კორონავირუსის ეფექტი - ესპანეთში საცხოვრებელი სახლები 70 პროცენტიანი ფასდაკლებით იყიდება

კორონავირუსის ეფექტი - ესპანეთში საცხოვრებელი სახლები 70 პროცენტიანი ფასდაკლებით იყიდება

access_time2021-01-27 20:00:49

მაშინ, როდესაც ესპანეთში სახლის შეძენა ბევრს აუხდენელ ოცნებად ეჩვენება, კორონავირუსის ეპოქამ უძრავი ქონების ბაზარი აიძულა დედამიწაზე დაშვებულიყო. ესპანეთი ნამდვილ კრიზისს ებრძვის. ბაზარზე არსებული ქონების 70 პროცენტი იპოთეკით იყიდება. ლოქდაუნებმა მოსახლეობის შემოსავლებს დიდი დარტყმა მიაყენა, განსაკუთრებით მათ ვინც მომსახურების სფეროშია დასაქმებული. ადამიანები ვერ იხდიან სესხებს და იძულებულები ხდებიან საკუთარ საცხოვრებლებს დაემშვიდობონ. პრობლემამ ისეთ მასშტაბებს მიაღწია, რომ ბანკებმა ბინების ნამდვილი ბაზრობა მოაწყვეს - სწორედ აქ შეიძლება იაფად ოცნების ახდენა.


საცხოვრებელ სახლებთან დაკავშირებულ რეალობაზე დამრტყმელი ეფექტი კორონავირუსის პანდემიას ჰქოდა. ესპანელები მცირე და საშუალო ბიზნესით არიან დაკავებული, რომელმაც სერიოზული ზარალი მიიღო. სიტუაციის მცირედით მაინც გასაუმჯობესებლად, ხელისუფლების წარმომადგენლებმა, უმუშევრების დახმარებასთან ერთად,  იპოთეკის გადახდაზე მორატორიუმი გამოაცხადეს. ერთი წლის წინ მიღებულ იქნა კანონი, რომლის მიხედვით , იმ ადამიანის საცხოვრებლიდან გასახლება,  ვინც ვერ იხდის იპოთეკის პროცენტს, აკრძალულია, მინიმუმ ერთი წლის ვადაში. ინტერნეტ პროვაიდერებსა და კომუნალურ კომპანიებსაც მათთვის მომსახურების გათიშვა აეკრძალათ.


მმართველ კოალიციაში შემავალი პარტია „პოდემოსი“ ირწმუნებოდა, რომ ეს კანონი ქირის გადასახადსაც უნდა ეხებოდეს. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ქირა ბევრი მოქალაქის ძირითადი შემოსავალია, კანონისთვის ამ ნაწილის მიბმა შეუძლებელი გახდა.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა ბინების მესაკუთრეებს, რომლებიც უძრავ ქონებას აქირავებდნენ გაგებისა და მოქნილობისკენ მოუწოდა.

კორონავირუსის დარტყმა

ესპანეთში 2020 წლის მიწურულს უძრავი ქონების ერთი კვადრატული მეტრის ღირებულება საშუალოდ 1391 ევროს შეადგენდა, მაშინ როცა ჯერ კიდევ ივნისში მისი ღირებულება 1730 ევრო იყო.


2020 წლის ნოემბერში, შეზღუდვებისა და ლოქდაუნის ფონზე, ესპანეთში ბინების ფასი 2019 წელთა შედარებით 5,7 პროცენტით დაეცა.  ეს ყველაზე ძლიერ შესამჩნევი გახდა ვალენსიაში, გალისიაში, კატალონიაში, ანდალუსიაში.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ კორონავირუსის მესამე ტალღის შემთხვევაში საჭირო იქნება მინიმუმ 3 კვარტლის პერიოდი მაინც, რათა კვლავინებური ფასები დაბრუნდეს ბაზარზე. უარეს შემთხვევაში კი ბინის ფასების ვარდნა 2023 წლამდე გაგრძელდება.


კრიზისმა მოულოდნელად ახალი შესაძლებლობები წარმოშვა. გაყიდვაში შემოვიდა უამრავი იაფი საცხოვრებელი კოლოსალური ფასდაკლებით, ხშირად 70 პროცენტიანი ფასის კლებითაც. ეს გაყიდვები ნამდვილი ხსნა აღმოჩნდა მათთვის, ვისაც საბაზრო ფასში ბინის შეძენა არ შეეძლო, მაგრამ ძალიან სურდა ესპანეთში საცხოვრებელი ბინის ფლობა.  


ამ გარემოების რამდენიმე მიზეზი არსებობს-  სასწრაფო რეალიზაციის აუცილებლობა - როცა მესაკუთრეს სჭირდება თანხა, ის პირველ რიგში ქალაქის საცხოვებელს კი არ ჰყიდის, არამედ აგარაკს. ობიექტები ესპანეთის სამხრეთით სწორედ ასე იყიდება. ყველაზე გავრცელებული ფაქტორი - ბანკების საკუთრებაში არსებული საცხოვრებლების გაყიდვაა. Haya real estate- ის ვებგვერდზე, რომელიც ბანკების კონგლომერატთან თანამშრომლობს, განთავსებულია სწორედ ისეთი სახლები , რომელთა მესაკუთრეებმაც სესხის დაფარვა ვერ შეძლეს.

არსებული სიტუაციის წყალობით 2021 წელს ესპანეთის ბაზარი საინვესტიციოდ ერთერთ ყველაზე მომგებიან ვარიანტად განიხილება.

 

Lenta.ru

 

მოამზადა მარიამ მორგოშიამ





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up