კორონავირუსის დღეს დადასტურებული შემთხვევებიდან ერთი კახეთში, თვითიზოლაციაში მყოფი სატვირთო ავტომობილის მძღოლია, რომელიც რუსეთში იმყოფებოდა

კორონავირუსის დღეს დადასტურებული შემთხვევებიდან ერთი კახეთში, თვითიზოლაციაში მყოფი სატვირთო ავტომობილის მძღოლია, რომელიც რუსეთში იმყოფებოდა

access_time2020-05-31 18:52:00

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის უფროსის, მარიეტა გონაშვილის განცხადებით, კახეთში კორონავირუსი ერთ პირს დაუდასტურდა, რომელიც საქართველოში რუსეთიდან შემოვიდა.

როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურში აცხადებენ, აღნიშნული პირი სატვირთო ავტომობილის მძღოლია.

„ეს პიროვნება არის ტრაილერის მძღოლი, ჩვენი მკვიდრია, ცხოვრობს ქალაქ დედოფლისწყაროში. მოსკოვში იყო და მოსკოვიდან მოდიოდა. 22-ში არის საქართველოში ჩამოსული. გზად რომ მოდიოდა, ჩვენი რაიონის სოფელ ოზაანისმცხოვრები წამოიყვანა, რომელიც იყო მოსკოვში. როდესაც გადმოკვეთეს საზღვარი, მგზავრი ჩამოსვეს, კარანტინში გადაიყვანეს, გაუკეთეს სწრაფი ტესტი და აღმოჩნდა დადებითი. შემდეგ ჩაუტარდა მეორე ანალიზი უკვე „პისიარ“-ზე. იქაც დაუდასტურდა კორონავირუსი ოზაანელ პირს. ტრაილერის მძღოლმა არ იცოდა, რომ ოზაანელსდაუდასტურდა კორონავირუსი, იმყოფებოდა თვითიზოლაციაში“, – განაცხადა მარიეტა გონაშვილმა.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის უფროსის ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილის ყველა კონტაქტი ცნობილია და ყველა მათგანის ანალიზები გამოსაკვლევად ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილია.


„ჩვენ 29-ში დილით მივიღეთ ახალი რეგულირება. ის ტრაილერის მძღოლები, რომლებიც გადმოკვეთენ საზღვარს და ჩამოვლენ, ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ ავუღოთ ცხვირ-ხახის ანალიზი და გავაგზავნეთ ლუგარის ლაბორატორიაში გამოსაკვლევად. ასეც მოვიქეცით. აღნიშნული პირი 22-ში იყო ჩამოსული, იმყოფებოდა იზოლაციაშიც, 29-ში გავუკეთეთ ანალიზი, 30-ში დილას თბილისში ჩაიტანეს და დღეს დილას დაიდო ანალიზი, რომ მას ჰქონდა კორონავირუსი. ჩვენ გამოვიძახეთ საგანგებო და გადავყვანილი იქნა თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ეს პიროვნება. ტრაილერის მძღოლს ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. მეუღლეს და კონტაქტში მყოფ ადამიანებს, ასეთი არის 10 პიროვნება, მათ შორის არის სასწრაფო დახმარების ექიმებიც ავუღეთ ანალიზი. მის მეუღლეს დაეწყო კენჭის გავლა და გამოიძახა სასწრაფო. ვინც იყო სასწრაფო მისული იმ ჯგუფის ყველა წევრს დღეს ავუღეთ ანალიზები, ანალიზი გაგზავნილია და ხვალ დილას გვექნება პასუხი“, – განაცხადა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის უფროსმა, მარიეტა გონაშვილმა.


1tv




დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-14 21:30:35
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი 1. ავტომანქანების გაქირავების კომპანიები კორონავირუსის პანდემიის გამო გაკოტრების წინაშე არიან კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ პრობლემები მანქანების  გაქირავების კომპანიებსაც შეუქმნა, ნაწილმა მანქანების  გაყიდვაც გადაწყვიტა. როგორც „კომერსანტთან“ ერთ-ერთი ასეთი კომპანიის შპს...

უკრაინაში სათამაშო ბიზნესი ლეგალური გახდა

უკრაინაში სათამაშო ბიზნესი ლეგალური გახდა
access_time2020-07-14 19:20:13
უკრაინის უმაღლესმა რადამ ქვეყანაში კაზინოების საქმიანობა და აზარტული ონლაინ თამაშები ლეგალურად დაუშვა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს. გადაწყვეტილება უკრაინის რადამ, დღეს მიიღო და შესაბამის კანონპროექტს უყარა კენჭი. პროცედურაში 248 დეპუტატი მონაწილეობდა. ახალი კანონით დაშვებულია აზარტული თამაშები კაზინოში და ონლაინ, საბუკმეკერო საქმიანობა, ასევე ლატარეის გამოშვება და სათამაშო ბიზნესის სხვა სახეობები. ასევე დაშვებულია კაზინოების განთავსება კიევში და...

მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა

მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა
access_time2020-07-14 17:14:05
მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა. პარლამენტმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი 79 ხმით დაამტკიცა.   აღნიშნული ცვლილებებით, მთავრობას საკარანტინო ღონისძიებების გატარების უფლება, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან, 15 ივლისის ნაცვლად, 2021 წლის 1 იანვრამდე...

ვინ ამოაყირავებს ნავთობის ფასს - ხვალ ოპეკი ნავთობმოპოვების საკითხს კვლავ განიხილავს

ვინ ამოაყირავებს ნავთობის ფასს - ხვალ ოპეკი ნავთობმოპოვების საკითხს კვლავ განიხილავს
access_time2020-07-14 20:00:07
ერთი შეხედვით, მაის-აპრილის პანიკა ნავთობის ბაზარზე წარსულს ჩაბარდა, თუმცა, რეალობაში მდგომარეობა ისევ რთული და არასტაბილური რჩება - ერთის მხრივ, ნავთობის საშუალო ფასი უკვე 1,5 თვეა 40 დოლარის ფარგლებშია და ეს ცუდი არაა იმ პერიოდთან შედარებით, როდესაც შავი ოქრო 10 დოლარი ღირდა.   თუმცა, ასეთი ფასი არ აწყობს მსხვილ მოთამაშეებს - პირველ რიგში რუსეთს და საუდის არაბეთს, რადგანაც ის მათ უდეფიციტო ბიუჯეტის ფორმირების საშუალებას არ...

როგორი იქნება ახალი საოფისე სივრცე „ვაკე პლაზა“ - (ფოტოები)

როგორი იქნება ახალი საოფისე სივრცე „ვაკე პლაზა“ - (ფოტოები)
access_time2020-07-14 17:00:00
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე N72ა-ში  მრავალფუნქციური  სივრცე  „ვაკე პლაზა“ შემოდგომაზე გაიხსნება. როგორც პროექტის ხელმძღვანელმა რუსუდან ჩერგოლეიშვილმა განაცხადა, ახალ საოფისე სივრცეში შესაძლებელი იქნება როგორც ოფისების ქირაობა, ისე არაფორმალური შეხვედრების გამართვა.   პროექტში 20 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია...


მსგავსი სიახლეები

up