კორონავირუსი, მსოფლიო პანიკა და რუბლის ვარდნა: როგორ გადავრჩეთ კრიზისში და რა ელის რუსეთს?

კორონავირუსი, მსოფლიო პანიკა და რუბლის ვარდნა: როგორ გადავრჩეთ კრიზისში და რა ელის რუსეთს?

access_time2020-03-06 20:00:59

როგორ ღარიბდებიან პლანეტის უმდიდრესი ადამიანები, ვინ იგებს (და მოიგებს) გლობალური ეკონომიკური კრიზისის ხარჯზე? - ამ და სხვა თემებზე – ეკონომიკური პუბლიცისტი მაქსიმ ბლენტი.


თებერვლის ბოლო კვირას გაბედულად შეიძლება, ეწოდოს მსოფლიო ფინანსური კრიზისის დასაწყისი - კრიზისისა, რომელიც მთელს მსოფლიოში “უჰანური კორონავირუსის” გავრცელებითაა განპირობებული. შავი ორშაბათი არანაკლებ “შავმა” სამშაბათმა, მერე ოთხშაბათმა, ხუთშაბათმა და პარასკევმა ჩაანაცვლა და ეს უკანასკნელი რუსეთისთვის განსაკუთრებულად “შავი” გამოდგა: პირველად 2017 წლიდან, Brent-ის მარკის ნავთობის ფასი ბარელში 50 დოლარს ჩამოსცდა. ამ ფონზე დოლარი 67-რუბლიან ზღურბლს გადაახტა და 70-რუბლიანი თამასის კონტურებიც მონიშნა.


საბირჟო ანალიტიკოსებისა და ბაზრის მონაწილეთა კომენტარების ტონი კვირის განმავლობაში მკვეთრად შეიცვალა – გადახურებული ბაზრების დიდი ხნის წინ მომწიფებული კორექციიდან და შემოსავლის ფიქსაციიდან პანიკურ გაყიდვებამდე, საბირჟო კრახამდე და კაპიტულაციამდე. და ეს შეფასებები სრულიად საფუძვლიანია. თებერვლის ბოლო კვირა ფინანსური ბაზრებისთვის ყველაზე უარესი აღმოჩნდა 2008 წლის ოქტომბრის კრიზისიდან, როცა ფინანსური სამყარო “Lehman Brothers”-ის გაკოტრების შემდგომ ქაოსში ჩაეფლო. მარტის პირველი სამუშაო დღე დიდი ხნის ნანატრი ნახტომით დაიწყო. აზიური ინდექსები ამწვანდა, ნავთობი და რუბლი გაიზარდა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ კრიზისი დასრულებულია. როგორც ჩანს, ყველაფერი ახლა იწყება.


ფართოდ არის გავრცელებული მოსაზრება, რომ საბირჟო კრახები – ეს თავისებური ჭეშმარიტების მომენტებია, სოციალური სამართლიანობის მართალია, ნაწილობრივი, მაგრამ მაინც აღდგენის დრო. და მართლაც, ანომალიურად დაბალი საპროცენტო განაკვეთებისა და, შესაბამისად, განვითარებულ ქვეყნებში უპრეცედენტოდ იაფი კრედიტების ათწლეული უთანასწორობის პრობლემას ამძიმებდა. ღარიბები, რომლებიც კრედიტებს მოხმარების ჩვეული დონის შესანარჩუნებლად იღებდნენ, სულ უფრო მეტად ეფლობოდნენ საბანკო ვალებში. ამ ვალების მომსახურება კი საოჯახო ბიუჯეტის სულ უფრო მეტ წილს ითხოვდა. შედეგად ღარიბები კიდევ უფრო ღარიბდებოდნენ. მდიდრები კი იღებდნენ იაფ კრედიტებს ინვესტირებისთვის და მზარდ ბაზარზე კიდევ უფრო მდიდრდებოდნენ.


