კორონავირუსის ახალი შტამი ხელმეორე დაინფიცირების მეტ რისკს შეიცავს

კორონავირუსის ახალი შტამი ხელმეორე დაინფიცირების მეტ რისკს შეიცავს

access_time2021-11-29 20:00:03

ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციაში ვერ აზუსტებენ, არის თუ კორონავირუსის ახალი სახეობა - ომიკრონ-შტამი - კოვიდის სხვა სახეობებზე გადამდები, და იწვევს თუ არა ის დაავადების უფრო მძიმე ფორმას, თუმცა დადასტურებით ამტკიცებენ, რომ ის კოვიდგადატანილებისთვის ხელმეორე დაინფიცირების კუთხით სხვა შტამებთან შედარებით მეტ რისკს შეიცავს.

 


„წინასწარი მონაცემები გვიჩვენებენ, რომ განმეორებითი დაინფიცირების ალბათობა ომიკრონ-შტამის შემთხვევაში დელტაზე მეტია“, - ნათქვამია ჯანმოს სპეციალურ განცხადებაში.

 


ამავე დროს, ორგანიზაციაში ხაზი გაუსვეს, რომ ჯერ არაა საკმარისი ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს, რომ ზოგადად ომიკრონი დელტაზე საშიშია.

 


„ჯერ გაურკვეველია, არის თუ არა ომიკრონი უფრო გადამდები ადამიასგან ადამიანზე, რადგანაც ამ ეტაპზე ახალი შტამით დაავადება მასობრივი არაა, შესაბამისად, მისი გადადების უნარიც, და მიმდინარეობის სიმძიმე ღია საკითხებად რჩება“, - მიიჩნევენ ჯანმოში.

 


ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ სამხრეთ აფრიკაში, სადაც ომიკრონი პირველად დაფიქსირდა, ამ შტამით დაავადებულთა რაოდენობა გაიზარდა, თუმცა, ჯერ დასადგენია იყო თუ არა ეს მისი განსხვავებული თვისებების დამსახურება, თუ ზრდას ხელი სხვა ფაქტორებმაც შეუწყვეს.

 


ასევე გაურკვეველი რჩება რამდენად მძიმეა დაავადების მიმდინარეობა დელტასთან და სხვა შტამებთან შედარებით.


 


„სამხრეთ აფრიკაში ჰოსპიტალიზების შემთხვევების ზრდა დაფიქსირდა, თუმცა, შესაძლოა, ეს დაკავშირებული იყოს არა კოვიდის ახალ სახეობასთან, არამედ ზოგადად დაინფიცირების ზრდასთან - გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჰოსპიტალიზაცია სხვა ქვეყნებშიც, ომიკრონის გარეშეც, იზრდება“, - ნათქვამია ჯანმოს განცხადებაში.

 


ასევე დაუდგენელია, რამდენად განსხვავდება ახალი ვირუსით დაინფიცირების სიმპტომები კორონავირუსის სხვა სახეობებისგან.

 


„ომიკრონის სიმძიმის ხარისხის დადგენას რამდენიმე კვირა დასჭირდება. ასევე დროა საჭირო იმის გასარკვევად, აქვს თუ არა მას დელტასგან და სხვა სახეობებისგან განსხვავებული სიმპტომები“, - ნათქვამია ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის განცხადებაში.

 


გარდა ამისა, ჯანმო დღეს მთავარ საკითხს იკვლევს - რამდენად ეფექტურია ახალი შტამის წინააღმდეგ უკვე მოქმედი ვაქცინები? ერთიანი აზრი ამ საკითხში ჯერ არ არსებობს, თუმცა, ამ ეტაპზე ვირუსოლოგები მიიჩნევენ, რომ, სავარაუდოდ, ომიკრონს ვაქცინების გვერდის ავლის თვისებები გააჩნია, მაგრამ ყველა შემთხვევაში, აცრა მძიმე დაავადების და სიკვდილიანობის რისკს ამ შემთხვევაშიც ამცირებს.

 


ჯანმოში ხაზი გაუსვეს, რომ ვაქცინაციას ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილიანობის შემცირების კუთხით გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, და ახალი შტამის გამოჩენა ამას არ ცვლის.



24 ნოემბერს ბრიტანელმა მეცნიერებმა გაავრცელეს ინფორმაცია ახალი შტამის თაობაზე, რომელიც შესაძლოა, მუტაციების დიდი რაოდენობის გამო, დელტაზე საშიში აღმოჩნდეს. მათი ვარაუდით, ის პირველად ბოტსვანაში, შემდეგ სამხრეთ აფრიკაში და ჰონკონგში დაფიქსირდა.

 


მოგვიანებით, სამხრეთ აფრიკის ჯანდაცვის მინისტრმა ჯო ფოალამ კორონავირუსის ახალი შტამის გამოჩენა ოფიციალურად დაადასტურა. შემდეგ ახალი შტამი ბელგიაში, ისრაელში, ავსტრალიაში, გერმანიაში, ბრიტანეთში, ნიდერლანდებში, და სხვა ქვეყნებშიც დაფიქსირდა.

 


შტამს დაარქვეს „ომიკრონი“ - ეს ბერძნული ანბანის მე-15 ასოა.

 

 

rbc





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up