საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან, 445 თბილისში გამოვლინდა. ამის შესახებ ინფექციურის ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
აჭარაში 343 შემთხვევა აღირიცხა, იმერეთში - 211. სამეგრელო ზემო-სვანეთში 45; შიდა ქართლში - 37; ქვემო ქართლში - 39; გურიაში - 18; სამცხე ჯავახეთში - 14; მცხეთა მთიანეთში - 13 და კახეთში - 11.
საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1192 ადამიანს დაუდასტურდა, 233 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. 8 ადამიანი კი გარდაიცვალა. გუშინ კი კორონავირუსი 958 ადამიანს დაუდასტურდა, 214 პაციენტი გამოჯანმრთელდა. 4 გარდაიცვალა.