კორონავირუსის გამო არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა შეწყვიტა ირანთან საჰაერო მიმოსვლა

კორონავირუსის გამო არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა შეწყვიტა ირანთან საჰაერო მიმოსვლა

access_time2020-02-25 15:28:54

არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა შეწყვიტა ყველა საჰაერო რეისი ირანში და ირანიდან, სადაც ახალი კორონავირუსის ეპიდემიას უკვე 15 ადამიანი ემსხვერპლა. ეს ყველაზე დიდი რიცხვია დაავადების ეპიცენტრის, ჩინეთის ფარგლებს გარეთ.


მიმდინარე კვირაში გაიზარდა შიში კორონავირუსის ეპიდემიის პანდემიად ქცევის თაობაზე მას შემდეგ, რაც დაავადებულთა რიცხვმა მკვეთრად იმატა ირანში, იტალიასა და სამხრეთ კორეაში. ამჟამად მსოფლიოში ვირუსით დაავადებულია 80 ათასზე მეტი ადამიანი. გარდაიცვალა დაახლოებით 2700, მათი უდიდესი ნაწილი - ჩინეთში.


ირანის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა სამშაბათს ირანის ტელევიზიით გამოსვლისას განაცხადა, რომ გარდაიცვალა ვირუსით ინფიცირებული კიდევ სამი ადამიანი. სულ ირანში დადასტურებულია კორონავირუსით დაავადების 95 შემთხვევა.


ამასობაში არაბთა გაერთიანებული საამიროების სამოქალაქო ავიაციის გენერალურმა სამმართველომ, სულ მცირე, ერთი კვირით შეწყვიტა ყველა სამგზავრო და სატვირთო რეისი ირანში და ირანიდან, რათა ხელი შეუშალოს ვირუსის გავრცელებას. საამიროებში აღრიცხულია 13 შემთხვევა, მათ შორის უკანასკნელი ორი - ირანელი ტურისტი და მისი ცოლი. არაბეთის გაერთიანებული საამიროები ირანის უდიდესი სავაჭრო პარტნიორია სპარსეთის ყურეში. დუბაის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც მსოფლიოში უდიდესი საერთაშორისო აეროპორტია, მთავარი სატრანზიტო პუნქტია ირანიდან და ირანის მიმართულებით მგზავრებისთვის.


რადიო თავისუფლება 





StopCoV ფონდში ჩარიცხული თანხა 23 793 096 ლარიდან 124 543 899 ლარამდე გაიზარდა

StopCoV ფონდში ჩარიცხული თანხა 23 793 096 ლარიდან 124 543 899 ლარამდე გაიზარდა
access_time2020-04-09 00:50:17
StopCoV ფონდში ჩარიცხული თანხის მაჩვენებელი 124 543 899 ლარამდე გაიზარდა. მონაცემები საქართველოს მთავრობის...

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს „გრანთ თორნთონის“ სტიპენდია გადაეცათ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს „გრანთ თორნთონის“ სტიპენდია გადაეცათ
access_time2020-04-08 21:20:49
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  3 სტუდენტი კომპანია „გრანთ თორნთონის“ სტიპენდიანტი გახდა.  ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტები თამარ ათოშვილი, ანა ბუხრაშვილი და ელენე ცეცხლაძე სპეციალურ სტიპენდიას 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში მიიღებენ.   როგორც „გრანთ თორნთონის“ მმართველმა პარტიორმა ვახტანგ ცაბაძემ განაცხადა,  კომერციული სექტორის ჩართულობა და სტიპენდიების დაწესება სახელმწიფო უნივერსიტეტებში,...

ლიბერთი ბანკის მმართველ გუნდში ცვლილებებია

ლიბერთი ბანკის მმართველ გუნდში ცვლილებებია
access_time2020-04-08 19:50:52
თბილისი, 8 აპრილი, 2020 - დღეს, ლიბერთი ბანკის მმართველ გუნდს, გენერალური დირექტორის მოადგილის, ფინანსური დირექტორის პოზიციაზე, დავით წიკლაური შეუერთდა. დღემდე, ამ პოზიციას ლევან ლეკიშვილი იკავებდა.   დავით წიკლაურს საბანკო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, როგორც საქართველოში ასევე საქართველოს საზღვრებს გარეთ. მას არაერთი პოზიცია ეკავა ქვეყნის წამყვან ბანკებში თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის, კორპორაციული საბანკო საქმიანობის მიმართულებით...

„უბნის მარკეტებში პირველადი მოხმარების პროდუქციაზე დეფიციტი არ შეინიშნება,მათ უკეთესი მუშაობა აქვთ ვიდრე ქსელურ მაღაზიებს “

„უბნის მარკეტებში  პირველადი მოხმარების პროდუქციაზე დეფიციტი არ შეინიშნება,მათ უკეთესი მუშაობა აქვთ ვიდრე ქსელურ მაღაზიებს “
access_time2020-04-09 11:30:28
„დაახლოებით 200 მაღაზია დახურა, ძირითადად თამბაქოს ჯიხურები დაიკეტა, რადგან ნორმებს ვერ აკმაყოფილებდნენ ან პირველადი მოხმარების პროდუქცია  არ იყიდებოდა“, - ამის შესახებ კომერსანტს „ქართულ მაღაზიათა ასოციაციის“ თავმჯდომარემ ლუკა ჭელიძემ განუცხადა. მისი თქმით, უბნის მარკეტებში  პირველადი მოხმარების პროდუქციაზე დეფიციტი არ შეინიშნება. როგორც ჭელიძე გვიყვება, უბნის მარკეტები, ბევრგან ფუნქციონირებს და იქედან გამომდინარე, რომ ქსელურში დიდი რიგებია და...

მსოფლიოს მსხვილი რესტორნების ქსელები კრიზისის გადასალახად პროდუქტების მაღაზიებად იქცნენ

მსოფლიოს მსხვილი რესტორნების ქსელები კრიზისის გადასალახად პროდუქტების მაღაზიებად იქცნენ
access_time2020-04-08 20:00:05
კორონავირუსის პანდემიამ რესტორნების ბიზნესს უმძიმესი დარტყმა მიაყენა. ყველაზე მაღალშემოსავლიანი დაწესებულებები უპრეცედენტო ვარდნის წინაშე აღმოჩნდენ, რამაც თანამშრომლების შემცირება გამოიწვია. გადარჩენის ინსტიქტმა რესტორნები აიძულა შემოსავლის ტემპის შესანარჩუნებლად ახალი გზები მოეძებნათ. ზოგი პროდუქტების მაღაზიად იქცა და ზოგი ფერმერების დახლის ფუნქციას ითავსებს,  სადაც მომხმარებელს ახალ პროდუქტის შეძენა და მისი სახლში მომზადება...


მსგავსი სიახლეები

up