“კორონავირუსის მეოთხე ტალღის დასაწყისი” - რატომ არის “დელტა” შტამი განსაკუთრებულად სახიფათო

“კორონავირუსის მეოთხე ტალღის დასაწყისი” - რატომ არის “დელტა” შტამი განსაკუთრებულად სახიფათო

access_time2021-07-27 10:00:32

ექიმები კორონავირუსის გავრცელების კუთხით საგანგაშო მდგომარეობასა და ეპიდემიოლოგიური ვითარების დამძიმებაზე საუბრობენ - ვირუსი “დელტას” შტამის სწრაფად გავრცელების გამო ეპიდმდგომარეობა ყოველდღიურად იცვლება. ეპიდემიოლოგები საზოგადოებას არსებული რეგულაციების მკაცრად დაცვისკენ მოუწოდებენ და ურჩევენ, ჩაერთონ მასობრივი ვაქცინაციის პროცესში.


საქართველოში კორონავირუსით - 1 264 ადამიანი დიანფიცირდა და გარდაიცვალა კიდევ 26 ინფიცირებული პირი. ამასთან, გამოჯანმრთელდა 1 665 პაციენტი. ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა. ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 19375, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 9807, PCR ტესტით - 9568. სულ აცრილია - 404339, დღიურად აცრილია - 1572.


კორონაპანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში COVID-19-ით დაინფიცირდა - 404 023, გარდაიცვალა 5 714 ადამიანი, ხოლო ვირუსი დაამარცხა 374 753 პირმა.


ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა 40-50%-ს „დელტა“ შტამი აქვს.


როგორც გაბუნია განმარტავს, მსგავსი ტენდენცია მსოფლიო მასშტაბითაა და ევროპის ქვეყნებში დელტა შტამი ფაქტობრივად, სხვა ყველა შტამს ანაცვლებს.


„თუ აქამდე ვსაუბრობდით, რომ დელტა შტამი დაახლოებით, 20%-ში ცირკულირებდა, ახლა ეს უკვე იზრდება და სავარაუდოდ, 40-50%-იც კი შესაძლოა იყოს დელტა შტამის გავრცელების მაჩვენებელი. ევროპის ქვეყნებში თითქმის უახლოვდება იმ მდგომარეობას, რომ დელტა შტამი ყველა სხვა შტამს ანაცვლებს, ასე რომ, ტენდენციები ჩვენთანაც მსგავსია“, - განაცხადა გაბუნიამ.



მისივე თქმით, თუ მეცნიერული ანალიზი გვაინტერესებს, ლეტალობის მაჩვენებელი 1,4% გვაქვს, რაც სხვა ქვეყნებთან შედარებით ბევრად უფრო დაბალია და არც გაზრდილა. როგორც მან აღნიშნა, კორონავირუსის შედეგად გაზრდილი ლეტალობის მაჩვენებელი უშუალოდ „დელტას“ შტამის ცირკულირებას არ უკავშირდება.


„აბსოლუტურ ციფრებში 26 ადამიანის გარდაცვალება ყველანაირად ძალიან საყურადღებოა, მაგრამ სტატისტიკური ანალიზის კუთხით რაიმე განსაკუთრებულ ცვლილებას ამ მხრივ ვერ აღვწერთ.


“მეორე არის ის, რამდენად არის კლინიკური მართვის შესაძლებლობა შექმნილი და რაზე მუშაობს კლინიკური ჯგუფი. დღეს კლინიკურ ჯგუფს და კლინიცისტებს შემთხვევების მართვის გამოცდილება ბევრად უკეთესი აქვთ, ვიდრე ეს გვქონდა „მესამე ტალღის“ დროს. ასევე არის ყველა მედიკამენტი ხელმისაწვდომი, რაც შესაძლებელია გამოყენებული იყოს. ინვაზიური, არაინვაზიური აპარატები კლინიკებს აქვთ ყველგან. ასე რომ კლინიკური მართვის შესაძლებლობები მაქსიმალურად არის შექმნილი.


“რას უკავშირდება ყოველდღე ამდენი ადამიანის გარდაცვალება, იქნება ეს 20 თუ 26 შემთხვევა, ეს უკვე ინდივიდუალური შემთხვევების ანალიზს საჭიროებს და ამ მიმართულებითაც მუშაობს კლინიკური ჯგუფი. თუმცა, რომ გითხრათ რაღაცნაირად „დელტას“ შტამმა გამოიწვია მაინც და მაინც გაზრდილი ლეტალობა, რა თქმა უნდა, ამას ვერ დავადასტურებ“, განაცხადა გაბუნიამ.


ექიმ მაკა ბულეიშვილის შეფასებით, გაზრდილმა მიმართვიანობამ კლინიკებში შესაძლოა, ჯანდაცვის სისტემის კოლაფსი გამოიწვიოს.


"დაინფიცირებულთა რიცხვის ასეთი მასიური მატება თუ იქნა შემდეგ დღეებში, როგორც ვხედავთ, დღეში 2000 შემთხვევას გადავცდით, და ეს რაოდენობა კიდევ გაიზრდება, რა თქმა უნდა, ჩვენ შეიძლება დაგვიდგეს ისეთივე მდგომარეობა, როგორიც გვქონდა ოქტომბერ-ნოემბრის თვეში.


“იმატა კლინიკებში მიმართვიანობამ ბავშვებში, მოზრდილებში და, შეიძლება, ჯანდაცვის სისტემას სერიოზული პრობლემები შეექმნეს, თუკი არ დავიცავთ რეკომენდაციებს და არ ჩავერთვებით ვაქცინაციის პროცესში,"-აცხადებს ექიმი.


იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ უფროსების ვაქცინაციით ისინი ვირუსისგან ბავშვებსაც იცავენ.


"სავარაუდოდ, ქვეყანა იმყოფება კორონავირუსის მეოთხე ტალღის დასაწყისში. დელტა ვარიანტის ერთ-ერთი დამახასიათებელი გახლავთ ის, რომ ის არამარტო უფრო სწრაფად ვრცელდება, არამედ უფრო მეტად განაპირობებს ჰოსპიტალიზაციას.


როდესაც ჩვენ ვაქცინაციის მნიშვნელობაზე ვსაუბრობთ, ეს არ არის მხოლოდ უფროსების, მოზრდილების ვაქცინაცია, მათი ვაქცინაციის უკან მათი შვილებისა და შვილიშვილების დაცვა დგას,"- აცხადებს ექიმი.

„რეზონანსი“




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up