კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების გამო უკრაინაში კარანტინის რეჟიმი გამოცხადდა. კარანტინის რეჟიმი 12 მარტიდან 3 აპრილამდე იმოქმედებს.უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამ პერიოდის განმავლობაში შეწყდება სასწავლო პროცესი, მასობრივი აქციების გამართვა, რომელშიც 200-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობს და შეიზღუდება ავიამიმოსვლა სხვადასხვა ქვეყანასთან.
30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
imedinews.ge