კორონავირუსის გადამტანი ყოველი მე-4 ადამიანი სავარაუდოდ ასიმპტომურია — ყველაფერი, რაც ამ საკითხზე ცნობილია

კორონავირუსის გადამტანი ყოველი მე-4 ადამიანი სავარაუდოდ ასიმპტომურია — ყველაფერი, რაც ამ საკითხზე ცნობილია

access_time2020-04-05 12:30:58

კორონავირუსის პანდემიის გამო, მსოფლიოს თითქმის მესამედი კარანტინშია; ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად, მსოფლიოს მრავალი ქვეყანა იძულებული გახდა, სოციალური დისტანცირებისათვის სხვადასხვა ზომები მიეღო.

ამის მიზეზი კი ის არის, რომ COVID-19 ხშირად აშკარა სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს.

„გადადების მნიშვნელოვანი ნაწილი მოდის ადამიანებზე, რომლებსაც სიმპტომები არ აღენიშნებათ“, — ამბობს კოლუმბიის უნივერსიტეტის ეპიდმიოლოგი სტივენ მორსი.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორის, რობერტ რედფილდის განცხადებით, ახალი კორონავირუსით ინფიცირებულ ადამიანთა 25 პროცენტს არანაირი სიმპტომი ან ავადობა არ აღენიშნება, მაგრამ შეუძლიათ, ვირუსი სხვების გადასდონ.

როგორც რედფილდმა აშშ-ის ეროვნულ საზოგადოებრივ რადიოს განუცხადა, არსებობს საკმაოდ ბევრი მტკიცებულება, რომ ადამიანების მნიშვნელოვანი რაოდენობა ინფიცირებული, მაგრამ ასიმპტომურია.

რედფილდის თქმით, ეს ასიმპტომური გადამტანები სავარაუდოდ დიდ როლს თამაშობენ კორონავირუსის სწრაფ გავრცელებაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ინფიცირებულთა რაოდენობამ უკვე მილიონს გადააჭარბა და ექსპერტები პანდემიის გავრცელების რეალური მაჩვენებელის გარკვევას ცდილობენ.

„არაფერი ვიცით ძალიან ბევრი გამოუვლენელი შემთხვევის შესახებ. ამჟამინდელი მონაცემები ძირითადად მოიცავს საავადმყოფოებში მოთავსებულ ავადმყოფებს“, — ამბობს მორსი.

ასიმპტომური გავრცელების არსებობა ხელს უშლის შეკავების გლობალურ ძალისხმევას, როგორც ამის შესახებ ბილ გეიტსი წერს New England Journal of Medicine-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.

„ეს იმას ნიშნავს, რომ COVID-19-ის შეკავება გაცილებით რთული იქნება, ვიდრე ახლო აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომის (MERS) ან მწვავე რესპირატორული სინდრომის (SARS), რომლებიც გაცილებით ნაკლებად ეფექტიანად ვრცელდებოდა და მხოლოდ სიმპტომების მქონე ადამიანებისგან“, — წერს გეიტსი.

რა ვიცით ასიმპტომური და პრესიმპტომური გადადების შესახებ

პირველი მტკიცებულება, რომ ახალი კორონავირუსის გადადება შესაძლებელია ასიმპტომური ადამიანისგან, თებერვალში გამოჩნდა, როდესაც კვლევა აღწერდა უხანის მცხოვრებ 20 წლის ქალს, რომელმაც კორონავირუსი ოჯახის ხუთ წევრს გადასდო, მაგრამ თავად ფიზიკურად ავადაც კი არ გამხდარა.

 

ჩინეთში კორონავირუსის გავრცელების შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ თებერვალში გამოქვეყნებულ მოხსენებაში აღწერილია რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ინფიცირებულ ადამიანებს სიმპტომები არასოდს გამოეხატათ. დიაგნოზის დასმის დროს ასიმპტომურ ადამიანთა უმეტესობას კი, სიმპტომები მოგვიანებით განუვითარდა.

„მთლიანად ასიმპტომურ ადამიანთა პროპორცია უცნობია, მაგრამ შედარებით იშვიათი ჩანს“, — წერია მოხსენებაში.

