„კულა“ ერთ-ერთი კომპანიაა მათ შორის, რომელმაც დაგეგმილი პროექტი კორონავირუსის გამო შეაჩერა.
როგორც „კომერსანტს“ „კულას“ დამფუძნებელმა ვანო გოგლიძემ განუცხადა ახალი პროექტი, რომელიც ბავშვთა კვებას მოიცავდა და ამ მხრივ წარმოების გაფართოება იგეგმებოდა, დროებით შეჩერდა.
„კორონავირუსის გამო შევაჩერეთ პროექტი, რომელიც უკავშირდებოდა ბავშვთა კვებას, ძალიან აქტიურად გვინოდოდა პროდუქტის წარმოება. თუმცა დროებით შეჩერება მოგვიწია.
თუმცა არ შეჩერებულა მთლიანი კომანიის მუშაობა, მიუხედავად იმისა, რომ 60% დატვირთვით მუშაობს, წარმოებას მაინც ვაგრძელებთ.
ამის მიზეზი კომენდანტის საათია, თანამშრომლების საცხოვრებებიდან გამომდინარე ადრე ვასრულებთ სამუშაო დღეს. გრაფიკის ცვლილების მიუხედავად, თანამშრომლები იგივე რაოდენობით მუშაობენ და არც ხელფასის გაცემა შეგვიფერხებია.“-ამბობს ვანო გოგლიძე.
„კულას“ ხელმძღვანელი ანტიკრიზისულ გეგმასაც აფასებს და აცხადებს, რომ გეგმა სოციალური დატვირთვის მიუხედავად გამართულია. ეს არის მაქსიმუმი რისი საშუალებაც ბიუჯეტს ჰქონდა და რაც ხელისუფლებამ გამოიყენა.
ნათია ლომიძე