ADB-„კორონავირუსის გამო გლობალურმა ფინანსურმა ზარალმა, შესაძლოა, 347 მილიარდ დოლარს მიაღწიოს“

ADB-„კორონავირუსის გამო გლობალურმა ფინანსურმა ზარალმა, შესაძლოა, 347 მილიარდ დოლარს მიაღწიოს“

access_time2020-03-06 11:30:59

„ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელება მნიშვნელოვან ზიანს მოუტანს განვითარებადი აზიის ეკონომიკებს მრავალი მიმართულებით, მათ შორის გამოიწვევს შიდა მოთხოვნის, ტურიზმისა და საქმიანი მოგზაურობის შემცირებას, ხელს შეუშლის ვაჭრობის, წარმოებისა და მიწოდების ჯაჭვს და მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ჯანდაცვაზე“ — ნათქვამია აზიის განვითარების ბანკის (ADB) ახლადგამოქვეყნებულ კვლევაში.


ეკონომიკური ზარალის მაგნიტუდა ვირუსის შემდგომ გავრცელებაზე იქნება დამოკიდებული, რაც კვლავაც არაპროგნოზირებადია. კვლევაში განხილული შესაძლო რამდენიმე სცენარის მიხედვით ვირუსის მსოფლიო ზარალი 77 მილიარდი აშშ დოლარიდან 347 მილიარდ აშშ დოლარამდე, ანუ მსოფლიო მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 0.1-დან 0.4 პროცენტამდეა ნავარაუდები.


საშუალო სიმწვავის სცენარის მიხედვით, სადაც სიფრთხილის ზომები და შეზღუდვები, როგორიცაა მოგზაურობის შეზღუდვა ვირუსის გავრცელებიდან 3 თვის შემდეგ შემსუბუქდება, ეს შეზღუდვები იანვრის ბოლოს დაწესდა. მსოფლიო დანაკარგებმა შესაძლოა 156 მილიარდი აშშ დოლარი ანუ მსოფლიო მშპ-ს 0.2 პროცენტი შეადგინოს. აღნიშნული დანაკარგებიდან 103 მილიარდი აშშ დოლარი შესაძლოა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაზე მოვიდეს ანუ ქვეყნის მშპ-ის 0.8 პროცენტი მოიცვას. დანარჩენი განვითარებადი აზიის ქვეყნებმა ჯამში შესაძლოა 22 მილიარდი აშშ დოლარი, ანუ მშპ-ის 0.2 პროცენტი იზარალოს.


“COVID-19-თან დაკავშირებით მრავალი გაურკვევლობაა, მათ შორის მისი ეკონომიკური ზემოქმედება, შესაძლო მოსალოდნელი დანაკარგების უფრო ცხადი სურათი შესაქმნელად მრავალი სხვადასხვა სცენარის გამოყენებაა საჭირო. ვიმედოვნებთ, რომ მოცემული ანალიზი მთავრობებს დაეხმარება ადამიანური და ეკონომიკური დანაკარგების შესასუსტებლად ზუსტი და გადამჭრელი ნაბიჯები გადადგან“-განაცხადა ADB-ის მთავარმა ეკონომისტმა იასუიუკი სავადამ. 



კვლევა - კორონავირუსის ეკონომიკური ზემოქმედება განვითარებად აზიაზე წარმოადგენს ყველა შესაძლო განხილული სცენარის ანალიზს. მასში ასევე მოცემულია სავარაუდო ზარალი განვითარებადი აზიის კონკრეტულ ქვეყნებსა და ამ ეკონომიკების ცალკეულ სექტორებზე — მათ შორისაა ჰიპოთეტური „ყველაზე ცუდი სცენარი“ მოცემული ეკონომიკისთვის ვირუსის მნიშვნელოვანი გავრცელების შემთხვევაში. აღნიშნული ვარაუდები არ უნდა იქნას განხილული როგორც ვირუსის გავრცელების პროგნოზი, არამედ მისი მიზანია შესაბამისი ზომების მისაღებად მთავრობების დახმარება.



ყველა შესაძლო სცენარი და შეფასებები მოცემულია ADB-ის ვებგვერდზე და ვითარების განვითარების მიხედვით განახლდება.


დღეისათვის კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად ADB-ს გამოყოფილი აქვს 2 მილიონი აშშ დოლარი. 26 თებერვალს მომდევნო 2 მილიონი აშშ დოლარი ADB-მა ორგანიზაციის ყველა განვითარებადი წევრის დასახმარებად გამოიყო. ასევე 25 თებერვალს 130 მილიონი ჩინური იუანის (18.6 მილიონი აშშ დოლარი) ოდენობის კერძო სექტორის სესხი გაიცა უჰანში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მოქმედი ფარმაცევტული სადისტრიბუციო კომპანიისთვის — Jointown Pharmaceutical Group Co. Ltd საჭირო სამედიცინო და პირადი დამცავი აღჭურვილობის უწყვეტი მიწოდების შესანარჩუნებლად.


ADB მზადაა განაგრძოს კორონავისურის შედეგების წინააღმდეგ მისი განვითარებადი წევრების მხარდაჭერა. ამისათვის ADB გამოიყენებს ყველა საჭირო საშუალებას იქნება ეს ახალი ფინანსური დახმარება, სასწრაფო სასესხო დახმარება, რეფორმების დაფინანსება, კერძო სექტორის ინვესტიცია თუ ცოდნითა და ტექნიკური დახმარება.


ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედგარ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის კვლავაც აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი.



ნინო თამაზაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up