კორონავირუსის ეპიდემიის გამო საქართველოში უცხოური ფულადი გზავნილები შემცირდება

კორონავირუსის ეპიდემიის გამო საქართველოში უცხოური ფულადი გზავნილები შემცირდება

access_time2020-03-05 12:30:17

ქვეყნის ეკონომიკაში ერთ-ერთი მთავარი წილი, უცხოეთიდან ფულად გზავნილებს უჭირავს, რომელსაც ქართველი ემიგრანტები სხვადასხვა ქვეყნებიდან რიცხავენ. კორონავირუსის გამო კი, მას შემცირება ემუქრება. გადმორიცხვებით იტალია მეორე ადგილზეა, ამ ქვეყნაში კი ახალი ვირუსი ევროპაში ყველაზე მეტადაა გავრცელებული.


2020 წლის იანვარში საქართველოში შემოსულმა ფულადმა გზავნილებმა 125,6 მილიონი (362,2 მილიონი ლარი) შეადგინა, რაც 8,6 პროცენტით მეტია 2019 წლის იანვრის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.


ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი რუსეთიდან განხორციელდა - 26,17 მლნ დოლარი. 21,06 მილიონი გადმოირიცხა იტალიიდან, საბერძნეთიდან კი - 14,87 მილიონი დოლარი. ჯამში ევროპის ქვეყნებიდან საქართველოში 52,45 მილიონი გადმოირიცხა.


ჯერჯერობით, რუსეთში კორონავირუსის მასშტაბები დიდი არ არის და დადასტურებულად მხოლოდ ერთ ადამიანს აქვს, შესაბამისად, იქ ნაკლებია პანიკაც და საფრთხეც. თუმცა მსოფლიოს წამყვან მედიასაშუალებებში, აქტიურად წერენ იმის შესახებ, რომ ირანის მსგავსად მონაცემებს აყალბებს რუსეთიც.


რაც შეეხება, გადმორიცხვის ოდენობით მეორე ქვეყნას - იტალიას. იქ ეპიდემიამ ნამდვილად იფეთქა და ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2263-ს მიაღწია. მარტო ერთ დღეში გარდაცვლილთა რაოდენობა 27-ით გაიზარდა და ამჟამად 79 კაცს შეადგენს. განკურნებულთა რაოდენობა კი მხოლოდ 11 კაცით გაიზარდა და 160 გახდა.


გარდაცვლილები 55-დან 101 წლამდე ასაკის, ძირითადად, 70-80 წლის ხანდაზმულები არიან. შემთხვევები, ძირითადად ჩრდილოეთ იტალიაშია და შესაბამისად, როგორც ქვეყნის ამ ნაწილში, ასევე მთლიანად სახელმწიფოში, შესუსტებულია ეკონომიკური აქტივობაც.


ნინა გელაშვილი, რომელიც წლებია იტალიის ქალაქ ბარიში ცხოვრობს, ამბობს, რომ ჯერჯერობით მის ქალაქში არ შეინიშნება კორონავირუსის მასობრივი გავრცელება, თუმცა უკვე იგრძნობა პანიკა და ვარაუდობს, რომ შემდეგ თვეებში იქ დასაქმებულთა შემოსავალიც შემცირდება.


,,რეალურად აქ მომუშავეთა უდიდესი ნაწილი ოჯახებში მუშაობს და არა მგონია მათ სამსახურზე და შემოსავალზე დიდად აისახოს. რაც შემეხება მე, აქ ლეგალურად ვარ და რესტორანში ვმუშაობ, ამიტომ ჩემზე უკვე მოახდინა გავლენა ეპიდემიამ. რესტორანი თითქმის ცარიელია. იმის გარდა, რომ ტურისტები აქ ჩამოსვლას ერიდებიან, ადგილობრივებიც აღარ გადიან დიდად გარეთ.



ყველა სახლში დარჩენას ამჯობინებს, შესაბამისად, შემოსავალი შეუმცირდა რესტორანს და მეც. იმედია, მალე გაივლის ეს რთული პერიოდი და როცა დაცხება, მართლა შეწყდება ვირუსის გავრცელება, თორემ თანხის გამოგზავნა კი არა, თავი როგორ ვირჩინოთ უკვე ეს საკითხი დგას დღის წესრიგში“, - უთხრა ემიგრანტმა ,,რეზონანსს”.


იქ, სადაც ვითარება ყველაზე რთულია კიდევ ერთი ქართველი ემიგრანტი თამრიკო ცხვედიანი ცხოვრობს. მილანი დღეს, ფაქტობრივად, პარალიზებული ქალაქია და იქედან ფულადი გადმორიცხვები ძალიან გართულდა.


