კორონავირუსის გამო ადგილობრივები ქართულ რესტორნებში სტუმრობისგან  თავს იკავებენ

კორონავირუსის გამო ადგილობრივები ქართულ რესტორნებში სტუმრობისგან თავს იკავებენ

access_time2020-03-05 11:00:23

კორონავირუსმა ქვეყანაში რესტორნებსა და სხვა განთავსების ობიექტებს პრობელემები უკვე შეუქმნა. უცხოელმა სტუმრებმა მარტის ჯავშნები  გააუქმეს, ადგილობრივი ბიზნესი კი მდგომარეობის დასტაბილურებას ელოდება.„კომერსანტი“ შეეცადა გაერკვია რა ვითარებაა ქართულ რესტორნებში და ითვალისწინებს თუ არა მოსახლეობა ჯანდაცვის  ორგანიზაციების რჩევას თავი შეიკავონ ხალხმრავალი ადგილებში სტუმრობისგან.

 

რესტორან „ქეთო და კოტეს“ წარმომადგენელი ამბობს, რომ ტურისტულად არააქტიურ პერიოდს ვირუსიც დაემატა და  ბოლო დროს მათთან ადგილობრივების რაოდენობა  შემცირდა. ის უცხოელი სტუმრები კი, რომლებიც უკვე ქვეყანაში არიან ჩამოსულები კვების ობიექტებში რეგულარულად დადიან.

 

ადგილობრივების სიმცირეზე საუბრობს რესტორან „ბარბარესთან“ მენეჯერი ანდრი მაღლაკელიძე. მისი თქმით, თუ ვითარება  სამომავლოდ არ დასტაბილურდება, ეს ბიზნესზე  აუცილებლად უარყოფითად აისახება.


„ამ პერიოდში ყოველთვის სტუმრების ნაკლებობაა, ტურისტული სეზონი არ არის, ამიტომ სიმცირეა. თუმცა, ის ტურისტები, რომლებიც ქვეყანაში არიან მაინც გვსტუმრობენ. ადგილობრივები კი  თავს იკავებენ ხალხმრავალი ადგილებისგან. ვერ ვიტყვი რა როგორ იქბება სამომავლოდ მაგრამ თუ კიდევ შეწყდა ფრენები სხვადახვა ქვეყნებიდან, რა თქმა უნდა ეს უარყოფით გავლენას მოახდენს ბიზნესზე.  სამუშაო პროცესს რა თქმა უნდა მაინც  ჩვეულებრივად გავაგრძელებთ.“-ამბობს ანრი მაღლაკელიძე.

 


„საზღვარგარეთიდან არსებული ჯავშნების ნაწილი  რაც იყო ტურისტულ კომპანიებთან გაუქმდა. ეს ჩვენი პრობლემა არ არის მხოლოდ ტურისტებს და ქვეყანასაც ექმნებათ ამით პრობლემა“-ამის შესახებ „კომერსანტს“ წისქვილი ჯგუფის ივენთ მენეჯერმა სოფო გორდაძემ განუცხადა.


„რაც შეეხება ადგილობრივების ნაკადს, საგრძნობლად არ შემცირებულა. უფრო უარეს სიტუაციას ველოდით ვიდრე ამ წუთას გვაქვს. თუმცა თუ სამომავლოდ მდგომარეობა არ დასტაბილურდა, ვფიქრობ პრობლემებს გამოიწვევს. შარშან საქართველოს ჰქონდა მეზობელი ქვეყნის მხრიდან საზღვრის ჩაკეტვის პრაქტიკა და  ტურისტების გარკვეული ნაწილი ნამდვილად დააკლდა ქვეყანას. დღეს კი ერთ კონკრეტულ ქვეყანას არ უკავშირდება საზღვრის ჩაკეტვა რაც უფრო მასშტაბურ პრობლემაზე მიუთითებს. იმედია სიტუაცია მალე შეიცვლება უკეთესობისკენ.“-ამბობს სოფო გორდაძე.

 

 

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.


დღეს კორონავირუსს მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში ებრძვიან. საქართველოში ვირუსის 3  შემთხვევაა დადასტურებული.


ნათია ლომიძე




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up