ვინაიდან მათი აქტივების ღირებულების ზრდა გაცილებით მაღალი იყო პროცენტებზე, რომელსაც ისინი ბანკებს უხდიდნენ, მდიდრები 1) კიდევ უფრო მდიდრდებოდნენ და 2) ბევრმა უბრალოდ ვერ გაუძლო ცდუნებას, ჩაედო ის აქციები, ობლიგაციები ან წილები საფონდო ბირჟებზე, რათა კიდევ მეტი ეყიდათ და კვლავ შეევსოთ საკუთარი ქონება. იგივე ეხება ბიზნესს. მსხვილი კომპანიები და ბანკები კიდევ უფრო მსხვილდებოდნენ, შთანთქავდნენ რა აღებული სახსრებით უფრო წვრილ კონკურენტებს და აფართოებდნენ რა თავისი საქმიანობის სფეროს მომიჯნავე სფეროებში მოღვაწე კომპანიების შთანთქმით. წვრილები კი გადასარჩენად იბრძოდნენ და ოცნებობდნენ იმაზე, რომ ისინი რომელიმე “ზვიგენს” შთაენთქა – რაღა თქმა უნდა, კარგ ფასად.


მაგრამ აი, დგება საბირჟო კრახი და ჩვეული წყობა იმსხვრევა. ღარიბებიცა და მდიდრებიც თავის ვალებთან რჩებიან. თუმცა ღარიბებს მათი მომსახურება, ასე თუ ისე, უზრუნველყოფილი აქვთ მეტ-ნაკლები შემოსავლით და მათთვის, ყოველ შემთხვევაში, პირველ ხანებში, დიდად არაფერი იცვლება; აი, გუშინდელი მდიდრები კი არა მარტო საარსებო სახსრების გარეშე რჩენიან. ყველაზე ხარბები – ისინი, ვინც კრედიტებთან დაკავშირებით “გადაამლაშა”, იძულებულები არიან, აქტივები დაყიდონ და ვალების გასასტუმრებლად ზარალი დააფიქსირონ.


სააგენტო “Bloomberg”-მა “Forbes”-ის სიაში მყოფ მილიარდერთა დანაკარგები შეაფასა. ირკვევა, რომ თებერვლის ბოლო კვირის განმავლობაში ისინი 444 მილიარდი დოლარით “გაღარიბდნენ”. ყველაზე მეტი – თითქმის 12 მილიარდი “Amazon”-ის დამფუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა დაკარგა. მეორე ადგილზე 10-მილიარდიანი დანაკარგით ბილ გეიტსია. 9-9 მილიარდი დააკლდათ ფრანგულ ჰოლდინგ LVMH-ის მფლობელ ბერნარ არნოსა და Tesla-სა და SpaceX-ის დამფუძნებელ ილონ მასკს. მრავალმილიარდიანი ზარალი განიცადეს ასევე სიის რუსმა ფიგურანტებმა.


ყველაფერი ზემოთთქმული საუკეთესოდ ილუსტრირებს იმ ფაქტს, რომ საფონდო ბაზარი დღეს არ წარმოადგენს თამაშს ნულოვანი საწყისი თანხით, სადაც წაგების ოდენობა მოგების ტოლია. სადღეისოდ თავად სიმდიდრის ცნება განუყოფლად არის დაკავშირებული საფონდო ბაზრების მდგომარეობასთან. რუსეთშიც კი სულ უფრო ცოტას აქვს შენახული თავისუფალი ფული ბანკებში. სულ უფრო იზრდება საბროკერო ანგარიშების პოპულარობა.


ევროპასა და იაპონიაზე (მათი უარყოფითი სადეპოზიტო განაკვეთებით), ან აშშ-ზე (საფონდო ბაზრების ოპერაციებში საშინაო მეურნეობების ჩართულობით) საუბარიც არ ღირს. სადღეისოდ ყველაზე გავრცელებული პრაქტიკა – ეს არის თანხა, რომელიც საბანკო ანგარიშზე მიმდინარე თვიურ ხარჯებს ფარავს. დანარჩენი – საბროკერი ან საპენსიო ანგარიშზე, საინვესტიციო ან საბირჟო ფონდებში.


და სწორედ ამ “დანარჩენს” გადაუარა საბირჟო კრიზისმა. საფონდო ინდექსებმა კვირის განმავლობაში საშუალოდ 12–15 პროცენტი და მიმდინარე წლის მაქსიმალური მნიშვნელობების 20–22 პროცენტი დაკარგა. თებერვლის ბოლო 5-მა სავაჭრო სესიამ მხოლოდ აქციების მფლობელები მთელს მსოფლიოში 5 ტრილიონი დოლარით გააღარიბა. ზარალი დააფიქსირეს მათაც, ვინც ინვესტირება განახორციელა ნავთობში, საწარმოო მეტალებში და სხვა საბირჟო საქონელში. კვირის ბოლოს ოქრომაც კი ვეღარ გაუძლო... ეს ყველაფერი იმის ნიაშანია, რომ დაიწყო “დამცავი” აქტივების ამოყიდვა საფინანსო ბაზრების სხვა სეგმენტებში ზარალის დასაფარად.