,,მილანი, სადაც უამრავი ტურისტი ირევა და ცხოვრება ძალიან აქტიურია, დღეს პარალიზებული ქალაქია. მართალია, ოჯახში მომუშავეებს სამსახურის დაკარგვა ალბათ არ გვემუქრება, მაგრამ ღმერთმა არ ქნას ასეთი ვითარება დიდხანს გაგრძელდეს. ხელფასი აუცილებლად შეგვიმცირდება.


ის ხალხს, ვინც დამლაგებლად მუშაობს პერიოდულად, ან კაფე-ბარებსა და რესტორნებში, ამ ეტაპზე საქმე აღარ აქვთ. აქ ურთულესი ვითარებაა და შესაბამისად, ადამიანები, რომლებიც აქედან ოჯახებს არჩენენ საქართველოში, ახლა საკუთარი თავის გატანაზე არიან ორიენტირებულნი”, - განუცხადა,,რეზონანსს” თამრიკო ცხვედიანმა.


ევროპის უდიდეს ნაწილში, კორონავირუსის შემთხვევები უკვე დაფიქსირებულია. თვითონ ვირუსზე მეტად კი ეკონომიკას პანიკა აზიანებს, რომელიც იმდენად დიდია, რომ იმ ქვეყნებზეც ახდენს გავლენას, სადაც დაავადების ჯერ არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.


ეკონომისტი პაატა აროშიძე ამბობს, რომ კორონავირუსის შედეგზე მეტად ეკონომიკა, პანიკამ დააზარალა. ერთი მხარეა, რომ ემიგრანტებს სამუშაო შეუმცირდებათ და გარდა ამისა, იმ თანხის გადმორიცხვაც გაძნელდება, რომელსაც ადგილზე გამოიმუშავებენ.


“ფულად გზავნილებზე, რა თქმა უნდა, აისახება იმიტომ, რომ ქართველი ემიგრანტთა უმეტესი ნაწილი წასულია იტალიაში. თითოეული ემიგრანტი თითო ოჯახს არჩენს. ეპიდემია მთელ ქვეყანაში არ არის ჯერჯერობით გავრცელებული, მაგრამ ფაქტია, რომ ყველა დიდი საზოგადოებრივი ღონისძიება გადაიდო და ეს ადასტურებს, რომ პანიკაა. შემოღებულია კარანტინის ზომები, გადაადგილება გართულებულია, ემიგრანტებს ანგარიშსწორებაც გაურთულდებათ. არა მგონია, რომ უმეტესობას იქ ინტერნეტ ბანკი ჰქონდეს. სამწუხაროა, მაგრამ ემიგრანტთა უმეტესობა არალეგალია და შესაბამისად, ასეთ რესურსებზე წვდომა არ აქვს. მათი შემოსავლის შემცირების გარდა, პრობლემა იქნება იმის გადმორიცხვაც, რასაც გამოიმუშავებენ.


გადმორიცხვებთან ერთად შემცირდება ტურიზმი იტალიის მიმართულებით და პირიქით. რა თქმა უნდა, საქართველოში იტალიელ მოგზაურთა რაოდენობა დიდი არ არის, მაგრამ ზოგადად ტურიზმს ძალიან დაეტყობა. დიდი პრობლემებია მოსალოდნელი, თუ რამე რადიკალური გადაწყვეტილება არ მივიღეთ.


იმედია, კლიმატური პირობებიდან გამომდინარე მოხდება სტაბილიზაცია ღვთის ნებით. ღმერთის ნება მე ტყუილად არ მიხსენებია იმიტომ, რომ მაიკ პომპეომ კორონავირუსის კომისიაში დილა დაიწყო სწორედ ლოცვით. ამ დროს, როცა პატრიარქი ჩვენთან ამბობს, რომ ლოცვა გავაძლიეროთ, ვიღაც-ვიღაცებს ეს სიცილად არ ჰყოფნით.


ვფიქრობ,გაზაფხულის დადგომასთან ერთად, უკან დაიხევს ეს ვირუსი. თუმცა პანიკა კიდევ ორ კვირას მაინც გასტანს. ეს ეკონომიკას დიდ ზარალს აყენებს”, - განუცხადა რეზონანსს აროშიძემ.


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 90 870-ია. აქედან 10 566 შემთხვევა ჩინეთის გარეთ დაფიქსირდა. ვირუსი პლანეტის 70-ზე მეტ სახელმწიფოში გავრცელდა. ყველაზე დიდი მსხვერპლი სამხრეთ კორეაში, ირანსა და იტალიაშია.


გაზეთი „რეზონანსი“





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up