„ლარის გაუფასურების მიუხედავად, კვერცხზე ფასი უცვლელი დარჩა“

„ლარის გაუფასურების მიუხედავად, კვერცხზე ფასი უცვლელი დარჩა“

access_time2020-04-16 18:00:04

კორონავირუსის, საგანგებო მდგომარეობისა და კარანტინის მიუხედავად საქართველოში სააღდგომო სამზადისი მაინც მიმდინარეობს.კვერცხი ერთ-ერთი მთავარი პროდუქტია.. „კომერსანტი“ დაინტერესდა, წინასააღდგომოდ და გაუფასურებული ლარის პირობებში, როგორია აღნიშნული პროდუქტის ფასი  და რა მოლოდინები აქვთ მწარმოებელ კომპანიებს.  

 

„ბიუ-ბიუ“-ს  დამფუძნებელი რევაზ ვაშაკიძე „კომერსანტთან“ საუბრობს, რომ ლარის გაუფასურებისა და ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, მათ პროდუქციაზე, მოთხოვნა დიდია და კომპანიას სარეალიზაციაო ფასი არ გაუზრდია. „როგორც შარშან, ისეთი მოთხოვნაა წელს კვერცხზე და ქათამზეც. რადგან მარხვა სრულდება და ისეთი საკვები, რომელიც ამ პერიოდში არ დაიშვებოდა დასაშვები გახდა. საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, ხალხი სახლში მაინც აღნიშნავს დღესასწაულს. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას დაემატა ლარის გაუფასურებაც, მაგრამ ჩვენი კომპანია მაინც ინარჩუნებს ფასს და პროდუქტიც, როგორც კვერცხი ასევე ქათამი, ხელმისაწვდომია მომხმარებლისთვის.“-ამბობს რევაზ ვაშაკიძე.

 

ანალოგიური მდგომარეობაა  კომპანია „მუხრანის ქათამშიც“, მისი დამფუძნებლის მამუკა ნოზაძის თქმით, ლარის გაუფასურების გამო  გაძვირებული საკვების მიუხედავად, მზა პროდუქტზე ფასი უცვლელი დარჩა.

 


„აღდგომა ახლოვდება და კვერცხზე მოთხოვნა წინა წლების მსგავსადაა. კორონავირუსის გამო საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული ქვეყნის მასშტაბით, ქალაქიდან გასვლა და შემოსვლაც იკრძალება თუმცა, სახლისთვის მაინც იძენენ. გარდა იმისა, რომ სააღდგომოდ ყიდულობენ კვერცხს, საკვებადაც იყენებს ბევრი.  შესაბამისად, პროდუქტზე მოთხოვნა არ შემცირებულა. ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას დაემატა ლარის გაუფასურებაც, გაგვიძვირდა საკვები და პრეპარატებიც,  თუმცა, უშუალოდ არ ასახულა მზა პროდუქტზე და ხელმისაწვდომია ყველასთვის. სამომავლო გეგმა ჯერ არ გვაქვს, რადგან წინასწარ ვერ ვსაზღრვთ, ვერაფერს თუნდაც დოლარის კურსის გამო.“-ამბობს მამუკა ნოზაძე.

 

 რეალიზაციის შემცირებასა და მის გამომწვევ მიზეზებზე საუბრობენ  კომპანია „კოდაში“. კომპანიის ხელმძღვანელი გიორგი ავალიანი, დოლარის კურსის ცვლილების გამო, საკვები დანამატების გაძვირებას და იმპორტის შეფერხებასაც უსვამს ხაზს.

 

„ბაზარზე არის მოთხოვნა, მაგრამ ხალხს უჭირს პროდუქტის შეძენა, იმის გამო, რომ უდიდესი რიგებია მაღაზიებში.დღევანდელ დღემდე მცირდით იყო შემცირებული რეალიზაცია და ხვალ და ზეგ ვნახოთ რა იქნება.  დღეს რა პრობლემის წინაშეც დგას ჩვენი კომპანია არის ის, რომ  დოლარის კურსის გამო მარცვლეული გაგვიძვირდა, ამავდროულად, ცოტა შეფერხებით შემოდის ქვეყანაში ტვირთები, რადგან რუსეთიდან ვმარაგდებით და იქ გაჩერებულია დატვირთვის პროცესი.ამ ეტაპზე მაქსიმალურად  ვცდილობთ ფასი შევინარჩუნოთ კომპანიაში ცვლილებების ხარჯზე, თუმცა, ეს ცვლილება არ ეხებათ თანამშრომლებს, არამედ ხარჯების სტრუქტურა შევცვალეთ, ისიც იმის იმედით, რომ  ლარის კურსი დაიწევს.“-ამბობს გიორგი ავალიანი.



ნათია ლომიძე




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up