„კორონავირუსის პანდემიის გამო კაფე „ინტელიგენციამ“ ახალი ობიექტს გახსნა გაურკვეველი ვადით გადადო“, - ამის შესახებ „კომერსანტს“ კაფის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დავით ჯეირნაშვილმა განუცხადა. ბიზნესმენი კუს ტბის შემდეგ ახალი ობიექტის გახსნას თავშეყრისა და დასვენების კიდევ ერთ-ერთ პოპულარულ ადგილზე ლისის ტბაზე გეგმავდა.
„დღესდღეობით ვერაფერს ვგეგმავთ, რადგან ჩვენზე არაფერია დამოკიდებული. კორონავირუსის გავლენა ისევე როგორც მთელ ქვეყანაზე ძალიან ცუდი იყო. შექმნილი მდგომარეობით მგონი მხოლოდ იმ კომპანიებმა ისარგებლეს რომლებიც ხელთათმანებს და პირბადეებს აწარმოებდნენ, დანარჩენები სამწუხაროდ, მნიშვნელოვან ზარალზე გავედით. საბედნიეროდ. თანამშრომლების შენარჩუნება მოვახერხეთ. ახლა როდესაც მუშაობა განვაახლეთ, შემოსავლები შეგვიმცირდა. რეგულაციების გამო ნაკლები მაგიდები გვიდგას და ხარჯი კი გაგვეზარდა, თუმცა, რეგულაციების არსებობა უმნიშვნელოვანესია, საჭიროა ჯარიმების არსებობაც მაგრამ გადასახედია თანხის ოდენობა. როდესაც ყველა ბიზნეს უჭირს, ამხელა ჯარიმის გადახდა რთულია“, - განაცხადა დავით ჯეირნაშვილმა.
თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის ვებ- გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ კაფე „ინტელიგენცია“ ერთ სართულიანი ობიექტის მშენებლობას გეგმავდა, რომლის გადახურვაზე ღია ტერასა უნდა მოწყობილიყო. შეგახსენებთ, რომ „ინტელიგენციამ“ პირველი კაფე კუს ტბაზე 2012 წელს გახსნა.
ბაჩო ადამია