ფინანსური ზარალი და სამოქმედო გეგმის გარეშე დარჩენილი ესთეტიკის ცენტრები

ფინანსური ზარალი და სამოქმედო გეგმის გარეშე დარჩენილი ესთეტიკის ცენტრები

access_time2020-03-24 13:00:55

სრული ფინანსური ზარალი და სამოქმედო გეგმის გარეშე დარჩენილი სექტორი,  მას შემდეგ რაც კორონავირუსის გამო ქვეყანა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმზე გადავიდა, დროებით მუშაობა შეწყვიტეს ესთეტიკის ცენტრებმაც, რომლებიც ზარალის ოდენობაზე საუბრობენ. 


სამედიცინო ცენტრებში სხვადასხვა გამაჯანსაღებელ და თავის მოვლის პროცედურაზე ჩაწერის მსურველები საგანგებო მდგომარეობის დროსაც არ შემცირებულან, თუმცა,დაწესებულებებმა სოციალური პასუხისმგებლობის გააზრებისა და ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გააზრების შემდეგ დროებით მუშაობა შეწყვიტეს. ყოველ დღეს კი რომელიც მათი ცენტრებისთვის 100%-იანი ზარალია, სამოქმედო გეგმის გარეშე ხვდებიან, რადგან თვლიან, რომ ჯერ ამაზე ფიქრი ნაადრევია და მოვლენების დასტაბილურებას ელოდებიან. 


 ესთეტიკისა და მედიცინის ცენტრის „გია გვარამიას კლინიკის“ ხელმძღვანელისა და მთავარი ექიმის გია გვარამიას თქმით,  სამედიცინო ცენტრი 100%-იან ზარალზეა. მისი თქმით,  ჯერჯერობით არ არსებობს სამოქმედო გეგმაც.  

 

„საქართველოს მასშტაბით 12 ფილიალი მაქვს და ყველა დახურულია. მხოლოდ ისეთ პაციენტებს ვიღებ, ვისაც მკურნალობა დაწყებული აქვს და ოპერაციის შემდგომ ვიზიტებს საჭიროებენ , რათა მათ მდგომარეობას საფთხე არ შეექმნას. ჩვენი კლინიკა კი მანამდე იქნება დახურული, ვიდრე  საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. კლინიკისთვის  ამ პერიოდში არსებული ზარალი არის 100%-იანი, თუმცა ამ ეტაპზე ჯობს ყველამ ჩვენი პასუხისმგებლობა გავიზაროთ და დავრჩეთ სახლში. 


რაც შეეხება სამოქმედო გეგმას, ჯერ არაფერი არ გვაქვს შემუშავებული, ველოდებით მოვლენების დასტაბილურებას. მთავრია ყველაფერი კარგად დასრულდეს და ამუშავდება ყველაფერი, მთავარია მოსახლეობა იყოს ჯანმრთელად და  ამ ვითარებას გაუმკლავდეს.“-ამბობს გია გვარამია.

 

მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობისგან იყო მოთხოვნა სხვადასხა პროცედურაზე ჩაწერის, დროებით მუშაობა შეწყვიტა ესთეთიკური მედიცინის ცენტრმა „სქინ კოდმაც“, რომლის  35 თამანშრომელი დღეს უხელფასოდაა დარჩენილი. შესაბამისაად, კომპანია  100%-იან ზარალზეა. 


„ჩვენი შემოსავალი პაციენტებზეა დამოკიდებული. გამომდინარე იქედან რომ დღეს დახურულები ვართ, ყველა თანამშრომელი შემოსავლის გარეშე დავრჩით. ჩვენც არ ველოდით იმას, რომ მოთხოვნა იქნებოდა პაციენტების მხრიდან, გვირეკავდნენ და სხვადასხვა პროცედურებზე ჩაწერას გვთხოვდნენ, თუმცა თითოეული ჩვენგანის სოციალური პასუხისმგებლობაა, რომ დავრჩეთ სახლში და ვებრძოლოთ ვირუსის გავრცელების გზებს.“-ამბობს „სქინ კოდის“ წარმომადგენელი.

 

  სამუშაო პროცესი დროებით შეჩერებული აქვს  ესთეტიკურ ცენტრ „ნეფერტიტს“.  მათთმა  წარმომადგენელმა  „კომერსანტს“  განუცხადა,რომ ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო რეჟიმის გამო, ცენტრის დახურვამ მათი კომპანია სრულ ზარალზე გაიყვანა, თუმც, სოციალურ პასუხისმგებლობას იაზრებენ და მუშაობას საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე აჩერებენ. მიუხედავად იმისა, რომ დროებით დახურვის გამო  კომპანია სრულ ზარალზეა სამოქმედო გეგმა არ აქვთ, რადგან ელოდებიან, თუ როგორ განვითარდება მოვლენები ქვეყანაში.

 

 შეგახსენებთ,ქვეყანაში  საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოცხადდა და 21 აპრილამდე გაგრძელდება. 


ნათია ლომიძე




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up