კორონავირუსის გამო მსოფლიოში არსებული  კრიზისის მიუხედავად,  ადგილობრივ ბაზარზე ტექნიკის მაღაზიები შეუფერხებლად მუშაობენ

კორონავირუსის გამო მსოფლიოში არსებული კრიზისის მიუხედავად, ადგილობრივ ბაზარზე ტექნიკის მაღაზიები შეუფერხებლად მუშაობენ

access_time2020-03-11 15:00:51

კორონავირუსის გამო მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანამ წარმოება შეაჩერა.დროებით დაიხურა, როგორც სასწავლო დაწესებულებები ასევე საწარმოები. არსებული მდგომარეობის გამო „კომერსანტი“ დაინტერესდა რა ხდება ადგილობრივ  ბაზარზე, არის თუ არა ტექნიკის მაღაზიებში დეფიციტი ან გარკვეულ პროდუქციაზე ფასის ზრდა.


როგორც „კომერსანტს“ Aray Tomorrow-ს  წარმომადგენელმა დავით სოლოშვიმა განაცხადა, მათი კომპანია ჩვეულ რეჟიმში, შეუფერხებლად მუშაობს და ტექნიკაზე დეფიციტსაც არ ადასტურებს.

 

„ამ ეტაპზე  საზღვრები ჩაკეტილია და არ შემოგვაქვს ტექნიკა, თუმცა, ჯერ არც გვჭირდება რადგან   2-3 თვის მარაგი გვაქვს.  მსოფლიოში და ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის მიუხედავად ფასები არ გაზრდილა. რაც შეეხება სხვა ქვეყნის ბაზარზე გადაწყობას, ველოდებით სამომავლოდ რა როგორ შეიცვლება, თუ კიდევ დიდხანს იყო ჩაკეტილი საზღვარი, მერე ვიფიქრებთ შეცვლაზე. თუმცა, მანამ უნდა დავითვალოთ პროდუქციის  ის ნაშთი, რაც დღეს  გვაქვს და  რა დაგვრჩება 2 თვის შემდეგ.“-ამბობს დავით სოლოშვილი.

 

საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტექნიკის მაღაზიის მარკეტინგის ხელმძღვანელი ეთო მერებაშვილი  გვიდასტურებს, რომ სივრცეში არსებული მაღაზიები შეუფერხებლად მუშაობენ და ტექნიკის დეფიციტი არ აქვთ.

 


„მარაგებზე ვერ დაგელაპარაკებით ჩვენი განაწესიდან გამომდინარე, თუმცა გეტყვით, რომ უპრობლემოდ შეგვიძლია მომხმარებელს მოვემსახუროთ და დისკომფორტი არ შევუქმნათ.  ბევრი სტაბილური პარტნიორი გვყავს,  რომელიც გვამარაგებს და პრობლემა არ გვექმნება. ფასებს რაც შეეხება,ყველას შეუძლია გადაამოწმოს, რომ ჩვენთან არაფერი გაძვირებულა. რაც შეეხება სამომავლო პროგნოზს ვერ გავაკეთებ, თუმცა ვიტყვი, რომ თუ მსოფლიოში ვითარება არ დასტაბილურდა ეს უკვე გლობალური პრობლემაა და მხოლოდ ჩვენი ქვეყანა არ აღმოჩნდება მის წინაშე,“-ამბობს ეთო მერებაშვილი.

 

„კომერსანტის“ კითხვაზე, შეუმცირდათ თუ არა  ტექნიკის მაღაზიებს მომხმარებელი, საქონლის სიმცირის გამო, „სამსუნგში“ გვპასუხობენ, რომ მათ კომპანიას ტექნიკის დეფიციტი არ აქვს და არც ფასზე ასახულა ბაზარზე არსებული რთული მდგომარეობა.


„მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში სხვადასხვა მწარმოებლებმა წარმოება დროებით შეაჩერეს, ჩვენ არ შეგვიჩერებია მუშაობა, რადგან გარკვეული მარაგი გვაქვს და შესაბამისად ძველებურად ვაგრძელებთ მუშაობას.“-აცხადებს „სამსუნგის“ წარმომადგენელი.


შეგახსენებთ, რომ ჩინეთმა კორონავირუსის შესახებ  ინფორმაცია 2020 წლის 21 იანვარს  დაადასტურა და ისიც ცნობილი გახდა, რომ ვირუსი გადამდებია. ჩინეთის შემდეგ ვირუსი, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში გავრცელდა, რამაც საზღვრების ჩაკეტვა და ზოგ შემთხვევაში ჩინეთიდან იმპორტის შეჩერებაც გამოიწვია.


ვირუსი  დღეს მსოფლიოს 25 ქვეყანაში გავრცელებული. წითელ ზონად ჩინეთის შემდეგ იტალია გამოცხადდა. ახალი კორონავირუსის გამო, დიდმა საწარმოებმა მუშაობა შეაჩერეს.


ნათია ლომიძე




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up