კორონავირუსის გამო დაპაუზებული ეკონომიკა ქვეყანას მოკლე პერიოდში მილიარდობით ლარის ზარალს მიაყენებს

კორონავირუსის გამო დაპაუზებული ეკონომიკა ქვეყანას მოკლე პერიოდში მილიარდობით ლარის ზარალს მიაყენებს

access_time2020-04-20 10:00:16

კორონავირუსის გამო ქვეყანა მილიარდობით ლარს კარგავს, ხოლო მთავრობის ეკონომიკურ გუნდში ფინანსურ დანაკარგთან დაკავშირებით პროგნოზი არ კეთდება.ამ ფონზე  სპეციალისტები ზარალს ითვლიან და აცხადებენ, რომ ეპიდემია ქვეყნის ეკონომიკას, მეორე კვარტალში დაახლოებით 3-დან 5 მილიარდ ლარამდე დააზარალებს, რაც სამომავლოდ ქვეყანაში სერიოზულ ფინანსურ პრობლემას შექმნის.

 

ფინანსისტი ზვიად ხორგუაშვილის თქმით, ამ ეტაპზე ზუსტი მონაცემების დათვლა შეუძლებელია, თუმცა, როდესაც მთელი ქვეყანა გაჩერებულია, ეკონომიკა უახლოვდება პესიმისტურ სცენარს, რომლის მიხედვითაც ქვეყნის ეკონომიკა 7-8%-ით შემცირდება. 

 

ამ ეტაპზე მონაცემების ზუსტი დათვლა შეუძლებელია, მაგრამ არის კვლევები, მათ შორის „გალტ&თაგარტის“, რომელიც  ოპტიმისტურ, საშუალო და პესიმისტური სცენარს ასაჯაროებს.  რაც მოიაზრებს იმას, თუ როგორი იქნება ეკონომიკური ზრდა.  ოპტიმისტურ სცენარში ვიზრდებით 2%-ით,რეალურ სცენარში 2%-ით ვმცირდებით და პესიმისტურ სცენარში დაახლოებით 6-7%-ით ვმცირდებით.  ახლა როდესაც მთელი საქართველო გაჩერებულია უფრო და უფრო ვუახლოვდებით პესიმისტურ სცენარს. უფრო იზრდება იმის შანსი, რომ  ეკონომიკური ვარდნა 2%-ზე მეტი იქნება.


მაგრამ თუ ქვეყანაში გვყავს დაახლოებით 850 000 დაქირავებით დასაქმებული და ამას ემატება 950 000 თვითდასაქმებული, აქ შეგვიძლია რაღაც გათვლები გავაკეთოთ. 850 000 დაქირავებით დასაქმებულიდან 30-35%  პესიმისტური სცენარით ან სამსახურიდან გაუშვან ან შემოსავალი დააკლდებათ. გადასახადების გადამხდელების საშემოსავლო ბაზა დაახლოებით არის 17 მლრდ. ლარი,რომელიც იბეგრება 20% საშემოსავლო გადასახადით.  17 მილიარდი რომ გავყოთ საქართველოს მოსახლეობის რაოდენობაზე, გამოდის 4500 ლარი ერთ სულ მოსახლეზე. ბევრ ადამიანს დაახლოებითი შემოსავალი 700 ლარია, ამას თუ 30% კიდევ მოაკლდება, გამოდის რომ ოჯახებს  დარჩებათ კიდევ უფრო ნაკლები შემოსავალი.


ამ ეტაპზე პირდაპირ რიცხვების  თქმას მოვერიდები და არც გვაქვს დათვლილი, თუმცა, დარტყმა იქნება სერიოზული იქედან გამომდინარე, რომ  ერთ თვეზე მეტია მთელი ქვეყანა გაჩერებულია, არავინ არ მუშაობს და ის შემოსავლები, რომელიც ქვეყანაში გადმორიცხვების, ტურიზმითა და ინვესტიციებით შემოდიოდა, აღარ შემოდის.  გარდა ამისა, მოსახლეობა კიდევ ერთი პრობლემის წინაშე დგას და ეს არის ინფლაცია,რომელიც ისედაც განახევრებულ შემოსავლებს დიდ დარყმას აყენებს.“-ამბობს ზვიად ხორგუაშვილი.