და თუ Forbes-ის სიაში შემავალმა 500-მა მილიარდერმა ერთ კვირაში 444 მილიარდი დოლარი დაკარგა, დანარჩენი 4,5 ტრილიონი – ეს ათობით მილიონი საშინაო მეურნეობის დანაკარგია, რომელთა შემოსავლები საშუალო და საშუალოზე მაღალია. სწორედ მათი, ვისზეც დგას საქონლისა და მომსახურების მთელი მსოფლიო მოხმარება. სწორედ მათი, ვისი მოთხოვნაც უზრუნველყოფს მსოფლიო ეკონომიკის ზრდას და ტექნოლოგიური განვითარების მაღალ ტემპებს. ეს ადამიანები 4,5 ტრილიონი დოლარით გაღარიბდნენ.


ეს ფული უბრალოდ დაიწვა. ის აღარ არის. განსაკუთრებით - მათთვის, ვინც იძულებული გახდა, დანაკარგები დაეფიქსირებინა. ამასთანავე, საშინაო მეურნელბები ნაკლებად კრედიტუნარიანნი გახდნენ და უწინდელ ხარჯებს ვეღარ გაიღებენ. ჯერ-ჯერობით ყველაზე პესიმისტური პროგნოზებიც კი ამ ფაქტორს არ ითვალისწინებს. თანაც ცოტა ადრეა ზუსტი შეფასებების გაკეთება, რადგან ქარიშხალი საფინანსო ბაზრებზე შესაძლოა, გაგრძელდეს მარტშიც, ივნისშიც, სექტემბერშიც. 5 ტრილიონი კი მარტივად შეიძლება, იქცეს 10-ად და 15-ად.


ნებისმიერ შემთხვევაში, გაზაფხულის დასაწყისი, ყოველ შემთხვევაში საფინანსო სექტორისთვის, კარგს არაფერს მოასწავებს. მას შემდეგ, რაც ბაზრიდან კვირის განმავლობაში 5 ტრილიონი დოლარი ქრება, მის ბევრ მონაწილეს წარმოექმნება ფულის მწვავე საჭიროება, ხოლო ვალად გაცემის მსურველები, მათ შორისაც კი, ვინც შემოსავლის დროულად დაფიქსირება ან მინიმალური დანახარჯებით გასვლა მოახერხა, როგორც წესი, არავინაა. ეს ყველაფერი უკვე გავიარეთ 2008-ში, როცა აშშ-ში სუბსტანდარტული იპოთეკური ქაღალდების გამსკდარმა ბუშტმა ჯერ მსხვილი საინვესტიციო ბანკის გაკოტრება, ხოლო შემდეგ ჯაჭვური რეაქცია გამოიწვია ისე, რომ მთელი საფინანსო სისტემა მოქალაქეების შენატანებითურთ, საპენსიო და სადაზღვევო პროგრამებითურთ, სახელმწიფო ფინანსებითურთ ლამის თან გადაიყოლა. ვინმემ ხომ უნდა იყიდოს სახელმწიფო ობლიგაციები, რომ საბიუჯეტო დეფიციტი დაიფაროს და უკვე დაგროვებული ვალების რეფინანსირება იყოს უზრუნველყოფილი?


ეჭვგარეშეა, რომ უახლოეს ხანებში ცენტრალური ბანკები მთელს მსოფლიოში არნახულ გულუხვობას გამოიჩენენ. საბეჭდი დაზგები გაასმაგებული დატვირთვით იმუშავებს. მაგრამ ერთი რამააა: საქონლისა და მომსახურების იძულებითი შემცირების პირობებში ეს სტიმულები რისკავს, საბოლოოდ მოარყიოს ფულის მიმართ ნდობა.


არანაკლებ მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ჩინეთმა თებერვალში მკვეთრად შეამცირა არა მარტო წარმოება, არამედ მოხმარებაც. დიდწილად – ასევე იძულებით. საუბარია, ცხადია, არა კვების პროდუქტებზე და ყოველდღიური მოხმარების საგნებზე. აი, ტურიზმი, ტრანსპორტი, ხანგრძლივი მოხმარების პრაქტიკულად მთელი საქონელი – დაწყებული მანქანებით, დამთავრებული გაჯეტებითა და საოჯახო ტექნიკით – საკმაოდ მოკლებულია.


