კორონავირუსის გამო გაზაფხულზე დაგეგმილი საინვესტიციო სამუშაოები შეაჩერა კასპის საკონსერვო საწარმო თიემთი-მ.
საწარმოს დირექტორის პაატა ნარიმანიძის თქმით, დანადგარების ქარხნის განახლება, პროდუქციის ხარისხსა და რაოდენობას მკვეთრად გაზრდიდა, თუმცა აპრილში დაგეგმილი სამუშაოები ჯერჯერობით გაურკვეველი დროით გადადო.
„კორონავირუსის გამო დროებით შევაჩერეთ ის სამუშაოები, რომელიც უნდა განგვეხორციელებინა გაზაფხულზე ქარხანაში. აპრილის ბოლოს ვგეგმავდი ბულგარეთიდან ახალი მანქანა-დანადგარების შემოტანას , ქარხანას რომელიც აწარმოებს პროდუქციას, ყოველთვის უნდა განახლდეს, ახალი ტექნოლოგიით, დაამზადოს პროდუქტი და ფეხი აუწყოს სიახლეებს.“-ამბობს პაატა ნარიმანიძე.
როგორც მწარმოებელი აცხადებს, ასევე გადადო მშრალი ხილის, ჩირისთვის განკუთვნილი ქარხნის მშენებლობა, რომელიც ივნისში უნდა დაწყებულიყო.
„ასევე ვგეგმავდი ახალი ქარახნის მშენებლობას, სადაც მშრალი ხილის წარმოებას დავიწყებდი, კორონავირუსის გამო კი მომიხდა შემეჩერებინა საინვესტიციო სამუშაოები.
ქარხნის მშენებლობა და ახალი დანადგარები, მკვეთრად გაზრდიდა პროდუქციის რაოდენობას და მის ხარისხს, თუმცა როგორც კი მდგომარეობა დასტაბილურდება ამ სამუშაოებს დავიწყებ“,-ამბობს პაატა ნარიმანიძე.
ნათია ლომიძე