უეფას ეგიდით მიმდინარე ტურნირები შესაძლოა შეჩერდეს, თუ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სიტუაცია გაუარესდება. იტალიური გამოცემა Rai Sport-ის ცნობით, ამის შესახებ ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს ვიცე-პრეზიდენტმა მიშელ უვამ განაცხადა.
„ჩვენ მოლოდინის რეჟიმში ვართ. ვაკვირდებით სიტუაციას. ფეხბურთი ქვეყნის კანონმდებლობას უნდა ეწყობოდეს. ვცდილობთ არ შევაჩეროთ ტურნირები, თუმცა თუ სიტუაცია გაუარესდება, მოგვიწევს ტურნირების შეჩერება“, - აცხადებს მიშელ უვა.
იტალიის სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, 1-ელ მარტს დაგეგმილი „იუვენტუსი“-„ინტერის“ მატჩი კორონავირუსის გავრცელების საფთტხის გამო გულშემატკივრების გარეშე გაიმართება.
მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსმა ამ დროისთვის 2 701 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. 80 150 ინფიცირებულიდან გამოჯანმრთელებულია 27 626 ადამიანი.
წყარო: imedinews