კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული უარყოფითი გავლენის შერბილებისა და ქვეყნის ეკონომიკის წახალისების მიზნით, ეროვნულმა ბანკმა დროებითი საზედამხედველო გეგმა შეიმუშავა

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული უარყოფითი გავლენის შერბილებისა და ქვეყნის ეკონომიკის წახალისების მიზნით, ეროვნულმა ბანკმა დროებითი საზედამხედველო გეგმა შეიმუშავა

access_time2020-04-01 20:20:08

კორონავირუსის (COVID-19) პანდემიით გამოწვეული უარყოფითი გავლენის შერბილებისა და ქვეყნის ეკონომიკის წახალისების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა დროებითი საზედამხედველო გეგმა, რომელიც სრულ თანხვედრაშია საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ევროპის ცენტრალური ბანკის და სხვა წამყვანი ფინანსური ორგანიზაციების რეკომენდაციებთან. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.



„აღსანიშნავია, რომ ქვეყნის საბანკო სექტორი ჯანსაღია და მას გააჩნია კაპიტალისა და ლიკვიდობის საკმარისი ბუფერები, რომლებიც ეროვნული ბანკის თანმიმდევრული საზედამხედველო პოლიტიკის შედეგად თანდათანობით გროვდებოდა. ასევე, უმოქმედო სესხების მოცულობა მთლიან პორტფელში დაბალია და ბოლო წლებში საბანკო სექტორი სტაბილური მომგებიანობით გამოირჩეოდა. მნიშვნელოვანია, რომ ეროვნული ბანკის და მთავრობის პოლიტიკის შედეგად შემცირებულია ფიზიკური პირების უცხოური ვალუტის სესხების დოლარიზაცია, რაც ამცირებს ჩვენი მოსახლეობის მოწყვლადობას კურსის მერყეობისადმი. ხოლო პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩოს დანერგვის შედეგად, დღევანდელ გამოწვევებს მოქალაქეები ნაკლები და უფრო ადეკვატური ვალით ხვდებიან.



ეროვნული ბანკის სამოქმედო გეგმა გულისხმობს საბანკო სექტორის კაპიტალის და ლიკვიდობის ბუფერების გამოყენებას ფინანსური სტრესის პერიოდში. ეს ნიშნავს არსებული კაპიტალისა და ლიკვიდობის მოთხოვნების შემცირებას, რაც საბანკო სექტორს საშუალებს მისცემს ამ ბუფერების მეშვეობით პოტენციური ზარალები გაანეიტრალოს და განაგრძოს ნორმალური ბიზნეს საქმიანობა და რეალური ეკონომიკის დაკრედიტება.




საზედამხედველო გეგმის თანახმად, კომერციულ ბანკებს შეუმსუბუქდება კაპიტალის მოთხოვნები, რაც გულისხმობს კაპიტალის კონსერვაციის ბუფერისა (რისკის მიხედვით შეწონილი აქტივების 2,5%-ის ოდენობით) და პილარ 2-ის ბუფერის ნაწილის (არაჰეჯირებული საკრედიტო რისკის ბუფერის 2/3) გაუქმებას. აღნიშნული საბანკო სექტორს 1,6 მილიარდი ლარის ოდენობის კაპიტალს გამოუთავისუფლებს, რაც შეიძლება მიმართული იქნას პოტენციური ზარალების გასანეიტრალებლად ან ეკონომიკის 16 მილიარდი ლარით დასაკრედიტებლად. ჯამურად, საბანკო სექტორს მინიმალური მოთხოვნების ზევით 4 მილიარდი ლარის კაპიტალის ბუფერი გააჩნია, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება სრულად გამოთავისუფლდეს. ეროვნული ბანკის მიერ კაპიტალის მოთხოვნების შემსუბუქება ბანკებმა არ უნდა გამოიყენონ დივიდენდის, აქციების გამოსყიდვის, წილობრივი ინვესტიციების, მენეჯმენტის ბონუსების ზრდის ან სხვა ისეთი გადახდების განსახორციელებლად, რომელიც ბანკის კაპიტალს შეამცირებს.



ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე სექტორში არ დგას ლიკვიდობის პრობლემა, ეროვნული ბანკი სრულ მზადყოფნაშია ეკონომიკას საჭირო მოცულობის ლიკვიდობის რესურსი მიაწოდოს. ამ მიზნის მისაღწევად ეროვნულ ბანკს აქვს ადექვატური მოცულობის უცხოური ვალუტის რეზერვები, რომელსაც ასევე დაემატება ახლო პერიოდში მოსალოდნელი სავალუტო შემოდინებები საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან. ხოლო ეროვნული ვალუტის მიწოდება მოხდება საჭიროების შესაბამისად იმ ფორმით და ოდენობით, რასაც ეკონომიკა მოითხოვს.



აღსანიშნავია ასევე, რომ კომერციული ბანკების მიერ ე.წ. სესხების დაფარვის საშეღავათო პერიოდის შეთავაზებულ აქციებთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მნიშვნელოვნად შეარბილა საზედამხედველო მოთხოვნები, რათა მოქალაქეებისათვის ვალდებულებათა გადავადების პროცესში ბანკებს მაქსიმალური მოქნილობა ჰქონოდათ.



ეროვნული ბანკი აკვირდება მიმდინარე მოვლენებს, მუდმივ კომუნიკაციაშია საფინანსო სექტორთან და თუკი ვირუსის შედეგად შემცირებული ეკონომიკური აქტივობისა და სირთულეების გამო, უმოქმედო სესხების წილი და საკრედიტო დანაკარგები მოსალოდნელზე მეტად გაიზრდება, ეროვნული ბანკი აამოქმედებს მის ხელთ არსებულ სხვა ინსტრუმენტებს და მიიღებს დამატებით გადამჭრელ ზომებს ფინანსური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად“ – ნათქვამია ინფორმაციაში.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up