კრიზისების დროს, რომლებშიც მსოფლიო შესაშური რეგულარულობით ეფლობა, ქონებები არა მარტო იკარგება, არამედ გროვდება. და არსებულ მდგომარეობაში მოიძებნებიან არა მარტო ისინი, ვინც სერიოზულ ზარალს განიცდის, არამედ ისინიც, ვინც ფულს სწორედ ასეთ დროს იშოვის. მოდით, შევაფასოთ კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე უკვე საკმაოდ თვალსაჩინოდ გამოკვეთილი ტენდენციები.


თვალსაჩინო ბონუსების გარდა, რომელსაც ვირუსის პერიოდში ბიოფარმაცევტული სერვისი მიიღებს, გაიზრდება მთელი “ციფრული” ეკონომიკის შემოსავლები. ვირუსი ინტერნეტით არ ვრცელდება, ამდენად, მთელი სექტორი (დაწყებული ტელესაკომუნიკაციო კომპანიებით, დამთავრებული ინტერნეტ-მაღაზიებით და მიწოდების სერვისებით) კარგ “პლუსებში” იქნება. საკვების შეკვეთა რესტორანში წასვლის ნაცვლად, ფილმების სახლში ყურება – კინოთეატრებში სიარულის ნაცვლად... ახალი შთაბეჭდილებები და შეგრძნებები, რომელიც მოგზაურობის ნაცვლად დამატებების ტექნოლოგიებისა და ვირტუალური რეალობის წყალობითაა შესაძლებელი...


უპრიანი იქნება, ეს ინფორმაცია გონებაში ვიქონიოთ. თუმცა უახლოეს ხანებში რამეში ინვესტირებისგან თავშეკავება სჯობს. არსებობს, რა თქმა უნდა, მიზერული ალბათობა იმისა, რომ ბაზრები, 2018 წლის მიწურულის მსგავსად, გადარჩებიან და ტოტალურ ვარდნას ინტენსიური ზრდა შეცვლის. თუმცა დიდი ალბათობით, ახლა დღის წესრიგში სულ სხვა პროცესია. ნებისმიერი კრიზისი გარკვეულ სტადიებს გადის, რომლებსაც გარკვეული დრო ესაჭიროება. თებერვლის ბოლო კვირის ტოტალური გაყიდვები ამ პროცესს დასაბამს უდებს. ის 5 ტრილიონი, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ბაზრებმა დაკარგეს, მხოლოდ კენწეროა აისბერგისა და არ ითვალისწინებს დერივატივების ბაზრებზე ინვესტორთა დანაკარგებს. ამდენად, რეალურად, ზარალი შეიძლება, რამდენჯერმე უფრო დიდი აღმოჩნდეს.


ასე, რომ უახლოეს მომავალში მსოფლიო ბაზრებზე ორი მთავარი ფაქტორი იმოქმედებს: 1) ტოტალური პარანოია, “შეცხელებული” ჭორებით მსვილი ბანკების, ფონდებისა და მთელი სახელმწიფოების გაკოტრების შესახებ; ეს კიდევ უფრო გაამძაფრებს ფულის მძაფრ დეფიციტს, რომელიც წამიერად “აორთქლებული” ტრილიონების გამო წარმოიშვა, და გარკვეული მომენტისთვის ბანკთაშორის და სავალუტო ბირჟებზე ფსონებს ააგდებს; 2) გაგრძელდება განვითარებადი ბაზრებიდან კაპიტალის რეპატრიაციის ახლახანს დაწყებული პროცესი. სანამ ეს ყველაფერი ხდება, ყველაზე უპრიანია, შემოსავლები ევროში, იენებსა და დოლარებში შევინახოთ, მიუხედავად ევროპისა და იაპონიის არცთუ სახარბიელო ეკონომიკური მდგომარეობისა. რისკებისგან გაქცევამ შესაძლოა, ძირი გამოუთხაროს ცალკეული აზიური ან ლათინოამერიიული ქვეყნების სახელმწიფო ფინანსებს, ასევე დღის წესრიგში დააბრუნოს ევროპის ვალების კრიზისი.