 



ფინანსისტის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით  ათიათასობით ოჯახის შემოსავალი იყო ტურიზმიდან, ამას ემატებოდა გადმორიცხვები, რომელიც მკვეთრად შემცირდა.

 

„ტურიზმი მთლიანად გაჩერებულია და ამ სექტორში თანხის შემოდინება ნულთან ახლოსაა.  გადმორიცხვებიც მკვეთრად შემცირებულია იქედან გამომდინარე, რომ იტალიიდან გადმორიცხვები მეორე ადგილს იკავებდა, რაც მიუთითებს, რომ დიდი წილი დააკლდათ ამ ქვეყნიდან ფულად შემოსავლებს.  ამ პირობებში  თუ რა ზარალი მიადგა თუნდაც 4 სულიან ოჯახს, ძალიან რთულია, რადგან ეს კრიზისის დასაწყისია.“-აღნიშნავს ზვიად  ხორგუაშვილი.

 

 

 სტატისტიკოს სოსო არჩვაძის თქმით, ამ ეტაპზე, მხოლოდ ვარაუდია შესაძლებელი, რადგან ეკონომიკა დაპაუზებულ რეჟიმშია და დანაკარგის მხოლოდ მიახლოებით  ვარიანტზე შეიძლება ვიმსჯელოთ.

 

„ზარალის ზუსტი მასშტაბების დადგენა  ამ ეტაპზე შეუძლებელია. ზუსტი რიცხვები მაშინ გვექნება, როდესაც დასრულდება კრიზისი ან მის დასრულებას მკაფიო ნიშნები ექნება. მაქამდე  მხოლოდ ვარაუდის გამოთქმა შეგვიძლია.ეკონომიკა დაპაუზებულ რეჟიმშია  და აქედან შეიძლება იმ დანაკარგის მიახლოებითი განსაზღვრა. მაგალითად, ტურიზმის წილი, რომელიც ასევე გაჩერებულია ქვეყნის ეკონომიკაში არის 8%-ზე მეტი, რაც არის მთლიანი შიდა პროდუქტის, 2020 წლის პარამეტრები, რომ ავიღოთ,  4 მლრდ. ლარი.


 ზარალმა მხოლოდ ამ დარგის ხარჯზე შესაძლოა 3 მლრდ. ლარს მიაღწიოს, მაგრამ ტურიზმი მარტო ერთი დარგი არ არის, ასევეა  სამეურნეო კავშირები სხვა სფეროებთან, ტრანსპორტი კომუნიკაცია, კვების პროდუქტების წარმოება და მიწოდება. ჯაჭვური რეაქცია კი გამოიწვევს მიწოდება მოთხოვნის მკვეთრ შემცირებას. ამიტომ ჩემს მიერ დასახელებული თანხა, შესაძლებელია კიდევ გაიზრდოს, ამიტომ არის, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ვერ ასახელებენ იმ რიცხვს, რა ზარალი შეიძლება მიადგეს როგორც ქვეყანას ასევე თითოეულ ადამიანს.“-ამბობს არჩვაძე.



სტატისტიკოსის აზრით,  სამომავლოდ ასევე მძიმედ აისახება ეკონომიკურ კრიზისზე იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც დღეს უშემოსავლოდ დარჩნენ. „ამჟამინდელი კრიზისი, რომელიც სამედიცინო-ბიოლოგიური წარმომავლობისაა და გარე ფაქტორს წარმოადგენს, მისი „მძევალი“ აღმოჩნდა ჩვენი ეკონომიკა.“-ამბობს სოსო არჩვაძე.

 

 

ნათია ლომიძე 


 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up