კორონავირუსის გაკვეთილები, ანუ ხუთი მილიონი თითო სოფელს!

კორონავირუსის გაკვეთილები, ანუ ხუთი მილიონი თითო სოფელს!

access_time2020-03-30 19:30:52

„კომერსანტი“ გთავაზობთ იურისტ ამირან გიგუაშვილის  პერსონალურ აზრს: 


დასასრულამდე ჯერ კიდევ გრძელი გზაა. ეს სტატიაც ვიღაცას შეიძლება ნაადრევად მოეჩვენოს, თუმცა გარკვეული დასკვნების გაკეთება კორონავირუსის გაკვეთილებიდან უკვე შესაძლებელია და ვფიქრობ დროულიც.


მაშ ასე!


ერთ-ერთი მოწოდება, რომელიც ხშირად გაისმის ჩვენს ირგვლივ, ცივილიზებული სამყაროსგან დისტანცირება და განრისხებული ღმერთისგან სოფელში თავის შეფარებაა.რამდენიმე ფრაზა, შემოქმედელი მიტროპოლიტის, მეუფე იოსების ქადაგებიდან:


„ღმერთი განრისხებულია სამყაროზე და გული უნდა მოვულბოთ მას“

„იცოდეთ ერთადერთი რაც გადაგვარჩენს არის სოფელი. ხვალ-ზეგ ციფრული ფულის ერთეული იქნება და ეს იქნება ანტიქრისტეს ბეჭედი. დაბრუნდით სოფელში და დაამუშავეთ მიწა“


ამ სტატიაში მე არ ვაპირებ იმაზე კამათს, რამდენად გონივრულია და რაც მთავარია ქრისტიანული, მსოფლიო პანდემიის დროს წირვაზე სიარული და ერთი კოვზიდან ზიარება. არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის საფრთხის შექმნის, არამედ რაც მთავარია სხვების მიმართ აშკარა და პირდაპირი საფრთხის შექმნის გამო. მე, როგორც მართლმადიდებელ ქრისტიანს, მწამს ერთ-ერთი მთავარი სახარებისეული პოსტულატის: „არ გამოსცადო უფალი ღმერთი შენი“, და ჩემთვის ამ კუთხით ყველაფერი გასაგებია.



ეს სტატია ეხება სოფელს და ტექნოლოგიებს. მათი ურთიერთდაპირისპირების მცდელობას, როგორც არჩევანს კეთილსა და ბოროტს შორის, რომლისკენაც გვიბიძგებენ განრისხებული, სასტიკი ღმერთის სახელით მოქადაგენი.


წარმოიდგინეთ, რომ ეს ყველაფერი მომხდარიყო არცთუ შორეულ წარსულში, სულ რაღაც 15 წლის წინ. ასეთ სტატიას გადავეყარე ბიბისის გვერდზე და გირჩევთ თქვენც წაიკითხოთ.


2005 წელს ფეისბუქი, მხოლოდ ერთი ამერიკული კოლეჯის პროექტი იყო. იუთუბი იმ წელს შეიქმნა. არ არსებობდა ტვიტერი, ინსტაგრამი, ვოთსაფი და სხვა სოციალური ქსელები, ხოლო სკაიპს ვიდეოზარის ფუნქცია ჯერ კიდევ არ ჰქონდა. ადამიანები ინტერნეტში შესასვლელად დღევანდელი გადასახედიდან დაახლოებით ისეთივე მეთოდებს იყენებდნენ, როგორც ურემის და ავტომობილის შედარებაა. სამყარო იყო უფრო ჩაკეტილი, ინფორმაციისგან დახურული და შესაბამისად უფრო მოუმზადებელი მსგავსი გამოწვევებისათვის.


წარმოვიდგინოთ, რომ ჩინეთიდან წამოსული ვირუსი მოულოდნელად შემოჭრილიყო დანარჩენ მსოფლიოში და ის მინიმალური მომზადებაც ვერ მოგვესწრო, რაც სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლებებმა მეტ-ნაკლები წარმატებით განახორციელეს. ჩინეთის კომუნისტური მთავრობა ხომ ასე ცდილობდა ინფორმაციის დამალვას და მხოლოდ სოციალური ქსელების წყალობით შეიტყო დანარჩენმა სამყარომ ვუჰანის პროვინციიდან მომდინარე საფრთხის შესახებ.


