით;

მგზავრთა თერმული სკრინინგი გამგზავრებამდე (სიცხის გაზომვა); პერსონალის უზრუნველყოფა ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით; სივრცეების რეგულარული დასუფთავება სველი წესითა და სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით; ხელის ანტისეპტიკური საშუალებების- სანიტაიზერების ხელმისაწვდომობა;

მგზავრთა რიგების მართვა სათანადო დისტანციის დაცვის მიზნით; ავტობუსების დასუფთავება/დეზინფექცია; მგზავრების ინფორმირება მოქმედი ნორმების თაობაზე (ნიღბების ტარება, დისტანციის დაცვა, ჰიგიენის წესების დაცვა და ა.შ) ვიდეო/აუდიო ტექნიკის გამოყენებით;

COVID-19-ის ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების შესახებ ბანერებისა და
თვალსაჩინოებების განთავსება ტერმინალში;

სივრცეების სველი წესით დასუფთავება/დეზინფიცირება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციისადმი (COVID-19) ექსპოზირებული არასამედიცინო ობიექტების დასუფთავების დროებითი რეკომენდაციების შესაბამისად.


Imedinews




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up