COVID19-ის გამო გაუქმებული ფრენების ბილეთების ანაზღაურების ვალდებულება ავიაკომპანიებს რეგულარული რეისების აღდგენიდან 2 თვის გასვლის შემდეგ დაეკისრებათ

COVID19-ის გამო გაუქმებული ფრენების ბილეთების ანაზღაურების ვალდებულება ავიაკომპანიებს რეგულარული რეისების აღდგენიდან 2 თვის გასვლის შემდეგ დაეკისრებათ

access_time2020-05-25 16:15:20

COVID19-ის გამო გაუქმებული ფრენების ბილეთების ანაზღაურების ვალდებულება ავიაკომპანიებს რეგულარული რეისების აღდგენიდან 2 თვის გასვლის შემდეგ დაეკისრებათ. შესაბამისად,სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით,  მგზავრებს, რომელთა ფრენაც გაუქმდა ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს ან უცხო ქვეყნის მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო, უფლება აქვთ შეცვალონ ბილეთში მითითებული მგზავრობის თარიღი სურვილისამებრ, ნებისმიერ დროს, დამატებითი ანაზღაურების გარეშე, ან მოითხოვონ გამოუყენებელი ბილეთის საფასურის ანაზღაურება, საქართველოს მიერ რეგულარული ფრენების აღდგენიდან 2 თვის გასვლის შემდეგ. აღნიშნული პირობები ვრცელდება მგზავრებზე, რომლებსაც უნდა განეხორციელებინათ ფრენა საქართველოდან საქართველოში, აგრეთვე საქართველოდან სხვა ქვეყანაში ქართული ან უცხოური ავიაკომპანიის მეშვეობით, ასევე მგზავრებზე, რომლებიც ახორციელებდნენ ფრენას სხვა ქვეყნიდან საქართველოში, ქართული ავიაკომპანიის მეშვეობით.


ამასთან, ავიაკომპანიებს არ დაეკისრებათ მგზავრებისთვის კომპენსაციის გაცემის ვალდებულება ფრენებზე, რომელთა გაუქმება გამოწვეული იყო კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, საქართველოს და სხვა ქვეყნების მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო და არა თავად ავიაგადამზიდველების მიზეზით.



დროებითი საშეღავათო პირობების ამოქმედება დაეხმარება ავიაკომპანიებს რეგულარული საჰაერო მიმოსვლის შეჩერებით გამოწვეულ სირთულეებთან გამკლავებაში და ხელს შეუწყობს აღნიშნული ავიასაწარმოების ლიკვიდობისა და ბიზნეს უწყვეტობის შენარჩუნებას, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვანია ავიაგადამზიდველების ოპერირების განახლებისთვის და რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შემდეგ წარმოშობილი ფინანსური ვალდებულებების შესრულებისთვის. ამასთან, საშეღავათო ზომების დაწესებით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ გაიზიარა მრავალი ქვეყნის პრაქტიკა და საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაცია ე.წ. ვაუჩერების მექანიზმის დაშვებასთან დაკავშირებით.


სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ დროებითი საშეღავათო ღონისძიებები სერტიფიცირებული სუბიექტების მიმართ მიმდინარე წლის აპრილშიც დაამტკიცა. სააგენტომ დროებით, 2021 წლის პირველ ივლისამდე შეაჩერა „საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაცემის წესის ერთ-ერთი ნორმის მოქმედება, კერძოდ სააგენტოს უფლებამოსილება შეაჩეროს ან გააუქმოს ოპერატორის საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა, 12 თვიანი პერიოდის განმავლობაში ავიაგადამზიდველის მიერ არსებული და პოტენციური ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო. ასევე, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით, ავიასპეციალისტების და ავიასაწარმოების მიმართ დაწესებული იყო საშეღავათო ზომები, რომლებიც ძირითადად ითვალისწინებდა გარკვეული დოკუმენტების მოქმედების ვადების გახანგრძლივებას და მოთხოვნების შემსუბუქებას საავიაციო უსაფრთხოებისა და უშიშროების სტანდარტების სრულად შენარჩუნებით.






