სილამაზის სალონების  ანტიკრიზისული გეგმა -მათი ნაწილი უფასო ონლაინ გაკვეთილების შეთავაზებას გეგმავს

სილამაზის სალონების ანტიკრიზისული გეგმა -მათი ნაწილი უფასო ონლაინ გაკვეთილების შეთავაზებას გეგმავს

access_time2020-03-23 15:30:14

კორონავირუსის გამო რამდენიმე დღეა მუშაობა შეაჩერეს სილამაზის სალონებმაც. როგორც სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, კორონავირუსის გამო მათი სალონები  100%-იან ზარალზე გავიდნენ, რადგან შემოსავალი ყოველდღიურ სამუშაოზეა დამოკიდებული.

 

„კომერსანტი“ სილამაზის სალონების ქსელს „ნატალის“ დაუკავშირდა. როგორც მისმა დამფუძნებელმა ნატალი თოლორაიამ საუბრისას აღნიშნა, მისმა სალონებმა მუშაობა 10-12 დღის წინ შეაჩერეს.  ობიექტის მფლობელი  სალონის ზარალთან ერთად  თანამშრომლების ანაზღაურებაზეც, საუბრობს, რომელიც გამომუშავებით ჰქონდათ და პრობლემის მოგვარების გზებს ეძებს.


 

„ჩვენს სივრცეებში დეზინფექციას მაქსიმალურად ვატარებდით, თუმცა შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ სწორი გადაწყვეტილებაა ის, რომ მსგავსი ტიპის ობიექტები დროებით  დაიხურა. ერთადერთი,რაც მაღელვებს ჩემი თანამშრომლები არიან. ყველა ფილიალში ერთად 100 თანამშრომელი მყავს, როგორც სალონის, ასევე მათი შემოსავალი ყოველდღიურ მუშაობაზეა დამოკიდებული, ახლა კი ისე დავრჩით. მგონია, რომ იზოლაცია საჭირო გადაწყვეტილებაა, ვირუსის პრევენციის მიზნით ეს აუცილებელიცაა,  რათა უფრო სწრაფად დავამარცხოთ კორონავირუსი. ვიაზრებ არსებული მდგომარეობის სიმძაფრეს და ყველანაირად ვეცდები, როგორც კი ამის საშუალება მომეცემა მდგომარეობა გავაუმჯობესო. მანამ კი შევეცდები ჩვენს ერთგულ კლიენტებს  უფასო ონლაინ გაკვეთილები შევთავაზოთ თუ როგორ მოუარონ თავს სახლის პირობებში, რადგან ჩვენთვის ჩვენი კლიენტები ძალიან მნიშვნელოვანია. “-ამბობს ნატალი თოლორაია.

 


ვიდრე საქართველოს მთავრობა საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებდა, მუშაობა  რამდენიმე დღით ადრე  შეწყვიტა ერთ-ერთმა ცნობილმა სტილისტმა დავით გრატიაშვილმაც.  მიუხედავად იმისა,  რომ ის მომხმარებლების დეფიციტს არ განიცდიდა,  კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით მომსახურებაზე უარის თქმა მოუწია.


გამომდინარე იქედან, რომ არ ვიცით სადამდე გაგრძელდება არსებული ვითარება, მანამდე  იქნება სალონი დახურული. რაც შეეხება ზარალს, საკმაოდ დიდია, ვიტყოდი 100%,-იც კი, რადგან სალონში 5 სტილისტია, გვყავს ლაზერის სპეციალისტიც, მასაჟი, სოლარიუმი, წარბის კორექცია, ვაკეთებთ მანიკურს და პედიკურს, ამ ყველაფრით სალონის მოგების წილი თვეში 8-10 000 ლარამდე მერყეობდა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, დიდი ზარალი მიადგება სალონს, თითოეული დასაქმებული ახლა  შემოსავლის გარეშე ვართ.“-ამბობს დავით გრატიაშვილი.

 

100%-იან ზარალზე საუბრობენ სალონ KN BeautyHouse-შიც. სილამაზის სალონმა და მასში შემავალმა  სასწავლო აკადემიამ უკვე რამდენიმე დღეა მუშაობა კორონავირუსის გამო შეაჩერა.   სილამაზის ცენტრის წამომადგენლის თქმით, ფინანსური პრობლემა შეექმნათ თანამშრომლებს, რომლებიც სალონიდან მიღებულ შემოსავალზე იყვნენ დამოკიდებულები.

 

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ყველა დაწესებულებას, გარდა სააფთიაქო ქსელის, სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამათი სადგურებისა და საავადმყოფოებისა, დროებით მუშაობის შეწყვეტისკენ მოუწოდა. 21 მარტს კი ქვეყანაში მთავრობის გადაწყვეტილებით, 1 თვით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. 


ნათია ლომიძე






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up