კორონავირუსის გამო დახურული კაზინოები  თანამშრომლებს ფიქსირებულ ხელფასს აუნაზღაურებენ

კორონავირუსის გამო დახურული კაზინოები თანამშრომლებს ფიქსირებულ ხელფასს აუნაზღაურებენ

access_time2020-03-23 11:30:00

დაწესებულება,რომელიც  24 საათიან რეჟიმში მუშაობდა კორონავირუსის გამო მუშაობას დროებით ფუნქციონირებას წყვეტს. საქართველოს მასშტაბით ყველა კაზინო, სლოტ-კლუბი და ტოტალიზატორი მიმდინარე წლის 1 აპრილამდე დაიხურა.


საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების  ფარგლებში, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭომ პრემიერ-მინისტრ გიორგი  გახარიას ხელმძღვანელობით კაზინოებს, სლოტკლუბებს და ტოტალიზატორებს  რეკომენდაცია მისცა მუშაობა  დროებით შეაჩერონ.


„კომერსანტი“ დაინტერესდა, როგორ აფასებენ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას სამორინეები და როგორ აპირებენ დროებით დახურულ რეჟიმში მყოფი ბიზნესუბიექტები სამომავლოდ ოპერირების გაგრძელებას? 


როგორც კაზინო “ზანადუში“  აცხადებენ, დაწესებულების დახურვა ეკონომიკური პრობლემებს გამოიწვევს, თუმცა, ამის აუცილებლობას ხედავენ. „დიდი იმედი გვაქვს რომ, თითოეული კომპანია თუ ინდივიდი  ზედმიწევნით შეასრულებს ყველანაირ რეკომენდაციას, რაც ხელს შეუწყობს  კორონავირუსის საწინააღმდეგო  ღონისძიებებს. ჩვენთან ყოველდღიურად ხდებოდა შენობის სპეციალური ხსნარებით დეზინფექცია,  სტუმრებისთვისა და  თანამშრომლებისთვის ხელმისაწვდომ ადგილებში იყო  განთავსებული სადეზინფექციო ხსნარი,  ასევე დაწესებულებაში ყოველი შემოსვლისას ხდებოდა მათთვის ტემპერატურის გაზომვა. რაც შეეხება  დისტანციურად მუშაობას, ჩვენ ადრევე შევუწყვეთ ხელი თანამშრომლებს ემუშავათ სახლიდან, თუკი მათი საქმიანობის სპეციფიკა აძლევდათ  დისტანციურად მუშაობის საშუალებას.“-აცხადებენ „ზანადუში“.



რაც შეეხება კაზინოს დახურვას, როგორც „ზანადუში“ განმარტავენ ყველა ორგანიზაციისთვის, თითოეულ დღეს  ფინანსური თვალსაზრისით  დიდი მნიშვნელობა აქვს.


„მიუხედავად იმისა, რომ ეს პერიოდი ჩვენზე ფინანსურ გავლენას მოახდენს, მნიშვნელოვანია ყველამ გაითავისოს თავისი  როლი კორონავირუსის საწინააღმდეგო პრევენციულ ღონისძიებებში.  ჩვენთვის უმთავრესია თანამშრომლების და სტუმრების  ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, სამორინეს დროებითი დახურვით კი ვიზიარებთ ჩვენს სოციალურ პასუხისმგებლობას და ვეხმარებით სახელმწიფოს ვირუსის შეჩერებაში.”-აცხადებენ სამორინეში.მათი ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილებით სათამაშო  ბიზნესს მილიონობით ლარის ზიანი შეიძლება მიადგეს.


“კომერსანტი“ დაინტერესდა აქვთ თუ არა დათვლილი რა ოდენობის ზარალი მიადგება კაზინოს იქამდე, სანამ ქვეყანა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში ცხოვრობს და  აქვს თუ არა რაიმე სამოქმედო გეგმა შემუშავებული ამ ზიანის თავიდან ასაცილებლად, „ზანადაუში“ განმარტავენ, რომ ამ ეტაპზე ზარალის კონკრეტულ ოდენობაზე საუბარი ძალიან რთულია.


„ვიმედოვნებთ, რომ ძალიან მალე კორონავირუსი აღარ იარსებებს ჩვენს  ქვეყანაში. თითოეული ადამიანის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება  შეუფასებელია.   ეს ფორსმაჟორული სიტუაციაა და ძალიან რთულია სრული მზადყოფნით  შეხვდე მსოფლიოში განვითარებულ მოვლენებს. დიდი იმედი გვაქვს,  რომ მალე აღდგება ფრენები საქართველოს მიმართულებით, რაც  სამორინეებისთვის და ზოგადად, ბიზნეს სექტორისთვის  ძალიან  მნიშვნელოვანია.”-აღნიშნავენ კაზინოში. მათი ინფორმაციით, ფორსმაჟორული სიტუაციის მიუხედავად,კომპანიას  კადრები არ შეუმცირებია, დასვენების პერიოდი კი მათ სრულყოფილად აუნაზღაურდეაბთ. 

 

 შეგახსნებთ, რომ კაზინოების დახურვის გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 16 მარტს, მიიღო. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა კი 21 მარტს 1 თვით გამოცხადდა. 


ნათია ლომიძე






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up