რუსეთში კორონავირუსის გამო,საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ 22 აპრილს დაგეგმილი რეფერენდუმი გადაიდო

რუსეთში კორონავირუსის გამო,საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ 22 აპრილს დაგეგმილი რეფერენდუმი გადაიდო

access_time2020-03-25 17:46:57

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ახალი კორონავირუსის გამო, საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე 22 აპრილს დაგეგმილი რეფერენდუმის გადადების შესახებ განაცხადა.

პუტინის თქმით, აბსოლუტური პრიორიტეტი ადამიანების ჯანმრთელობაა.

„ჩვენთვის აბსოლუტური პრიორიტეტი არის ადამიანების ჯანმრთელობა, სიცოცხლე და უსაფრთხოება. ამიტომ მიმაჩნია, რომ ხმის მიცემა უნდა გადავადდეს. შევაფასებთ, როგორ განვითარდება სიტუაცია რეგიონებშიც, ზოგადად, ქვეყანაშიც და მხოლოდ პროფესიონალურ მოსაზრებაზე, ექიმების, სპეციალისტების რეკომენდაციებზე დაყრდნობით მივიღებთ გადაწყვეტილებას ხმის მიცემის ახალ თარიღთან დაკავშირებით“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა სატელევიზიო მიმართვისას.

რუსეთის პრეზიდენტმა ასევე ქვეყანაში მომავალი კვირა უქმედ გამოაცხადა. ამასთან, სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტები, მათ შორის სასურსათო მაღაზიები, აფთიაქები, ბანკები მუშაობას გააგრძელებს.


პუტინის თქმით, უქმეები დაავადების გავრცელების სიჩქარეს შეამცირებს.


„ნუ იფიქრებთ, როგორც ჩვენთან ხდება ხოლმე – მე ეს არ შემეხება, ეს შესაძლოა, ყველას შეეხოს და ის, რაც ბევრ უცხოურ ქვეყანაში ხდება, შესაძლოა, ჩვენს ახლო მომავლად იქცეს“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.



მისი თქმით, მსოფლიოში დაავადებულთა რიცხვი კვლავ იზრდება, ასევე მსოფლიო ეკონომიკა დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა.


„ჩვენს საზღვრებთან არიან სახელმწიფოები, რომლებიც ეპიდემიით სერიოზულად არიან დაზარალებული და ჩვენს ქვეყანაში ვირუსის გავრცელების სრულად ბლოკირება ობიექტურად შეუძლებელია“, – განაცხადა რუსეთის ლიდერმა.


რუსეთის პრეზიდენტმა მედიკოსებს მიმართა და თავდაუზოგავი შრომისთვის მადლობა გადაუხადა, მოქალაქეებს კი, ხელისუფლებისა და ექიმების რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდა.


გარდა ამისა, რუსეთის პრეზიდენტმა კორონავირუსის გავრცელების ფონზე მოსახლეობისთვის სხვადასხვა სოციალური შეღავათის შემოღების შესახებ ისაუბრა, რომელთა შორის მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება, უმუშევრობის შემწეობის გაზრდა, ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის კრედიტების გადავადება, კომპანიებისთვის საგადასახადო შეღავათები და სხვა საკითხებია.


რუსეთში, ოფიციალური მონაცემებით, გამოვლენილია ახალი კორონავირუსის 658 შემთხვევა. ბოლო 24 საათის განმავლობაში ინფიცირებულთა რიცხვი 163-ით გაიზარდა, რომელთაგან 120 მოსკოვში არის რეგისტრირებული.



1tv.ge




დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-08-12 21:00:08
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.გაქირავება -11%, გაყიდვა -9% - როდემდე გაგრძელდება შემცირების ტრენდი უძრავი ქონების ბაზარზე ბოლო პერიოდში ქვეყანაში უძრავ ქონებაზე ფასის კლება ფიქსირდება. ტურისტების გარეშე დარჩენილი უძრავი ქონების გამქირავებლები განსაკუთრებით რთულ სიტუაციაში...

