მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის მეორე ტალღა დაიწყო-აზერბაიჯანული მედია

მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის მეორე ტალღა დაიწყო-აზერბაიჯანული მედია

access_time2020-06-25 20:00:08

ზაფხულში კორონავირუსის პანდემიის შესუსტების ნაცვლად ინფექცია არ ნებდება და უფრო  ძლიერდება , ამის  შესახებ  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მას  შემდეგ  განაცხადა , რაც  გასულ კვირას დაავადებულთა რაოდენობა დღე-ღამეში რეკორდულად 183 000 - ით  გაიზარდა. ჯამში პანდემიით დაღუპულთა რაოდენობამ  473 000-ს, დაავადებულთა რაოდენობამ კი  9 მლნ-ს გადააჭარბა.


 ამ ეტაპზე ვირუსის გავრცელების ძირითადმა  ეპიცენტრმა  ევროპიდან შტატებში გადაინაცვლა, ასევე ყველაზე  მძიმე სიტუაციაა ინდოეთში და ბრაზილიაში,სადაც დღე-ღამეში საშუალოდ 45-50 000 ადამიანი ინფიცირდება. აშშ-ში ვირუსის  გავრცელების  ეპიცენტრმა ნიუ-იორკიდან  კალიფორნიაში გადაინაცვლა, სადაც დღე-ღამეში ინფიცირებულთა რაოდენობა საშუალოდ 4000-ით იზრდება.


 მთლიანობაში ინფიცირების შემთხვევების ზრდა  23 შტატში ფიქსირდება,  10 შტატში ვითარება უცვლელია, 17-ში კი ვირუსი უკან იხევს.  შეზღუდვების მოხსნის შემდეგ დონალდ ტრამპი სრულფასოვანი წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებას, მოსახლეობა კი  მაქსიმალურ გახსნას ცდილობს, თუმცა ეპიდემიოლოგების აზრით, შეზღუდვების მოხსნა საშიშია, რადგან  ეპიდემია ჯერ არ დასრულებულა.


 შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ინფექციის გავრცელების მექანიზმი ძირითადად ერთნაირია.ვირუსით ჯერ ახალგაზრდები ინფიცირდებიან, დაავადება ან უსიპმტომოდ ან მსუბუქ ფორმაში მიმდინარეობს, მათგან ინფექცია ასაკოვან ადამიანებზე გადადის, რაც სწრაფი სამედიცინო ჩარევის გარეშე ლეტალური შედეგის მომტანია.


 ბრაზილიაში კოროვირუსით დაავადებულთა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ აგვისტოში სავარაუდოდ ეპიდემიით ყველაზე დაზარალებული სწორედ ეს ქვეყანა გახდება.



 გერმანიაში კორონავირუსის მძლავრი აფეთქება, ჩრდილოეთ რეინ-ვესტფალიაში, ერთ-ერთ ხორცგადამამუშავებელ  ქარხანაში მოხდა , სადაც 1331 დაავადებული გამოვლინდა. საწარმო დაიხურა და  თანამშრომლები კარანტინში გადაიყვანეს.ეს ეპიზოდი იმაზე მიუთითებს, რომ  მოდუნების დრო ჯერ ევროპაშიც არ დამდგარა.


 ჩინეთმა ეპიდემიის შეჩერება თითქოს მოახერხა, თუმცა, პეკინის ერთ-ერთ საბითუმო ბაზარში 11-21 ივნისს ინფიცირების  236 შემთხვევა დაფიქსირდა. ხელისუფლებამ, ამ აფეთქების ლოკალიზება შეძლო, თუმცა ეს  შემთხვევაც სიტუაციის არასტაბილურობაზე მეტყველებს.


 სულ რაღაც 2 კვირის წინ ახალმა ზელანდიამ​​ ეპიდემიის დასრულების შესახებ განაცხადა, მაგრამ სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა  და დაავადება ქვეყანაში ორი ბრიტანელის საშუალებით დაბრუნდა, რის  შედეგადაც ინფიცირებულთა  რაოდენობამ ათეულებს მიაღწია.


მეორე ტალღის შესახებ სამხრეთ კორეამაც განაცხადა, თუმცა, კორეული ციფრები სხვა ქვეყნებთან  შედარებით საგრძნობლად დაბალია.ბოლო სამი დღის მანძილზე  ინფიცირებულთა რაოდენობამ 150-ს მიაღწია, რაც მასობრივი ტესტირების პირობებში მშვენიერი მაჩვენებელია, თუმცა, კორეელები დამშვიდებას ჯერ არ ჩქარობენ. შედარებისთვის, ბრიტანეთში ოპტიმიზმის მიზეზი კორონავირუსგან დღე-ღამეში მხოლოდ 15 ადამიანის გარდაცვალება გახდა, რაც მარტის დასაწყისიდან ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ამავე დროს დაინფიცირების დღიური მაჩვენებელი ბრიტანეთში საშუალოდ 900-ია.


სამხრეთ კორეაში ეპიდემიის პიკმა, როდესაც დღეში 800 ადამიანი ავადდებოდა, ჯერ კიდევ მარტში ჩაირა.


ალბათ უკვე ყველა შეეგუა იმას, რომ ზაფხულში შვებულებების სეზონი შეგვიძლია დავივიწყოთ, თუმცა, ამავე დროს იზრდება იმის გაცნობიერებაც, რომ მკვეთრი გაუმჯობესება არც შემოდგომა-ზამთრის სეზონზეა მოსალოდნელი.


წყარო:Haqqin.az

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up