„კორონავირუსის მიუხედავად პასკების რეალიზაცია არ შემცირებულა“

„კორონავირუსის მიუხედავად პასკების რეალიზაცია არ შემცირებულა“

access_time2020-04-16 14:00:36

კორონავირუსისა და მის გამო დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, საკონდიტრო კომპანიებმა აღდგომის პერიოდისთვის პასკების წარმოება აქტიურად  დაიწყეს და მომხმარებელს რამდენიმე სახეობის პასკას  სთავაზობენ.


საგანგებო რეჟიმისა და ლარის კურსის გაუფასურების მიუხედავად, კომპანიებს პასკის ფასი არ გაუზრდიათ.


საკონდიტრო საწარმო „შტოში“  წელსაც აქტიურად ჩაერთო სააღდგომო პროცესში. როგორც კომპანიის  დამფუძნებელი კახაბერ მახარობლიშვილი „კომერსანტთან“  განმარტავს, პასკებზე მოთხოვნა შარშანდელის მსგავასაც წელსაც გაზდილია, თუმცა, ზოგადად საკონდიტროში რეალიზაცია მკვეთრად შემცირდა.

 


„რა რაოდენობითაც იყიდებოდა შარშან, ის რაოდენობა იყიდება წელს. პროდუქცია არც მოგვიმატებია და არც დაგვიკლია. პასკებზე მოთხოვნა მაინც არის. შეიძლება ხალხს ეკრძალება თავშეყრის ადგილებში გასვლა და თუნდაც, საფლავებზე მისვლა, მაგრამ სახლისთვის ყიდულობენ პასკებს.  ამ ეტაპზე ვყიდით ერთი სახეობის პასკას, თუმცა, სხვადასხვა შიგთავსით და ისინი ყველასთვის ხელმისაწვდომია.მოგეხსენებათ, კორონავირუსთან ერთად დიდ პრობლემას წარმოადგენს ლარის კურსიც, რომელიც მკვეთარად გაუფსურებულია, თუმცა, ამ პირობებშიც კი ვახერხებთ და ვინარჩუნებთ პროდუქტის ფასს.რაც შეეხება ზოგადად საკონდიტროს, ვაჭრობა შემცირებულია, რეალიზაცია ოთხჯერ ნაკლებია, ვიდრე გასულ წელს იყო.“-ამბობს კახაბერ მახარობლიშვილი.

 

კომპანია „იფქლი“ მომხმარებლებს რამდენიმე  ზომის პასკას სთავაზობს. კომპანიის  პიარ მენეჯერი მარიამ გოგიშვილი განმარტავს, რომ  მომხმარებელი “იფქლის” ნაწარმს ხელმისაწვდომ ფასად იყიდის. მისივე ინფორმაციით, კომპანიას კორონავირუსისა და ლარის გაუფასურების მიუხედავად ნაწარმის ფასი არ გაუზრდია.

 

„პასკების რეალიზაცია წელს იმდენად უმნიშვნელოდ არის შემცირებული წინა წელთან შედარებით, რომ აღსანიშნადაც არ ღირს. წელსაც თითქმის იმ რაოდენობას  ვაცხობთ, რაც შარშან აღდგომის დროს იყო.

 

ჩვენ გვაქვს კლასიკური, ქიშმიშიანი პასკები, 4 ზომის და ერთი საფირმო პასკა შოკოლადის მინანქრით. რა თქმა უნდა, გავითვალისწინეთ არსებული მდგომარეობა და ცალკეული ინგრედიენტების გაძვირების მიუხედავად არც ერთი სახეობის პასკაზე წელს ფასი არ გაგვიზრდია.  პასკის ფასი ყველასთვის ხელმისაწვდომია, მინი-170გ-1.50 ლარი, პატარა-270გ-2.20 ლარი, საშუალო-450გ-3.70 ლარი, დიდი-650გ-5.00 ლარი, დიდი ყუთით-650გ-6.00 ლარი, საფირმო-700გ-10.00 ლარი. (ფასები მოცემულია იფქლის მაღაზიების მიხედვით. სხვა ქსელებში შესაძლოა სხვა ფასები ჰქონდეს პროდუქტს).“-ამბობს მარიამ გოგიშვილი.


ნათია ლომიძე




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up