გამოცემა ProPublica-ს ცნობით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევაში, ჩინეთში იმ ადამიანთა 75 პროცენტს, რომლებიც თავიდან ასიმპტომური იყვნენ, სიმპტომები მოგვიანებით განუვითარდათ. ეს კი ტექნიკურად ნიშნავს იმას, რომ სავარაუდოდ საკმაოდ გავრცელებულია პრესიმოპტომური გადადების შემთხვევები.

ეს აღმოჩენა სხვა კვლევებმაც დაადასტურა. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევებციის ცენტრის მიერ ვაშინგტონის შტატის მოხუცთა ერთ-ერთ თავშესაფარში ჩატარებული კვლევისას, ვირუსი გამოუვლინდა იქ მცხოვრებ 23 ადამიანს, დიაგნოზის დასმის დღეს სიმპტომები მხოლოდ 10 მათგანს ჰქონდა. მეორე ჯგუფში კი ათ ადამიანს სიმპტომები ერთი კვირის შემდეგ გამოუვლინდა.

„ამ აღმოჩენას მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ინფექციის კონტროლზე. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ბევრი მიდგომა COVID-19-ის მქონე პაციენტების გამოვლენისა და იზოლირების დროს დამოკიდებულია ნიშნებისა და სიმპტომების არსებობაზე“, — წერენ მკვლევრები.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა ასევე შეაფასა კორონავირუსის პაციენტები საკრუიზო გემ Diamond Princess-ზე, რომელიც თებერვალში იაპონიის სანაპიროსთან ჩამოდგა კარანტინზე. ბორტზე მყოფი 3711 ადამიანიდან ვირუსი გამოუვლინდა 712-ს, მაგრამ მათგან 50 პროცენტს იმ დროისათვის სიმპტომები არ ჰქონდა.


ასიმპტომური და პრესიმპტომური გადადების სხვა შემხვევები

როგორც რედფილდმა აშშ-ის ეროვნულ საზოგადოებრიც რადიოს განუცხადა, როგორც ჩანს, ჩვენ ვირუსს სიმპტომების გამოჩენამდე 48 საათით ადრეც გამოვყოფთ.

„ეს კი კარგად ხსნის, რატომ ვრცელდება ქვეყანაში ვირუსი ასე სწრაფად — იმიტომ, რომ გვყავს ასიმპტომური გადამტანები და პირები, რომლებიც სიმპტომების გამოვლენამდე 48 საათით ადრეც უკვე გადამდებები არიან“, — ამბობს რედფილდი.

საკმაოდ ბევრი ბოლოდროინდელი კვლევა ასევე მიუთითებს, რომ პრესიმპტომური და ასიმპტომური გადადებები არც თუ ისე იშვიათია.

პატარა კვლევამ, რომელიც თებერვალში უხანიდან ევაკუირებულ იაპონელთა ჯგუფში ჩატარდა, გამოავლინა, რომ ინფიცირებულ პირთა 30,8 პროცენტს სიმპტომები არ ჰქონდა.

სინგაპურში ჩატარებულმა კვლევამ კი აჩვენა, რომ ადგილობრივი გადადების 157 შემთვევაში, 10 პრესიმპტომური გადამდები იყო. მეცნიერთა დასკვნით, პრესიმპტომურ გადადებათა უმეტესობა მოხდა პირისთვის სიმპტომების გამოვლენამდე 1-3 დღით ადრე.

თებერვალში ჩინეთში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ 468 დადასტურებული შემთხვევიდან 13 პროცენტი ჩართული იყო პრესიმპტომურ გადადებაში.

გამოცემა LA Times-ის ცნობით, COVID-19-ით დაინფიცირებულ მომღერალთა 60-კაციან გუნდში სამ-მეოთხედს სიმპტომები არ აღენიშნებოდა.

Wall Street Journal-ის ცნობით, მარტში კორონავირუსი დაუდასტურდა NBA-ს 14 კალათბურთელსა თუ მწვრთნელს; დიაგნოზის დასმის დროს მათ ნახევარს სიმპტომები არ აღენიშნებოდა.

როგორც მკვლევრებმა CNN-ს განუცხადეს, ისლანდიის ბიოტექნოლოგიურმა კომპანიამ, რომელმაც კორონავირუსზე 9000 ადამიანი შეამოწმა, ინფიცირებულთა დაახლოებით 50 პროცენტი ასიმპტომური აღმოჩნდა.

