კორონავირუსის ეკონომიკური შედეგი საქართველოში

კორონავირუსის ეკონომიკური შედეგი საქართველოში

access_time2020-02-06 19:00:14

ეკონომისტები აცხადებენ, რომ ჩინეთის ეკონომიკას მკაცრი დარტყმა ემუქრება, რადგან წარმოებისა და სერვისის ინდუსტრიების საკმაოდ დიდი ნაწილი დახურულია.


ახალი კორონავირუსის გამო,რომელიც ჩინეთში გაჩნდა და 25-მდე ქვეყანაში გავრცელდა, სრულად ან ნაწილობრივ დახურეს საკუთარი დაწესებულებები ჩინეთში ისეთმა კორპორაციებმა, როგორიცაა Apple, Google, IKEA, Burger King, Hyundai, Swatch. აშშ, ევროპისა და აზიის სახელმწიფოები ახალი რეგულაციებით ცდილობენ აღკვეთონ ვიზიტები ჩინეთიდან. 40-ზე მეტმა ავიაკომპანიამ - მათ შორის, American, Delta, United, Lufthansa and British Airways - გააუქმა ფრენები ჩინეთის მიმართულებით.


ახალი კორონავირუსის თავიდან არიდების მიზნით, ჩინეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლა დროებით შეაჩერა საქართველომაც. ასევე, აიკრძალა ჩინეთიდან საქართველოში ცოცხალი ცხოველების, კერძოდ, დეკორატიული კუებისა და თევზების იმპორტი.


ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია, რომელთანაც ტვირთბრუნვა მილიარდ დოლარს აჭარბებს. ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობებზე დაწესებულ შეზღუდვებს, სავარაუდოდ, გავლენა ექნება საქართველოს ეკონომიკაზე.


ეპიდემიების დროს, ერთ-ერთი სფერო, რომელიც ყველაზე მეტად ზიანდება სერვისია - ტრანსპორტი, მგზავრების გადაზიდვა, რაც პირდაპირ უკავშირდება ტურისტულ ინდუსტრიას. ამასთან, საქართველოში ჩინელი დამსვენებლების რიცხვი საკმაოდ მცირეა. ოფიციალური მონაცემებით, 2019 წელს საქართველოს 50 ათასამდე ჩინელი ტურისტი ეწვია, 2018 წელს კი - 32 000-მდე.


საქართველოსა და ჩინეთს შორის ფრენების აკრძალვა ხელს უშლის ზაზა პართემიშვილს, რომელსაც დაახლოებით 7 წელია ჩინეთიდან ბავშვის სათამაშოები ჩამოაქვს და საქართველოში ყიდის. ის ყოველწლიურად, საშუალოდ, სამჯერ ჩადის ჩინეთში, ხოლო 4-5 კონტეინერი საქართველოში ეტაპობრივად ჩამოდის და თითოეულის თვითღირებულება დაახლოებით 25-35 ათას დოლარამდეა.


მისი ინფორმაციით, ახალი წლის გამო პროდუქცია თითქმის სრულად გაიყიდა. ამიტომ, იანვარში საქმიანი ვიზიტით ჩინეთში უნდა წასულიყო, მაგრამ ფრენების აკრძალვის გამო, წასვლას და საქონლის მომარაგებას ვერ ახერხებს.



“სამწუხაროდ ხშირია ისეთი შემთხვევებიც, როცა მომხმარებლები შემოდიან და კითხულობენ: ‘ეს ჩინურია? კორონავირუსი სჭირს?’ ფაქტია, რომ ინფორმაცია არ აქვს მოსახლეობას, რომ ვირუსი გადადის ჰაერწვეთოვანი გზით და არა პროდუქციით”.


როგორც პართემიშვილი აცხადებს, საბანკო ვალდებულებებთან გამკლავებას კიდევ სამი თვე თუ შეძლებს, თუმცა ფიქრობს, რომ სიტუაციის დასტაბილურებას კიდევ 6 თვე დასჭირდება.


საქართველოს ელჩი ჩინეთში არჩილ კალანდია რადიო თავისუფლებასთან ამბობს, რომ კორონავირუსი, სავარაუდოდ, არც ისე პოზიტიურ შედეგებს გამოიღებს საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში, “მაგრამ ახლა ამ ეტაპზე რაიმე სახის ზარალზე საუბარი ძალიან ნაადრევია.”


“უნდა ველოდოთ რომ შეფერხება იქნება”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას დავით აფციაური, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალური დირექტორი, ყოფილი ელჩი ჩინეთში, ეკონომიკის დოქტორი და განაგრძობს: “მაგრამ არა ინტერესის კლების გამო, არამედ იმიტომ, რომ კონტაქტები შეიზღუდება ბიზნეს წრეებს შორის. ვინაიდან აქტიური საქმიანობიდან გამოთიშული იქნებიან ჩინელი ბიზნესმენები.


აფციაური განმარტავს, რომ თუ კორონავირუსის ლოკალიზება მოხდება უახლოესი 2-3 თვის განმავლობაში, მაშინ საქართველოსა და მსოფლიო ეკონომიკაზე ეპიდემიას დიდი ზეგავლენა არ ექნება. ხოლო თუ არაეფექტური აღმოჩნდა ღონისძიებები, რომელთაც მთელი მსოფლიო ატარებს ამ დაავადების შეჩერებისთვის, შედეგები ნამდვილად იქნება გაცილებით მძიმე.


“წინასწარი მონაცემებით, თუ ჩინეთი იზოლირებული იქნება 2-3 თვით, მაშინ 1%-მდე შეიძლება მოხდეს GDP-ის ვარდნა მსოფლიოში, ჩინური ეკონომიკის ჩათვლით. აქაც არ უნდა იყოს ძალიან დიდი დარტყმა”, - ამბობს აფციაური.


დავით აფციაური ხაზს უსვამს სავაჭრო-ეკონომიკური კონტაქტების შეფერხებას, როგორც საკვანძო საკითხს და ამბობს, რომ ბიზნესზე ცუდად მოქმედებს ისიც, რომ ჩინელი პარტნიორების უმეტესობა იზოლირებულია და მხოლოდ სახლიდან მუშაობა შეუძლია. მეორე ფაქტორი კი ფსიქოლოგიურია:


“ადამიანები ელიან, როდის დასრულდება ეს ყველაფერი და ამის გამო, შეიძლება შენელდეს, ან არ იყოს აქტიური საქმიანი ურთიერთობები”.


ძირითადი პროდუქტები, რომლებიც ჩინეთიდან საქართველოში იმპორტირდება სამომხმარებლოა. “თუ საერთაშორისო კორპორაციები ჩინეთში წარმოებას შეაჩერებენ, ჩვენი მარაგები ჯერჯერობით საკმარისია, რომ მოხმარდეს ქართულ ბაზარს”, - ამბობს დავით აფციაური და ამატებს: “გარდა ამისა, ჩინეთის გარდა სხვა ქვეყნებშიც არის წარმოება.”


რადიო „თავისუფლება“





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up