„კორონავირუსი უნდა ყოფილიყო შესაძლებლობა ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც საქართველოა“

„კორონავირუსი უნდა ყოფილიყო შესაძლებლობა ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც საქართველოა“

access_time2020-09-18 15:00:53

„კორონავირუსი უნდა ყოფილიყო შესაძლებლობა ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც საქართველოა, ჩვენ მიღებული გადაწყვეტილებების კუთხით, მივდივართ ინერციულად, როგორც ამას სხვა ქვეყნები აკეთებენ,“- განაცხადა აუდიტორიული კომპანია „გრანთ თორნთონ“-ის პარტნიორმა პაატა შურღაიამ რადიო „კომერსანტზე“ გადაცემაში „ჩემი აუდიტორი“. პაატა შურღაიას განცხადებით, საქართველოს პანდემიის პერიოდში უნდა აერჩია, არა ინერციული, არამედ ინოვაციური გზა.


„გვქონდა ორი ალტერნატივა: ინერციული (რასაც ყოველდღიურად ვახორციელებთ, ლოკოკინას სიჩქარით მივდივართ და ვაუმჯობესებთ რაღაცებს) და მეორე - ინოვაციური. სადაც მაღალია რისკის დონე, იქ უფრო მეტი შესაძლებლობები გვაქვს, თუმცა, სადაც არ ვრისკავთ, იქ არ გავქვს შესაძლებლობებიც. ჩვენ მიღებული გადაწყვეტილებების კუთხით, მივდივართ ინერციულად, როგორც ამას სხვა ქვეყნები აკეთებენ. თუ ჩვენ ავიღებდით დიდ რისკებს, იყო საშიშროება, რომ რაღაც კუთხით, ცუდი მაჩვენებელი მიგვეღო, თუმცა იქნებოდა იმის შესაძლებლობა, რომ უფრო მეტ შედეგზე გავსულიყავით. ინვესტორისთვის ან მოქმედი ბიზნესმენებისთვის უნდა შეგვეთავაზებინა, რომ საქართველოში იქნებოდნენ დაცულები და დისტანციური მუშაობა განეხორციელებინათ აქედან“, - განაცხადა პაატა შურღაიამ.


მან პანდემიის პირობებში მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტზე საგრძნობლად შემცირებულ სავაჭრო ინდექსებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ისტორიას მსგავსი ეკონომიკური კრიზისი არ ახსოვს.


„თუ შევხედავთ სხვადასხვა კონტინენტს, ვნახავთ, რომ მაგალითად, გერმანიაში ავტოინდუსტრიული სავაჭრო ინდექსები ქვემოთ ჩამოვიდა, ამერიკაშიც ყველაზე დიდი სავაჭრო ინდექსის S&P 500 20%-ით დაეცა. საერთო ჯამში, იანვრიდან აპრილის ჩათვლით 20%-ით დაეცა სავაჭრო ინდექსები, დღევანდელი მონაცემებით კი +5,7%-იანი მატება არის, ეკონომიკა ჯანსაღდება ნამდვილად. თუმცა, 2020-21 და 2022 წლებშიც შეიძლება იყოს გარდამავალი პერიოდი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ კოვიდის პანდემიას წარსულში არსებულ პანდემიებსა და ეკონომიკურ კრიზისებს თუ შევადარებთ, მისი სისწრაფითა და გავლენით, ვნახავთ, რომ ისტორიას არ ახსოვს მსგავსი კრიზისი,“- აღნიშნა პაატა შურღაიამ.


მან რადიო კომერსანტთან ასევე შეაფასა ანტიკრიზისული გეგმა და განაცხადა,რომ ვირუსის შედეგები მოქალაქეების არა ასაკობრივ ჭრილში, არამედ შემოსავლების კუთხით უნდა გავზომოთ.



„ანტიკრიზისული გეგმა სამი ეტაპისგან შედგება, თუმცა, რეალურად ეს არის სოციო-ეკონომიკური პაკეტი, სადაც ეკონომიკურს რეალურად ვერაფერს ვნახავთ მასში. პოსტკრიზისულ გრძელვადიან გეგმას სჭირდება განხილვა და ეს აუცილებლად უნდა მოხდეს არაუგვიანეს წლის ბოლომდე. საზომს ვირუსის ნაწილში ვუყურებთ ასაკობრივად, ვზომავთ, რა ტიპის ასაკის ადამიანები დაინფიცირდნენ, არავინ ზომავს, კლასობრივი კუთხით, ნებისმიერი ბიზნესი და მათ შორის, თითოეული ადამიანის თამაშის წესები ვირუსთან დაკავშირებით ადაპტირდა. ჩვენ მივედით იმ დასკვნამდე რომ ლოკდაუნები კარგი არ არის, სკანდინავიამ გარისკა და უკეთესი შედეგი მიიღო, ჩვენ - არა,“- განაცხადა მან.


გადაცემაში „ჩემი აუდიტორი“ კიდევ ერთი საკითხი,რაზეც პაატა შურღაიამ ისაუბა მეწარმეთა შესახებ ახალი კანონია. მისი განცხადებით, კანონთან დაკავშირებით ბევრი კითხვებია, თუმცა, ფაქტს რომ, მასში ჩართული იყო ყველა დაინტერესებული მხარე, პაატა შურღაია დადებითად აფასებს.


„13 აგვისტოს გამოქვეყნდა კანონპროექტი და იყო მითითება, რომ გარე პირებს 2-3 კვირიანი ვადა ექნებოდათ, გამოეხატათ საკუთარი აზრი და შენიშვნები. კანონის ნაწილში დადებითია ის ფაქტი, რომ მაქსიმალურად იყო ჩართული მასში ყველა დაინტერესებული მხარე: დამოუკიდებელი ადვოკატები, სამართლის სპეციალისტები, ბიზნეს ასოციაციები, მკვლევარები და დონორი ორგანიზაციები. ბევრი რამ იცვლება, რეალურად ახალი კანონია შემოტანილი. მაგალითისთვის, ახსნა განმარტებით წერილში წერია, რომ გაიზარდა ბიზნეს დავების სასამართლოში განხილვის რაოდენობა. რეალურად, სასამართლო დავების ნაწილში, რეგულაციები რომ შემოვიღოთ და ბიზნესი დიდ ჭაობში მოვაქციოთ, არასწორია. სხვა ინსტიტუტები უნდა განვითარდეს, რომ მათი კვალიფიკაცია გაიზარდოს, ან მედიაციის ნაწილი განვითარდეს.


რეალურად, ჩნდება კითხვა, რატოა ასეთი სავალდებულო და ახლა, პანდემიის პერიოდში, რატომ მიიღება ამ ტიპის კანონპროექტები, ისინი საჭიროებენ დეტალურ განხილვას. გასაგებია ევროდირექტივებთან დაახლოების პროცესი, თუმცა, ჩვენ ჯერ უნდა შევაფასოთ ის, თუ რა დონე იყო ევროკავშირში, როცა ესა თუ ის რეგულაცია მიიღეს, ან როდის მოხდა და დაიწყო მსგავსი ტიპის კანონპროექტების იმპლემენტაცია. განვითარების დონე იქ დიდია და შესაბამისად, სხვაობაც - დიდი,“
- განაცხადა პაატა შურღაიამ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up