კორონავირუსის $1-მილიარდიანი დარტყმა ტრამპის ქონებას

კორონავირუსის $1-მილიარდიანი დარტყმა ტრამპის ქონებას

access_time2020-06-18 17:00:36

1 მარტის მონაცემებით, დოკუმენტების განხილვასა და 50-ზე მეტ წყაროსთან საუბარში გატარებული თვეების შემდეგ, Forbes-მა დონალდ ტრამპის ქონება $3.1 მილიარდად შეაფასა. მერე ბაზრებმა კოლაფსი განიცადეს და ჩვენც ახლიდან შევუდექით საქმეს. მიახლოებით რომ გვენახა, რამდენად დააზარალა კორონავირუსმა პრეზიდენტის სიმდიდრე, მისი ბიზნესის ყოველი სეგმენტის შესაბამისი აქციების ფასების ცვლილებებს მივადევნეთ თვალი. კომერციული უძრავი ქონება ცალსახა ვარდნას განიცდიდა და რამდენიმე კომპანიის აქციები საშუალოდ 37%-ით დაცემულიყო 1 მარტიდან 18 მარტამდე მონაკვეთში. სწორედ ამ პერიოდში დავთვალეთ ქონებები ჩვენი მილიარდერთა რეიტინგისთვის. მსგავსმა ვარდნამ სასტუმრო კომპანიების, ბინათმფლობელებისა და გოლფის ბიზნესების ღირებულებაც შეამცირა. ჩვენ ამ მაჩვენებლებით ვიხელმძღვანელეთ და ვარდნები ტრამპის კორონავირუსამდელ მონაცემებს შევადარეთ, ცვლილებები კი ინდუსტრიის ექსპერტებთან ერთად განვიხილეთ. მოკლედ, სურათი ასეთია: პრეზიდენტის ქონებამ $2.1 მილიარდი შეადგინა, რაც $1-მილიარდიანი კლებაა თვეზე უფრო მცირე ინტერვალში. ვითარება, ცხადია, შეიცვლება, თუ გავითვალისწინებთ, რომ ყოველი ინდექსი ელექტროკარდიოგრამასავით იქცევა. მაგრამ ნიუ- იორკის უძრავი ქონების ბროკერის, ერიკ ენტონის თქმით, „ეს ანალიზი კარგია, თანაც – ყოველმხრივ“.


რეზიდენციული უძრავი ქონება


500-ზე მეტი ერთეული ხუთ შტატში კორონავირუსამდე: $235 მილიონი პანდემიის შემდეგ: $148 მილიონი გაძლიერებული კარანტინი, მგზავრობის შეზღუდვა და თვითიზოლაცია შემცირებულ მყიდველებს ნიშნავს. „ნაკლები შანსია, მყიდველებმა ცხოვრების უმსხვილესი ფინანსური ინვესტიცია ვირტუალური ექსკურსიის შედეგად განახორციელონ”, – ამბობს ნიუ- იორკის რეზიდენციული უძრავი ქონების ექსპერტი, ჯონათან მილერი. ნაღდი ფული კორონავირუსამდე: $160 მილიონი პანდემიის შემდეგ: $160 მილიონი ტრამპმა სააქციო ჰოლდინგები კარგა ხნის წინ მოიცილა თავიდან, დღეს კი, გათვლების თანახმად, $160 მილიონი აქვს უსაფრთხოდ შენახული ნაღდი ფულის ანგარიშებში, რაც, ამჟამად, მისი პორტფოლიოს ყველაზე ეფექტიანი კომპონენტია.





სასტუმრო ჰოლდინგები


სასტუმრო ვაშინგტონში (კოლუმბიის ოლქი) და კურორტი მაიამიში კორონავირუსამდე: $107 მილიონი პანდემიის შემდეგ: $38 მილიონი მარტში, თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე, ტრამპს მის ბიზნესზე კორონავირუსის გავლენასთან დაკავშირებით დასმული კითხვისთვის პასუხის გაცემა მოუხდა: „ვალებისგან თავისუფალი ვარ, ასე რომ, ეს კარგია“. თუმცა ვერ ვიტყოდით, რომ ეს ვაშინგტონის (კოლუმბიის ოლქი) Trump International Hotel-სა და მაიამის Trump National Doral-საც ეხება. პირველის რემონტისთვის Deutsche Bank-მა ტრამპს $170 მილიონი გადასცა, მაიამის გოლფის კურორტისთვის კი $125 მილიონი, რამაც 2018-ის მოგების $9.7 მილიონი შეადგინა (გაზომილი შემოსავლის სახით პროცენტის, გადასახადებისა და ამორტიზაციის გარეშე). „ვალებისგან საკმაოდ არათავისუფლად ჟღერს“, – ამბობს სატუმრო სექტორის ანალიტიკოსი დენ ვაზიოლეკი.





სასტუმროთა ლიცენზირება და მენეჯმენტი

ბრენდინგისა და მენეჯმენტის გარიგებები ჰავაიში, ურუგვაიში, ინდოეთში და სხვაგან კორონავირუსამდე: $80 მილიონი პანდემიის შემდეგ: $42 მილიონი გასულ კვირებში Hilton-ის, Hyatt-ისა და Marriott-ის აქციათა ფასები 50%-ზე მეტად დავარდა. ძნელი წარმოსადგენია, პრეზიდენტის სასტუმრო ბრენდს გაცილებით უკეთ მისდიოდეს საქმე.





