რომის პაპის ტრადიციული საკვირაო ქადაგება შესაძლოა, ვიდეოფორმატში განხორციელდეს, - ამის შესახებ იტალიური გამოცემა ANSA ვატიკანის წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
როგორც გამოცემა წერს, აღნიშნული ზომა მიზნად ისახავს ხალხმრავლობის არიდებას. მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების ფონზე წმინდა პეტრეს მოედანზე ხალხის რაოდენობა შემცირდა, პაპის საკვირაო ქადაგების დროს დაწესებული კონტროლის გამო, შესაძლოა, რიგები შეიქმნას.
30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
მართალია თუ არა, რომ კორონავირუსმა უხანის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონა? ამ ბმულზე ნახეთ.
Imedinews.ge