კორონავირუსის გამო გლობალურმა ეკონომიკამ შესაძლოა $2,7 ტრილიონი დაკარგოს

კორონავირუსის გამო გლობალურმა ეკონომიკამ შესაძლოა $2,7 ტრილიონი დაკარგოს

access_time2020-03-09 19:30:37

ახალი კორონავირუსის ეპიდემიის გამო, მსოფლიო ეკონომიკამ, შესაძლოა, 2,7 ტრილიონი დოლარი დაკარგოს. ამის შესახებ ამერიკული გამოცემა Bloomberg-ის მიერ მომზადებულ სპეციალურ ანგარიშშია საუბარი.


გამოცემის ექსპერტებმა მოვლენათა განვითარების ოთხი სცენარი შეადგინეს. საბაზისო - ყველაზე პოზიტიური სცენარის მიხედვით, ჩინეთი მალევე შეძლებს დაავადების აფეთქების კონტროლს და მიღებული ეკონომიკური ზიანის წლის მეორე ნახევარში აღმოფხვრას. ამ შემთხვევაში უარყოფითი გავლენა გლობალურ ეკონომიკაზე შედარებით უმნიშვნელო იქნება.


მეორე სცენარი მოვლენათა ისეთ განვითარებაზეა გათვლილი, რომელშიც ჩინეთი და სხვა ქვეყნები დაავადებულთა რიცხვით სწრაფად ვერ გაუმკლავდებიან გამოწვევას. საუბარია დიდი ეკონომიკების მქონე ქვეყნებზე, სადაც ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი საგრძნობლად მაღალია: იაპონია, იტალია, გერმანია. ამ შემთხვევაში კორონავირუსი უშუალოდ ამ ქვეყნების ეკონომიკურ ზრდაზე აისახება უარყოფითად, ასევე, გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3,1%-იდან 2,3%-მდე შემცირდება.


მესამე სცენარი ითვალისწინებს ვითარებას, რომლის მიხედვითაც, დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში დაავადება მასშტაბურად გავრცელდება. საუბარია აშშ-ზე, ინდოეთზე, გაერთიანებულ სამეფოზე, ბრაზილიაზე, კანადაზე, გერმანიაზე - ამ შემთხვევაში დარტყმის ქვეშ აღმოჩნდება მსოფლიოს 10 ყველაზე დიდი ეკონომიკა. მოვლენათა ამ გზით განვითარებისას, გლობალური ზრდის პროგნოზი 1,2%-მდე მცირდება. ამ სცენარის მიხედვით, ევროზონის ქვეყნები და იაპონია ეკონომიკურ რეცესიაში აღმოჩნდებიან, ხოლო აშშ-ის ეკონომიკური ზრდა 0,5%-მდე შემცირდება.



მოვლენათა განვითარების მეოთხე სცენარი ყველაზე პესიმისტურია და მთელ მსოფლიოში ვირუსის პანდემიურ გავრცელებას გულისხმობს. გლობალური პანდემიის შემთხვევაში მსოფლიო ეკონომიკა 2,7 ტრილიონ დოლარს დაკარგავს, შედარებისთვის ეს თანხა გაერთიანებული სამეფოს მშპ-ს აღემატება. ამ სცენარში გლობალური ეკონომიკური ზრდა 0%-ს უტოლდება.


ახალი კორონავირუსის ფონზე გლობალურ ეკონომიკაში მოსალოდნელ სირთულეებზე სხვა ორგანიზაციებიც საუბრობენ. წინა კვირაში ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციი [OECD] კვლევა გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, შესაძლოა, გლობალური ეკონომიკური ზრდა განახევრდეს.


ახალი ტიპის კორონავირუსის ეპიდემია ჩინეთის ქალაქ უჰანიდან გასული წლის დეკემბერში დაიწყო. ამ დრომდე კორონავირუსის შემთხვევები მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში დადასტურდა, გარდაცვლილთა რაოდენობა 3 ათასს აღემატება.


დაავადების 15 შემთხვევა დადასტურდა საქართველოში.


tabula.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up