სხვა უძრავი ქონება და აქტივები

მარ- ა-ლაგო, Trump Tower-ის პენტჰაუზი, Trump Winery და სხვა აქტივები კორონავირუსამდე: $348 მილიონი პანდემიის შემდეგ: $295 მილიონი ტრამპის ყველაზე კაშკაშა ნადავლი მარ- ა-ლაგოა – პალმ- ბიჩის კლუბი. ის (და მისი ღირებულება) უფრო მილიარდერის სათამაშოდ განიხილება, ვიდრე ოპერაციულ ბიზნესად, რაც მას შედარებით უვნებელს ტოვებს ამ მოულოდნელად შეცვლილ ვითარებაში.




გოლფის მოედნები


ათი გოლფის კლუბი აშშ- -ში, სამი – ევროპაში კორონავირუსამდე: $271 მილიონი პანდემიის შემდეგ: $217 მილიონი ერთი კარგი ამბავი: გოლფის მოედანზე ფიზიკური დისტანციის შენარჩუნება ადვილია. ერთიც ცუდი: ძვირ კლუბებს საქმე კარგად არ მისდით რეცესიების დროს. „პირველი, რასაც რაციონიდან იღებენ, გოლფისთვის განკუთვნილი ბიუჯეტია”, - ამბობს გოლფის საბროკერო ფირმა Fairway Advisors-ის მმართველი დირექტორი, ჯეფ დევისი.



forbes.ge




დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-12-03 21:30:03
დღის Top 10 საინტერესო ამბავი     1. „ქართველი ხალხი ასეთი ბნელი და გაუნათლებელი არასდროს ყოფილა, როგორიც ახლაა“ - ეპიდემიოლოგი     „ხალხი არ იცავს სოციალურ დისტანციას, აღარ იკეთებს ნიღაბს და არ ატარებს სადეზინფექციო საშუალებებს. შეხედეთ რა ხდება ქალაქში - 10-დან 9-ს ნიკაპზე უკეთია ნიღაბი....

Bloomberg: პანდემია კრიპტოვალუტებს აძლიერებს

Bloomberg: პანდემია კრიპტოვალუტებს აძლიერებს
access_time2020-12-03 21:00:49
2020 წელს ბიტკოინის კურსის ზრდამ ბევრი ჭკვიანი ადამიანი გააოცა. გასულ კვირას მთავარი კრიპტოვალუტის ღირებულება 20 000 დოლარამდე ავარდა, რამაც ბევრ სკეპტიკოსს აზრის შეცვლა აიძულა.   2018 წელს ცნობილმა ამერიკელმა ეკონომისტმა ნოელ რუბინიმ ბიტკოინს „კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი საპნის ბუშტი“ უწოდა, თუმცა, დღეს ვირტუალური ფულის წარმატების ფონზე, 2020 წლის ნოემბერში, ის აღიარებს, რომ კრიპტოვალუტას ზრდის პერსპექტივა აქვს.   მაშინ რა ხდება...

Forbes: როგორი იქნება 2021 წელი ნავთობის და გაზის ბარზებისთვის?

 Forbes: როგორი იქნება 2021 წელი ნავთობის და გაზის ბარზებისთვის?
access_time2020-12-03 20:00:16
2020 წელი ნავთობის და გაზის ბაზრებისთვის უნიკალური და წარმოუდგენლად რთული იყო - კორონავირუსის პანდემიამ და ოპეკ+ის შეთანხმების ჩაშლამ ნავთობზე ფასების უპრეცედენტო ვარდნა გამოიწვია. აპრილში საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ნავთობი წამგებიანი გახდა, რაც აქამდე არასდროს მომხდარა.   2020 წელმა ისტორიაში პირველად მოხმარების შოკი მოიტანა. ბოლო 50 წლის მანძილზე მსოფლიოში მიწოდების შოკი საკმაოდ ხშირი მოვლენა იყო - მაგალითად, 1967 წელს ისრაელის მიერ წამოწყებული 6-დღიანი ომის დროს,...

3 დეკემბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გამყარდა

3 დეკემბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გამყარდა
access_time2020-12-03 19:30:09
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 3 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3119 ლარი გახდა....

ასეულ მილიონიანი ფასნამატი ფარმაცევტულ პროდუქტზე - რა შემოსავალი აქვს „ავერსს“, „პსპ-სა“ და „ჯიპისის“

ასეულ მილიონიანი ფასნამატი ფარმაცევტულ პროდუქტზე - რა შემოსავალი აქვს „ავერსს“, „პსპ-სა“ და „ჯიპისის“
access_time2020-12-03 18:30:10
რამდენიმე ასეულობით მილიონი ლარის შემოსავალი და ასეულ მილიონიანი ფასნამატი ფარმაცევტულ პროდუქციაზე - ასეთი მონაცემები ჩანს ფარმაცევტული ბაზრის ლიდერი კომპანიების ფინანსური ანგარიშგებებიდან.   „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, როგორია მსხვილი ფარმაცევტული კომპანიების ფინანსური მაჩვენებლები. 2019 წლის სავალდებულო ფინანსური აუდიტი კომპანიების ნაწილმა უკვე გაიარა. მათ შორის არის ფარმაცევტული სექტორის მონაწილე სამი კომპანია - „ავერსი“; „პსპ“ და „ჯიპისი“. როგორც ფინანსური...


მსგავსი სიახლეები

up