"კორონავირუსის ახალი შტამი უფრო მარტივად ვრცელდება, თუმცა უფრო მძიმედ მიმდინარეობა არ ახასიათებს" - ამირან გამყრელიძე

access_time2020-12-20 19:35:52

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, შაბათ-კვირას კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების მაჩვენებელი ბევრს არაფერს ნიშნავს, რადგან ამ დროს მოქალაქეებში ტესტირების ჩატარება იკლებს და ამის ფონზეა მკვეთრი შემცირებაც. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" გამყრელიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, მიუხედავად შაბათ-კვირის მონაცემებისა, ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებელი ჯერ კიდევ 2 000-დან 3 000-ის ფარგლებშია.

"შაბათ-კვირის მაჩვენებელი ბევრს არაფერს ნიშნავს, რადგან ამ დროს ტესტირების მაჩვენებელი იკლებს და ამის ფონზეა ახლა, ასეთი მკვეთრი შემცირება. ჩვენ ჯერ ისევ 2 000-დან 3 000-ის ფარგლებში ვართ“ ,- აღნიშნა გამყრელიძემ.

მან ისაუბრა დიდ ბრიტანეთში გამოვლენილი კოვიდ19-ის ახალი შტამის თაობაზეც, გამყრელიძის თქმით, ის მარტივად ვრცელდება, თუმცა მძიმედ მიმდინარეობა არ ახასიათებს.

„რესპირაციულ ვირუსებს ახასიათებთ მუტაციები, ამიტომ ეს შტამი ახალი არ არის. ბრიტანეთში სექტემბერშიც დაფიქსირდა, უბრალოდ, ახლა მეტი დაკვირვების ქვეშაა. დაკვირვების საფუძველზე ნახეს, რომ უფრო მარტივად ვრცელდება. თუმცა არ ახასიათებს, რომ უფრო მძიმედ მიმდინარეობდეს, კლინიკური გამოვლინება დაახლოებით იმავეა, ან კიდევ უფრო მსუბუქი. ასეთია ბრიტანელების და სხვა მეცნიერების პირველადი მონაცემები. შტამებზე დაკვირვება სულ მიმდინარეობს", - განაცხადა გამყრელიძემ.


ინფორმაციისთვის, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი სახეობა აღმოაჩინეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ინფორმაცით, იგი ”მჭიდრო კავშირშია” გაერთიანებული სამეფოს ოფიციალურ წარმომადგენლებთან კორონავირუსის ახალი ვარიანტის გაჩენის გამო. მათივე ცნობით, ვირუსის ახალი ვარიანტი უფრო სწრაფად ვრცელდება, მაგრამ არ ითვლება, რომ ის უფრო მომაკვდინებელია.

ცნობისთვის, საქართველოში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 208638 შემთხვევაა რეგისტრირებული. ვირუსის შედეგად ქვეყანაში სულ 2094 პაციენტი გარდაიცვალა. სულ გამოჯანმრთელებულია 180441 ადამიანი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 1731 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა 39 პაციენტი.

Ipn.ge





კერძო ბაღების 50% ბაზარზე ვეღარ დაბრუნდა - „ვამუშავებთ გაიდლაინს, რათა ნებისმიერ პირობებში შევძლოთ ფუნქციონირება“

კერძო ბაღების 50% ბაზარზე ვეღარ დაბრუნდა - „ვამუშავებთ გაიდლაინს, რათა ნებისმიერ პირობებში შევძლოთ ფუნქციონირება“
access_time2021-03-05 14:30:22
,,ასოციაციის ფარგლებში თავად ვქმნით რეგულაციების ახალ პაკეტს, რათა მზად ვიყოთ უფრო მკაცრი პირობებისთვისაც”, - განუცხადა „ბიზნესპრესნიუსს“ საგანმანათლებლო (კერძო საბავშვო-ბაღების) ასოციაცია “ნათის” აღმასრულებელმა დირექტორმა. გიგი სისვაძე ამბობს, რომ ბაზარზე დიდი დახურვის შემდეგ კერძო ბაღების 50% ვერ დაბრუნდა. ,,თითქმის 1-წლიანი დახურვის შემდეგ, ბაზარზე დაბრუნება კერძო ბაღების 50%-მა შეძლო. ვერ ვიტყვი, რომ ამ რეგულაციებით მუშაობა მარტივია, თუმცა არ...

ყველა დახმარების პაკეტი ყველა რესტორანს ვერ მოერგება - რესტორატორთა ასოციაცია

ყველა დახმარების პაკეტი ყველა რესტორანს ვერ მოერგება - რესტორატორთა ასოციაცია
access_time2021-03-05 13:00:52
ფულადი დახმარების გარეშე დარჩენილი რესტორნებისთვის ასოციაცია ეკონომიკურ გუნდთან მოლაპარაკებების გაგრძელებას გეგმავს. მსჯელობა იქნება როგორც რეგიონში არსებული ასევე მსხვილი რესტორნებისთვის გარკვეული დახმარების გამოყოფაზე. „პანდემიის დაწყებიდან დღემდე იყო დახმარების რამდენიმე პაკეტი. ეს იყო საშემოსავლო და ქონების გადასახადის გადავადება, საბანკო პროცენტების სუბსიდირების პროგრამა და ბოლო ფულადი დახმარება. რა თქმა უნდა, ყველა რესტორანი ერთდროულად ამ სამ დახმარების პაკეტს ვერ...

„ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით“ საქართველო მსოფლიოში მე-12 ადგილზეა

„ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით“ საქართველო მსოფლიოში მე-12 ადგილზეა
access_time2021-03-05 14:00:00
2021 წლის „ჰერითიჯის ფონდის“ მიერ გამოქვეყნებული ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის თანახმად, საქართველო, 77.2 საერთო ქულით, მსოფლიოში მე-12, ხოლო ევროპის რეგიონის 45 სახელმწიფოს შორის მე-7 ყველაზე თავისუფალ ეკონომიკად არის დასახელებული. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. „ქვეყანა მოთავსებულია ინდექსის უმეტესწილად თავისუფალი ეკონომიკების ჯგუფში. 2020 წლის ინდექსთან შედარებით, მიმდინარე საანგარიშო წელს საქართველომ...

საკრედიტო პორტფელში უმოქმედო სესხები გაორმაგებულია - ლიდერი „ქართუ ბანკია“

საკრედიტო პორტფელში უმოქმედო სესხები გაორმაგებულია - ლიდერი „ქართუ ბანკია“
access_time2021-03-05 11:00:01
2020 წლის კრიზისის ფონზე, საკრედიტო პორტფელში უმოქმედო სესხების წილი წლის დასაწყისიდან 3.9 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და მიმდინარე მდგომარეობით 8.4%-ს შეადგენს, რაც წინა წელთან შედარებით გაორმაგებული მაჩვენებელია, - ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა სხდომის გადაწყვეტილების...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-03-04 21:30:17
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:   1. გაზრდილი ფასები და შემცირებული მომხმარებელი - ბათუმის რესტორნებს მოგებაზე გასვლა აგვისტომდე შეუძლებლად მიაჩნიათ   ბათუმში რესტორნების შიდა სივრცეები 1-ლი მარტიდან გაიხსნა, კვების ობიექტებს...


მსგავსი სიახლეები

up