გარწმუნებთ, დღეს თუ ჩვენ ათეულ ათასობით გარდაცვლილზე ვსაუბრობთ მსოფლიოს მასშტაბით, ციფრები უკვე ასეულ ათასობით და შესაძლოა მილიონები ყოფილიყო. საქართველო კი, რომელიც ჯერ-ჯერობით რჩება ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ ქვეყნად ვირუსთან ბრძოლის თვალსაზრისით, საერთოდ კოლაფსის წინაშე აღმოჩნდებოდა, როგორც ჯანდაცვის მიმართულებით, ისე ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე.


ასევე წარმოვიდგინოთ, მორალურად რამდენად დიდი დისკომფორტი იქნებოდა სახლში გამოკეტილი, ერთმანეთისგან შორს მყოფი ადამიანების ყოველდღიურობა. ჩვენ დღეს ყველა ერთად ვიღვიძებთ, ერთად შევდივართ სოციალურ ქსელებში, ვუზიარებთ ერთმანეთს გულისტკივილს და სიხარულს. ზოგჯერ ვილანძღებით კიდეც (ეჭვი მაქვს ამ სტატიის წამკითხველებს შორისაც იქნებიან ასეთები) და უარყოფითი ენერგეტიკისგან ვთავისუფლდებით. ვაწვდით სასარგებლო რჩევებს საზოგადოებას. ვატარებთ ონლაინ- გაკვეთილებს და ლექციებს. გამოვხატავთ ემოციებს, ვამხნევებთ ერთმანეთს და რაც მთავარია, ვართ უფრო ინფორმირებულები და მაშასადამე უფრო დაცულები.


მე ვფიქრობ, რომ ძირითადი გაკვეთილი, რაც კორონავირუსმა უნდა გვასწავლოს არის ტექნოლოგიების განვითარების მნიშვნელობა ყოველდღიურ ცხოვრებაში, მეცნიერებაში, ჯანდაცვაში, განათლებაში და მათ შორის სოფლის მეურნეობაში. თანამედროვე სოფელი ხომ დიდი ხანია გასცდა თოხსა და ბარს. ტექნოლოგიური მიღწევების ეფექტური გამოყენება კი პირდაპირ არის დაკავშირებული აგრარული მოსავლის რაოდენობის და ხარისხის ზრდასთან. „5 მილიონი ლარი თითო სოფელს აგრარული ტექნოლოგიების განვითარებისთვის“. ალბათ ასეთი უნდა იყოს ცნობილი წინასაარჩევნო დანაპირების ტრანსფორმირებული ვარიანტი დღევანდელი გამოწვევების ფონზე.


საქართველოს შემთხვევაში, რომელსაც საკუთარი ტექნოლოგიური მიღწევები პრაქტიკულად არ გააჩნია, სასიცოცხლოდ აუცილებელია უკვე არსებული საშუალებების გამოყენების ეფექტურობის ზრდა. კორონავირუსის მიერ შექმნილმა სიტუაციამ როგორც მსოფლიოს მასშტაბით, ისე ჩვენს შემთხვევაში აშკარად დაგვანახა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კრიზისულ პერიოდში ინტერნეტრესურსები და მათი მობილობა. თანამედროვე სამყარო ფიზიკურად ვერ გადარჩება, ქვეყნების, მთავრობების და ადამიანების ერთმანეთთან მჭიდრო კომუნიკაციის და გამოცდილების გაზიარების გარეშე, ვინაიდან ერთ რამეში მართლაც უნდა დავეთანხმოთ როგორც მრისხანე, ისე კეთილი ღმერთის მოქადაგეებს: მეორედ მოსვლა, ან თუ გნებავთ მორიგი კრიზისი შორს არ არის და ის რაც დღეს ხდება, უბრალოდ შეიძლება გაფრთხილება იყოს მოსალოდნელი, გაცილებით მასშტაბური განსაცდელის წინ, რომელმაც შესაძლოა სრულად წალეკოს ჩვენთვის ცნობილი სამყარო. ამ განსაცდელისათვის კი დღიდანვე უნდა მოვემზადოთ. უკეთ ავითვისოთ ცივილიზებული სამყაროს ყველა მიღწევა. არ ჩავარდეთ პანიკაში, არც ფანატიზმში და ვისწავლოთ წარსულის გაკვეთილებიდან, რათა ვიყოთ უფრო მეტად განათლებულები, განვითარებულები და მოსიყვარულენი, თუნდაც განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ.


ამირან გიგუაშვილი

30 მარტი 2020





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up