დღეიდან 20 აპრილის ჩათვლით ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე კორონავირუსის საფრთხის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. როგორც რუსული მედია წერს, შესაბამის ბრძანებას ხელი ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ, ტექსტი კი დე ფაქტო პარლამენტში მისმა წარმომადგენელმა, დიმიტრი შამბამ წაიკითხა.
როგორც შამბამ აღნიშნა, ოკუპირებილი აფხაზეთის ე.წ. საზღვრები არ იხურება. ამასთან, არ იგეგმება კომენდანტის საათის შემოღება.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 81-მდე გაიზარდა. კორონავირუსისგან ჯამში 13 ადამიანი განიკურნა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა.
imedinews.ge