კორონავირუსი, სავაჭრო დეფიციტი, მცირე სამთავრობო ხარჯები - ექსპერტები ლარის კურსის გამყარების მიზეზებს ასახელებენ

კორონავირუსი, სავაჭრო დეფიციტი, მცირე სამთავრობო ხარჯები - ექსპერტები ლარის კურსის გამყარების მიზეზებს ასახელებენ

access_time2020-02-27 10:55:28

მიმდინარე კვირის განმავლობაში ეროვნული ვალუტის კურსი მკვეთრად მყარდება. 27 თებერვლის ოფიციალური კურსით, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.7928 ლარს შეადგენს, რაც უკანასკნელი შვიდი თვის განმავლობაში ყველაზე მყარ გაცვლით კურსს წარმოადგენს.


ეკონომიკის ექსპერტი და ანალიტიკოსი ნიკა შენგელია ლარის კურსის გამყარებას რამდენიმე ფაქტორს უკავშირებს და თვლის, რომ ვალუტის კურსის გამყარების საქმეში ეროვნული ბანკის მხრიდან გადადგმულმა ნაბიჯებმა შედეგი გამოიღო.


„ლარის კურსის გამყარებაზე რამდენიმე ფაქტორმა იმოქმედა. ეროვნული ბანკის მხრიდან ფულად საკრედიტო პოლიტიკის გამკაცრებამ და 9%-იანი საპროცენტო განაკვეთის დაწესებამ არარეზიდენტი ინვესტორები წაახალისა და მათ აქტიურად დაიწყეს სამთავრობო სახაზინო ობლიგაციების შეძენა. იანვრის თვეში ეს მაჩვენებელი თითქმის გაოთხმაგებულია. გარდა ამისა, იანვრის თვეში ტურიზმიდან შემოსავლები გაზრდილია, ასევე 9%-მდეა გაზრდილი ემიგრანტების მხრიდან ტრანზაქციები. სავაჭრო დეფიციტი, რომელიც უმთავრესია ამ საკითხში, არ გაზრდილა, პირიქით ექსპორტის ზრდა ფიქსირდება 2,5%-ით მეტი. გარდა ამისა, იანვარ-თებერვლის თვეში მთავრობა ხარჯვით ნაწილში ზომიერად მოქმედებს ანუ დაგეგიმლზე ნაკლებს ხარჯავენ. ასევე ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ არ ჩაერეოდა ინტერვენციების სახით დოლარის შესყიდვებში სავალუტო ბაზარზე, ამით შექმნა გარკვეული მოლოდინი რომ მოხდებოდა ლარის კურსის გამყარება, მაგრამ როგორც კი ეროვნული ბანკი დაარღვევს დაპირებას იმის შესახებ, რომ ინტერვენციებს არ განახორციელებს და ჩაერევა ვალუტის შეძენის სახით სავალუტო ბაზარზე, ლარის გამყარების ტრენდი შეჩერდება“, - განაცხადა ნიკა შენგელიამ.


ნიკა შენგელია თვლის, რომ ლარის კურსის გამყარება სეზონური ხასიათისაა და ივნისის თვიდან, გამყარებისთვის კარგი ფაქტორებიც რომ არსებობდეს ქვეყანაში, ეს ტენდენცია აღარ გაგრძელდება.



„როგორც წესი დეკემბრიდან მაისის პერიოდამდე, სეზონურად ლარი ყოველთვის მყარდებოდა, ეს დამოკიდებულია იმაზე, რომ ამ დროს იწყება გაზის და ელექტროენერგიის ხარჯვის შემცირება და ქვეყნიდან ნაკლები თანხა გადის. გარდა ამისა, კორონავირუსის გამო ჩინეთიდან იმპორტი შემცირებულია და კიდევ მინიმუმ ერთი თვე საწარმოები არ გაიხსნება და ქართველი იმპორტიორები იქ თანხების ჩარიცხვას ვერ შეძლებენ. ამიტომ 2-3 თვე ამ მხრივაც ჩავარდნაა. ვფიქრობ ივნისის დასაწყისიდან ლარს გამყარებისთვის კარგი ფაქტორებიც რომ ჰქონდეს, სავარაუდოდ მაინც გაუფასურებისკენ წავა და ჩვეულ რეჟიმში ჩადგება“, - განმარტავს ნიკა შენგელია.


ეკონომიკის ექსპერტი აკაკი ცომაია მიიჩნევს, რომ ლარის კურსის გამყარებაზე მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება, კორონავირუსის გავლენა, ეკონომიკური აქტივობის და სამთავრობო ხარჯების შემცირება მოქმედებს.


„ლარის კურსის გამყარება რამდენიმე ფაქტორს უკავშირდება. პირველი რიგში, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას უკავშირდება, რომელმაც ლარის გამყარების მოლოდინი შექმნა. მეორე ეს არის ის, რომ იანვარ-თებერვალში ეკონომიკური აქტივობა ისედაც შემცირებულია და ზოგადად სავაჭრო ტრენდი ანუ ექსპორტ-იმპორტის აქტივობები ნაკლებია. გარდა ამისა, სავარაუდოდ სამთავრობო ხარჯები ცოტაა ანუ მთავრობა არჩევნებისთვის ემზადება, რომ შემდგომ პერიოდში უფრო მეტი დახარჯოს ვიდრე ახლა, ეს თავისთავად ლარის კურსზე ახდენს გავლენას. კიდევ არის ის, რომ სავარაუდოდ კორონავირუსიც გავლენას ახდენს ვალუტის კურსზე, რადგან ჩინეთიდან იმპორტი ალბათ შეიზღუდება, რაც ლარის გამყარებაზე დადებითად აისახება. რა იქნება მომავალში და საით წავა ლარის კურსი, ამაზე პროგნოზის გაკეთება ამ ეტაპზე ძნელია“, - განაცხადა აკაკი ცომაიამ.


ნინო თამაზაშვილი






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up