კორონავირუსის ეპიდემიის გამო იტალიის მთავრობამ მარტის შუა რიცხვებამდე ყველა სკოლისა და უნივერსიტეტის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ANSA წერს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გადაწყვეტილება ძალაში 5 მარტიდან შევა. იტალიაში კორონავირუსს 79 ადამიანი ემსხვერპლა, ინფიცირებულთა რიცხვმა კი 2000-ს გადააჭარბა.
ბოლო მონაცემებით, COVID-19-ს მსოფლიოს მასშტაბით 3220 ადამიანი ემსხვერპლა, 51,193 კი გამოჯანრთელდა.
30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
მართალია თუ არა, რომ კორონავირუსმა უხანის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონა? ამ ბმულზე ნახეთ.
Imedinews.ge