კორონავირუსის საფრთხის გამო ევროვიზია 2020 გაუქმდა. რიგით 65-ე მუსიკალური კონკურსი წელს 12, 14 და 16 მაისს ნიდერლანდების ქალაქ როტერდამში უნდა გამართულიყო. ამის შესახებ ინფორმაციას ევროვიზიის ორგანიზატორები ავრცელებენ.
„სამწუხაროდ უნდა გაცნობოთ, რომ როტერდამში დაგეგმილი ევროვიზია 2020 გავაუქმეთ. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში განვიხილეთ რამდენიმე შესაძლო ვარიანტი, რომ კონკურსი ჩატარებულიყო. თუმცა ჰოლანდიის მთავრობის მიერ გაცემული შეზღუდვებისა და იმ გაურკვევლობის გამო, რომელიც COVID-19 ვირუსის გავრცელებამ წარმოქმნა, მივიღეთ ურთულესი გადაწყვეტილება კონკურსის გაუქმების შესახებ,“ — ნათქვამია ინფორმაციაში.
ria.ru