„ნიკორა“ ზარალზეა - შეძლებს თუ არა კომპანია მოემსახუროს ობლიგაციონერებს

„ნიკორა“ ზარალზეა - შეძლებს თუ არა კომპანია მოემსახუროს ობლიგაციონერებს
access_time2020-08-12 17:20:01
„ნიკორა ჯგუფი“ ზარალზეა - კომპანიამ, რომლის ბრუნვა წინა წლებში ნახევარ მილიარდს აღემატებოდა, 2019 წელს მოგებაზე გასვლა ვერ შეძლო და წელი 8.2 მლნ ლარის ზარალით დაასრულა. აღსანიშნავია, რომ თიბისი კაპიტალის დახმარებით სს ნიკორამ საჯარო ემისიის სახით 2019 წელს 28 მილიონი ლარის ოდენობის ობლიგაციები განათავსა. ფასიანი ქაღალდები საქართველოს საფონდო ბირჟაზე დაილისტა. როგორც ლარის სხვა საჯარო ობლიგაციები, სს ნიკორას ეს ობლიგაციებიც საქართველოს ეროვნულ ბანკშია დაგირავებადი, რაც ინვესტორ კომერციული...

არჩილ კაიკაციშვილი: „ლიდერფუდის“ საქმეში ექსპერტიზით გამოვლენილი ორი კონვერტის არსებობა სარჩელის ჩაბარების ფაქტს ისევ გამორიცხავს

არჩილ კაიკაციშვილი: „ლიდერფუდის“ საქმეში ექსპერტიზით გამოვლენილი ორი კონვერტის არსებობა სარჩელის ჩაბარების ფაქტს ისევ გამორიცხავს
access_time2020-08-12 14:20:03
დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ახალი დასკვნა, რომელიც „ლიდერფუდის“ საქმეში გამოჩნდა, კიდევ ერთხელ გვიმყარებს რწმენას, რომ ორგანიზაციამ სწორი დასკვნები გააკეთა სარჩელის და მასზედ თანდართული მასალების ჩაბარების საკითხზე და შეუძლებელი, სასამართლომაც სათანადო დასკვნები არ გააკეთოს, იმის თაობაზე, თუ ვინ ვის რა შინაარსის წერილი ჩააბარა 2019 წლის 22 მაისს. ამის შესახებ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა, კომპანია „ლიდერფუდის“ მოქმედი და ყოფილი...

რამ გადააწყვეტინა თამაზ გაიაშვილს პოლიტიკაში წასვლა

რამ გადააწყვეტინა თამაზ გაიაშვილს პოლიტიკაში წასვლა
access_time2020-08-12 18:10:42
„თუ იძულებულს არ ხდიან, პოლიტიკაში მოსვლის სურვილი არცერთ ბიზნესმენს აქვს“ — ამის შესახებ, ბიზნესმენი, „აირზენა - ჯორჯიან ეარვეისის“ დამფუძნებელი - თამაზ გაიაშვილი 2015 წელს „პალიტრა TV-ს“ გადაცემაში ბიზნეს PRESS-ი მიცემული ინტერვიუში აცხადებდა. დღეს პოლიტიკური გაერთიანება ლელოს გუნდს თამაზ გაიაშვილი შეუერთდა, რომელმაც პოლიტიკაში მოსვლა გადაწყვიტა. ბრიფინგზე ის „ლელოს თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ წარადგინა. მამუკა...

თურქეთის გაზის ბაზარზე აზერბაიჯანი რუსეთს ანაცვლებს

თურქეთის გაზის ბაზარზე აზერბაიჯანი რუსეთს ანაცვლებს
access_time2020-08-12 19:00:37
თურქეთის აზერბაიჯანული გაზის შესყიდვების გაზრდას გეგმას - ამის შესახებ ანკარაში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოგლუმ თავის აზერბაიჯანელ კოლეგასთან ჯეიხუნ ბაირამოვთან ერთად ჩატარებულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, აზერბაიჯანი თურქეთში გაზის მიწოდების მხრივ პირველ ადგილზე გავიდა. ანკარა შესყიდვების შემდგომაც გეგმავს ზრდას. „ერთ-ერთი ჩვენი პრიორიტეტია - გაზსადენი ნახჩევანიდან, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიულად...


მსგავსი სიახლეები

up