პრესიმპტომური ადამიანები ვირუსს ყველაზე დიდი რაოდენობით გამოყოფენ

პრესიმპტომური გადადების განსაკუთრებით შემაშფოთებელი ასპექტი ის არის, რომ როგორც ჩანს, ადამიანები ინფექციის ადრეულ ეტაპზე უფრო მეტ კორონავირუსს გამოყოფენ. სიმპტომები კი საშუალოდ ხუთი დღის შემდეგ იწყებს გამოჩენას.

კვლევამ, რომელმაც ჰონგ-კონგის ორ საავადმყოფოში კორონავირუსის 23 პაციენტი შეისწავლა, დაადგინა, რომ ინდივიდის ვირუსული დატვირთვამ — ანუ რამდენ ვირუსულ ნაწილაკს ატარებს და გამოყოფს ის თავის გარემოში — პიკს სიმპტომების დაწყების პირველ კვირაში მიაღწია, შემდეგ კი თანდათან შემცირდა.

შედარებისათვის — SARS-ით ინფიცირებული ადამიანი ვირუსებს ყველაზე დიდი რაოდენობით გამოყოფს ავად გახდომიდან 7-10 დღის თავზე.

მსგავს დასკვნამდე მივიდა ჩინეთის ქალაქ გუანჯოუში ჩატარებული კვლევაც — 94 პაციენტს შორის, ადამიანები ყველაზე გადამდები იყვნენ სწორედ იმ დროს, როდესაც სიმპტომები გამოჩენას იწყებდა ან მანამდე.

ბავშვები შეიძლება ასიმპტომური გადამტანები იყვნენ

ასიმპტომურ გადამტანთა ერთი პოტენციური ჯგუფი შეიძლება იყოს ბავშვები. ჯერჯერობით, ბავშვებზე კორონავირუსი ყველაზე ნაკლებად მოქმედებს, მაგრამ ზოგიერთი შეიძლება საშუალოდ ავად გახდეს და ვირუსიც გაავრცელოს.

რამდენიმე დღის წინ ჟურნალ The Lancet-ში გამოქვეყნებულ კვლევაში ჩინეთის საავადმყოფოებში შესწავლილია 36 ბავშვი, რომლებსაც 17-იანვრიდან 1-ელ მარტამდე კორონავირუსი დაუდასტურდათ. ბავშვების ნახევარს დაავადება მსუბუქ ფორმებში ჰქონდა, სიმპტომების გარეშე.

კიდევ ერთმა კვლევამ, რომელიც ჯერ რეცენზირებული არ არის, აღმოაჩინა, რომ ჩინეთში, COVID-19-ით ინფიცირებული 700 ბავშვიდან 56 პროცენტს ან მსუბუქი სიმპტომები ჰქონდა, ან საერთოდ არაფერი აღენიშნებოდა.

პიტსბურგის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის პედიატრიულ ინფექციურ დაავადებათა ექსპერტმა ჯონ უილიამსმა ABC-ს უთხრა, რომ ბავშვებში ასიმპტომური ინფექციის შემთხვევები დაახლოებით 10-30 პროცენტია.

ნიღბების ტარება შეიძლება პრესიმპტომური გადადების შემცირებაში დაგვეხმაროს

თეთრმა სახლმა გამოსცა ახალი ბრძანება, რომელიც ამერიკელებს გარეთ გასვლისას ქსოვილის ნიღბების ტარებას ავალდებულებს.

 

ამ ზომის შემოღების ძირითადი მიზეზი სავარაუდოდ პრესიმპტომური გადადების შემთხვევებია.

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა ენტონი ფაუჩიმ CNN-ს განუცხადა, რომ ყველას უნდა მოვუწოდოთ ნიღბის ტარებისკენ იმ შემთხვევაში, თუ ამით ნიღბების დეფიციტს არ შევქმნით სამედიცინო პერსონალისთვის, რომლებსაც ის ყველაზე მეტად სჭირდებათ.

მისივე თქმით, ეს ზომა შეიძლება საკმაოდ მნიშვნელოვანი იყოს განსაკუთრებით ახლა, როდესაც უკვე გვაქვს გარკვეული მინიშნებები ასიმპტომური ადამიანებისგან გადადების შესახებ, ხალხისგან, რომლებიც არც ახველებენ, არც აცემინებენ და ჯანმრთელებს ჰგვანან.