რუსეთში ხელისუფლება 2014 წლიდან მუშაობდა იმაზე, რომ ნებისმიერი გარე შოკების პირობებში საფინანსო სისტემის გამართული მუშაობა უზრუნველეყო. გასულ კვირას ამაზე სიამაყით საუბრობდნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ალექსეი მოისეევი და მისი უშუალო შეფი ანტონ სილუანოვი, რომლის თქმით, დაგროვებული რეზერვები შესაძლებლობას მისცემს ხელისუფლებას, 4 წლის განმავლობაში ყველა საბიუჯეტო ვალდებულება შეასრულოს, გინდაც ნავთობის ფასი 30 დოლარამდე დაეცეს.


თუმცა ამ მომენტისთვის ეს ყველაფერი არავითარ როლს არ თამაშობს. საერთაშორისო ინვესტორები, რომლებმაც ინვესტირება სარუბლო ინსტრუმენტებში – რუსული კომპანიების აქციებში და სახელმწიფო ობლიგაციებში განახოეციელეს, ზარალს განიცდიან რუბლის შესუსტებისა და კოტირებების ვარდნის გამო. ასე, რომ უახლოეს მომავალში რუსული ბაზრიდან კაპიტალის გადინება გაგრძელდება. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ნედლეულზე მომუშავე კომპანიების საექსპორტო შემოსულობები მკვეთრად დაეცა, ცენტრალური ბანკი კი ჯერ-ჯერობით საბიუჯეტო წესის ფარგლებში ბაზარზე ვალუტის შესყიდვების შეჩერებას არ გეგმავს, რუბლი, დიდი ალბათობით, გაუფასურებას გააგრძელებს. თანაც არა იმის გამო, რომ ცენტრალურ ბანკს საშუალება არ აქვს, ეს პროცესი შეაჩეროს, არამედ უბრალოდ იმიტომ, რომ ამის გაკეთებას არავინ აპირებს.


კიდევ ერთი არასასიამოვნო მომენტი იმაში მდგომარეობს, რომ რუსეთის ხელისუფლება ტრადიციულად, ჯეროვნად არ აფასებს იმ მოვლენათა ზემოქმედებას, რომლებიც ქვეყნის საფონდო ბირჟებზე ხდება. და 2008 წლის ისტორია, როცა იმ დროისთვის დაგროვებულმა რეკორდულმა რეზერვებმა ქვეყანა “ხისტ დაშვებას” ვერ გადაარჩინა, შეიძლება, განმეორდეს.


თუ 2008 წლის კრიზისთან ანალოგიებს გავაგრძელებთ, ეჭვგარეშეა, რომ მონეტარული ხელისუფლებები მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაიწყებენ მოქმედებას მათ გადასარჩენად, ვისი გადარჩენაც ჯერ კიდევ შესაძლებელია, ასევე მათთვის, ვინც ვერანაირ გარემოებებში ვერ ჩამოიშლება. ეს იქნება სავალუტო ომების პერიოდი, - ომებისა, რომლებსაც თან დაერთვება არა მხოლოდ გადარჩენის ათასგვარი გეგმისა და რაოდენობრივი შერბილების პროგრამების რეალიზება, არამედ პირდაპირი სავალუტო ინტერვენციებიც, კაპიტალის ტრანსსასაზღვრო გადაადგილებაზე შეზღუდვების შემოღება და სხვა.


ეს ხელსაყრელი დრო იქნება მათთვის, ვინც ოქროში აბანდებს. საფონდო ბაზრებზე მაღალი ვოლატილურობა დაისადგურებს, როცა ეიფორია კვირაში რამდენჯერმე პანიკით შეიცვლება. გარდა ამისა, ეს სერიოზუოი გამოცდა იქნება მთელი არსებული ეკონომიკური მოდელისა და მსოფლიო საფინანსო სისტემისთვის. ამ დროს განხორციელებულმა ინვესტიციებმა შესაძლოა, მრავალჯერადი მოგება მოიტანოს, თუმცა შეიძლება, სამუდამოდ დაკარგულ ფულადაც იქცეს. მაგრამ ფულმაც – თანაც ნებისმიერმა, ამერიკული იქნება, ევროპული თუ ჩინური, – ამ პერიოდში შეიძლება, მყისიერი გაუფასურება დაიწყოს და აი, სწორედ ამ დროს “გაისვრის” ოქრო.


ამ პერიოდის დასასრულისთვის, რომლის კულმინაციად შესაძლოა, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები იქცეს, შესაძლებელი გახდება ინვესტირება კომპანიებში, რომლებიც ყველა ფინანსურ რყევას გადაიტანენ და სავაჭრო თუ ადმინისტრაციული ბარიერებისგან დიდად არ დაზარალდებიან.


accentnews.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up