იაპონიის მთავრობამ საქართველოც დაამატა 120-ზე მეტი ქვეყნის ჩამონათვალს, საიდანაც კორონავირუსის პანდემიის გამო იკრძალება იაპონიაში ჩასვლა.გამოცემა Japan Times-ის ინფორმაციით, საქართველოსთან ერთად ნუსხას დაემატა კიდევ 17 ქვეყანა. მათ შორის ალჟირი, კუბა, გვატემალა, კოსტა-რიკა, იამაიკა, ნიკარაგუა, კამერუნი და ერაყი. გაფართოებული სია ძალაში შევა 1 ივლისიდან.
მანამდე იაპონიის მთავრობამ აკრძალა აშშ-დან და ევროკავშირის სახელმწიფოებიდან ჩასვლა.იაპონიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 18 400-ს აჭარბებს. გარდაცვლილია 970-ზე მეტი ადამიანი.
რადიო თავისუფლება