ნიღაბი უმეტეს შემთხვევაში უსარგებლოა მისი მატარებლისთვის, მაგრამ ამით უზრუნველვყოფთ, რომ ამ ადამიანისგან ვირუსები სხვა პირზე არ გადავიდეს, რადგან ის შეიძლება ინფიცირებული იყოს და ჯერ არ იცოდეს.

მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით.



ავტორი - მიხეილ ჭაბუკაშვილი

 

1tv




დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-26 21:00:58
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.კეთილდღეობის და სწრაფი განვითარების ლოზუნგით მოსული „ქართული ოცნების“ დეპუტატები 4 წლიან საქმიანობას აჯამებენ „კომერსანტი“ დაინტერესდა ამ დროის განმავლობაში რა გააკეთეს მმართველი პარტიის დეპუტატებმა მთავარი დანაპირების - „კეთილდღეობის და სწრაფი განვითარების“ შესასრულებლად, რის გამოც ოთხი წლის წინ ამომრჩევლებს ხმას სთხოვდნენ. როგორ აფასებენ...

26 ოქტომბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გაუფასურდა

26 ოქტომბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გაუფასურდა
access_time2020-10-26 18:30:27
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 26 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2285 ლარი...

„საწარმოები რეფორმით გათვალისწინებული მოთხოვნების შესასრულებლად, მზად არ არიან“ - როგორია ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის რეფორმის შედეგები 4 წლის შემდეგ

„საწარმოები რეფორმით გათვალისწინებული მოთხოვნების შესასრულებლად, მზად არ არიან“ - როგორია ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის რეფორმის შედეგები 4 წლის შემდეგ
access_time2020-10-26 18:00:06
ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის რეფორმა პანდემიის პირობებში, როგორია რეფორმის შედეგები 4 წლის შემდეგ და რა მოლოდინები აქვთ აუდიტორულ კომპანიებს. „გრანთ თორნთონის“ მმართველი პარტნიორი, ვახტანგ ცაბაძე რადიო კომერსანტის გადაცემაში „ჩემი აუდიტორი“ მეოთხე კატეგორიის კომპანიებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ საწარმოები რეფორმით გათვალისწინებული მოთხოვნების შესასრულებლად, ჯერჯერობით, მზად არ...

მთავრობა 48 მილიონი ლარის ღირებულების საწოლფონდის შესყიდვას გეგმავს

მთავრობა 48 მილიონი ლარის ღირებულების საწოლფონდის შესყიდვას გეგმავს
access_time2020-10-26 16:30:39
მთავრობამ საწოლფონდის შესაძენად გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა. შესაბამისი განაცხადი უკვე ფიქსირდება სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე. სოციალური მომსახურების სააგენტომ კლინიკებთან უკვე გააფორმა ხელშეკრულებები 5,645,320 ლარის საწოლფონდის შესაძენად. შესყიდული საწოლი ადგილები თბილისსა და ქვეყნის სხვა რეგიონებში არის გადანაწილებული. ჯამურად, სოციალური მომსახურების სააგენტო 48 მილიონი ლარის ღირებულების საწოლფონდის შესყიდვას...

KTW მზის ენერგიის გამოყენებას იწყებს - პროექტში ჯგუფი 3 წელში $3-4 მლნ-ს ჩადებს

KTW მზის ენერგიის გამოყენებას იწყებს - პროექტში ჯგუფი 3 წელში $3-4 მლნ-ს ჩადებს
access_time2020-10-26 14:30:55
კომპანია KTW ჯგუფი მზის ენერგიის გამოყენებას იწყებს. მომავალი 3 წლის განმავლობაში კომპანია პროექტში 3-4 მლნ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ KTW ჯგუფის დამფუძნებელმა ზურაბ ჩხაიძემ განუცხადა, ამ დროისთვის უკვე განხორციელებულია 0,5 მლნ დოლარის ინვესტიცია, წლის ბოლომდე კი ჯგუფს ამ მიმართულებით 1 მლნ დოლარის ინვესტიცია ექნება განხორციელებული. მიკროელექტროსადგურის საშუალებით საწარმო გარემოზე მავნე ზემოქმედების გარეშე იღებს...


მსგავსი სიახლეები

up