ამერიკამ საქართველოს ხელისუფლებას ყვითელი შუქი აუნთო - გია ხუხაშვილი

ამერიკამ საქართველოს ხელისუფლებას ყვითელი შუქი აუნთო - გია ხუხაშვილი
access_time2020-07-07 12:30:56
„ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს სტიმულირების პოლიტიკიდან იძულების პოლიტიკაზე გადადის“, - ასე აფასებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საბიუჯეტო კომიტეტის მიერ დარეგისტრირებულ კანონპროექტს, რომელიც 2021 წელს საქართველოსთვის დახმარების სახით მისაღები თანხის 15 პროცენტის გაყინვას გულისხმობს. დოკუმენტის მიხედვით, შესაძლოა დაახლოებით 20 მლნ დოლარის გაცემა შეჩერდეს იქამდე, სანამ სახელმწიფო დეპარტამენტი არ დაადგენს, რომ საქართველოში...

ამერიკის კონგრესი ითხოვს საქართველოს შეუჩერდეს დახმარების 15%, სანამ არ შემცირდება კორუფცია და არ იქნება დაცული უცხოური ინვესტიციები

ამერიკის კონგრესი ითხოვს საქართველოს შეუჩერდეს დახმარების 15%, სანამ არ შემცირდება კორუფცია და არ იქნება დაცული უცხოური ინვესტიციები
access_time2020-07-07 11:35:54
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილი კანონპროექტი გამოაქვეყნა, რომელშიც 2021 ფისკალური წლისთვის სახელმწიფო დეპარტამენტის, საგარეო ოპერაციებისა და მასთან დაკავშირებული პროგრამების დაფინანსების პრიორიტეტებზეა საუბარი. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველო 2021 წელს დახმარების სახით არანაკლებ 132 025 000 აშშ დოლარს მიიღებს, თუმცა აღნიშნულია, რომ აღნიშნული დახმარების 15 პროცენტის საქართველოსთვის გადაცემა შესაძლოა, შეჩერდეს იქამდე, ვიდრე აშშ-ის...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-06 21:30:53
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.იპოთეკური სესხების სუბსიდირებით მთავრობა ბანკებს ბიუჯეტიდან 70 მლნ ლარს ჩუქნის საქართველოს მთავრობა ყველას ვინც 2020 წლის პირველი ივნისიდან 2021 წლის პირველ იანვრამდე აიღებს იპოთეკურ სესხს ლარში, 5 წლის ვადით სესხის 4%-ს...

ბიზნესი ქართულად - აუზებზე მოთხოვნას სასტუმროებმა სპეციალური შეთავაზებებით უპასუხეს

ბიზნესი ქართულად - აუზებზე მოთხოვნას სასტუმროებმა სპეციალური შეთავაზებებით უპასუხეს
access_time2020-07-06 18:00:49
8 ივნისიდან სასტუმროებს საშუალება მიეცათ, რომ საცურაო აუზები გაეხსნათ, თუმცა ღია ტიპის აუზებს გახსნის ნებართვა მხოლოდ ხვალიდან, ისიც შემოწმების შემდეგ ექნებათ. მანამდე კი აუზებზე გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილებას საქართველოს სასტუმროები შესაბამისი შეთავაზებებით ცდილობენ. რეგულაციების გათვალისწინებით, სასტუმროების აუზებით სარგებლობა სტუმრებს მხოლოდ ნომრის აღების შემთხვევაში შეუძლიათ. თუმცა, ქართულ სასტუმროებს მომხმარებლებისთვის დღის შეთავაზება აქვთ, რომელიც...

The Economist: ვინ მართავს მსოფლიოს?

The Economist: ვინ მართავს მსოფლიოს?
access_time2020-07-06 20:00:10
2008-2009 წლების კრიზისის შედეგად გლობალური ძალაუფლება დიდმა ოცეულმა გადაიბარა, რადგანაც ნათელი გახდა - დიდი შვიდეულის ფორმატი რეალობას უკვე არ შეესაბამებოდა.კორონავირუსის პანდემიამ კიდევ ერთი სიახლე გამოავლინა - გლობალური ლიდერის არარსებობა. ამჯერად დიდმა ოცეულმა საოცარი უსუსურობა გამოავლინა და თავი მხოლოდ ღარიბი ქვეყნებისთვის ვალების გასტუმრების გადავადებაზე რიტორიკით...


მსგავსი სიახლეები

up