უკრაინის ხელისუფლებამ კორონავირუსის ეპიდემიის გამო მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე 24 აპრილამდე საგანგებო სიტუაცია გამოაცხადა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.როგორც პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, საგანგებო სიტუაცია შესაძლოა 24 აპრილის შემდეგაც გახანგრძლივდეს.
ამ დროისთვის უკრაინაში, კორონავირუსი 113 ადამიანს აღმოუჩინეს, მათგან 4 გარდაიცვალა, 1 კი გამოჯანმრთელდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
imedinews,ge