„ყველაზე ცუდი  რაც ამ შეზღუდვას მოჰყვება უმუშევრად დარჩენილი ადამიანებია“ -კორონავირუსის გამო რესტორნები დროებით იხურება

„ყველაზე ცუდი რაც ამ შეზღუდვას მოჰყვება უმუშევრად დარჩენილი ადამიანებია“ -კორონავირუსის გამო რესტორნები დროებით იხურება

access_time2020-03-16 15:30:28

კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ  საქართველოში რესტორნებისა და კაფე-ბარების დახურვის საკითხი  დააყენა.დაკეტილი დაწესებულებები,გაუქმებული ჯავშნები, 90%-ით შემცირებული სტუმრები -კორონავირუსმა ქვეყანაში რესტორნებსა და განთავსების   სხვა ობიექტებზე გავლენა  უკვე მოახდინა.


„კომერსანტი“ შეეცადა გაერკვია რა ვითარებაა ქართულ რესტორნებში, ითვალისწინებენ თუ არა კვების ობიექტები  მთავრობის რეკომენდაციებს და ეკონომიკური ეფექტის წინაშე შეიძლება დადგნენ? 


„წისქვილი ჯგუფის“ ივენთ მენეჯერის  სოფო გორდაძის თქმით, 3 დღის წინ  ფილიალების დიდი ნაწილი დროებით დაიხურა, რამდენიმე ფილიალი  კი საგანგებო რეჟიმში მუშაობს, თუმცა დღეს მთავრობის მიერ  გაკეთებული განცხადების შემდეგ, რესტორნების ქსელი შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.


„ის სივრცე, რომელიც მუშაობს, გახსნილია მხოლოდ დღის განმავლობაში, ღამე წყვეტს მუშაობას. თუმცა დღეს გაკეთებული განცხადების შემდეგ, აუცილებლად გავითვალისწინებთ მათ რჩევას.  რაც შეეხება ზარალს, რომელიც კომპანიას ამ პერიოდში მიადგა, ზუსტი  ციფრი არ ვიცით, თუმცა ბოლო რამდენიმე კვირაა 90%-ით შემცირდა სტუმრების რაოდენობა. ეს ყველაფერი ჩვენს ეკონომიკურ მდგომარეობაზე რა თქმა უნდა უარყოფითად აისახა.   მთავრობა სამოქმედო გეგმას გვთავაზობს მცირე ბიზნესს და მგონია, რომ ეს გეგმა დაგვეხმარება რეაბილიტაციის პროცესში.“-ამბობს სოფო გორდაძე.

 


მიუხედავად იმისა,რომ სტუმრების რაოდენობა 90%-ით  რესტორან  „ქართულ სახლსაც“, შეუცირდა, ისინი მუშაობას მაინც განაგრძობენ. თუმცა, როგორც „კომერსანტს“ რესტორნის წარმომადგენელმა გიორგი მაისურაძემ განუცხადა,  ხვალიდან  დაწესებულება საგანგებო რეჟიმზე გადავა.


„ამ ეტაპზე ვმუშაობთ, თუმცა, დიდი ალბათობით ხვალიდან დროებით შევაჩერებთ სამუშაო პროცესს. რა თქმა უნდა  იმ რეკომენდაციებს, რომელსაც შესაბამისი ორგანოები გასცემენ დავემორჩილებით. მიმდინარე მოვლენების გამო შემცირდა სტუმრების რაოდენობა, რაც ჩვენს სამუშაო პროცესზეც აისახა. მიწოდების სერვისს რაც შეეხება,  შეკვეთებს, ისევ ვიღებთ და ისევ იგივე დატვირთვით ვმუშაობთ როგორც ადრე..  თანამშრომლებს  აუნაზღაურდებათ ის ხელფასი, რასაც იღებდნენ, თუმცა, საბონუსე სისტემა დამოკიდებულია ყოველდღიურ მუშაობაზე აქ რა თქმა უნდა შეზღუდვა გვექნება. რაც შეეხება ჩვენს ეკონომიკურ მდგომარეობას, ჩავარდნა გვექნება და ვიმედოვნებთ, მალე დასტაბილურდება მდგომარეობა.“-ამბობს გიორგი მაისურაძე.

 

„დაპაუზებული“ დაწესებულებებისა და საწარმოებისთვის,  პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკის სტიმულირების ღონისძიებების კონკრეტული გეგმა წარადგინა, თუმცა „რესტორატორთა ასოციაციის“ ხელმძღვანელ კოტე გაბრიჩიძეს, საქმოქმედო გეგმა რეალურად არ მიაჩნია.


„სამოქმედო გეგმაზე საუბრობენ, თუმცა მგონია, რომ ვინ როგორ უნდა მოიქცეს ამ სიტუაციაში არც აქვთ და არც იციან. უცხოეთში სახელმწიფო უმუშევრად დარჩენილებს  კომპენსაციას უხდის, ჩვენთან რა იქნება არ ვიცით. რაც შეეხება რესტორნებისა და კაფე-ბარების დროებით დახურვას, ყველაზე ცუდი  რაც ამ შეზღუდვას მოჰყვება უმუშევრად დარჩენილი ადამიანებია,2 კვირას ამბობენ, მაგრამ რეალურად არავინ ვიცით როდემდე გაგრძელდება  არსებული მდგომარეობა“-ამბობს კოტე გაბრიჩიძე.


საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული   გეგმა, ეხება  ეკონომიკის მხარდაჭერის ღონისძიებებს, რომელიც  კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეული ნეგატიური გავლენების შესარბილებლადაა შემუშავებული. 


ნათია ლომიძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up